არტურ ედიგარიანი
არტურ ედიგრიანი (სომხ. Արթուր Եդիգարյան; დ. 26 ივნისი, 1987, ერევანი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით დაცვითი ნახევარმცველი. ამჟამად იგი თამაშობს დასავლეთ სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ალაშკერტში.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არტურ ედიგარიანი | ||
დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | დაცვითი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ალაშკერტი | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004 - 2006 | პიუნიკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006 - 2011 | პიუნიკი | 68 | (9) |
2009 - 2011 | → პასი | 38 | (4) |
2011 | → ბანანცი | 17 | (4) |
2012 | ხიმკი | 9 | (1) |
2012 | პიუნიკი | 3 | (1) |
2012 - 2013 | გოვერლა | 19 | (0) |
2013 - 2014 | კაირატი | 38 | (1) |
2015 | დინამო მინსკი | 14 | (1) |
2016 - 2019 | ალაშკერტი | 86 | (7) |
2019 | პროლეტერი | 3 | (0) |
2019 - | ალაშკერტი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2003 | სომხეთის 17-წლამდელთა | 2 | (0) |
2005 | სომხეთის 19-წლამდელთა | 3 | (0) |
2006 - 2008 | სომხეთის 21-წლამდელთა | 7 | (0) |
2008 - 2015 | სომხეთი | 41 | (0) |
2018 - | დასავლეთ სომხეთი | 6 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არტურ ედიგარიანი 2008-15 წლებში სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე იყო. დღესდღეობით იგი წარმოადგენს დასავლეთ სომხეთის ეროვნულ ნაკრებს. იგი იყო იმ პიუნიკის წევრი, რომელმაც სომხეთის პრემიერლიგის მოგება 2006-2009 წლებში მოახერხა; აგრეთვე ედიგარიანი ირიცხება იმ ალაშკერტში, რომელმაც ხსენებული ტურნირი 2015-2018 წლებში მოიგო. მას აქვს ისეთ ქვეყნებში თამაშის გამოცდილება, როგორებიც არიან: ირანი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი.[1]
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაარტურ ედიგარიანი დაიბადა ერევანში, სომხეთში, ფეხბურთელების ოჯახში; არტური და მისი ძმა არტაკი წარმოადგენენ ოჯახის მესამე თაობას, რომლებმაც პროფესიონალური ფეხბურთი ითამაშეს. არტურმა ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. ედიგარიანების ოჯახი ცხოვრობდა ერევნის რესპუბლიკური სტადიონი გვერდით მდებარე სახლში. მისი პირველი მწვრთნელი იყო ჰოვიკ ღაზანჩიანი. მას დამთავრებული აქვს კლუბ პიუნიკის საფეხბურთო სკოლა. 19 წლის ასაკში იგი გახდა იმ პიუნიკის პირველი გუნდის წევრი, რომელმაც 2006, 2007, 2008, 2009 წლებში სომხეთის პრემიერლიგა, 2009 წელს სომხეთის თასი, ხოლო 2007, 2008 წლებში სომხეთის სუპერთასი მოიგო. 2009 წლის სომხეთის პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე, იგი იჯარით ირანის პრო ლიგის კლუბ „პასი ჰამედანში“ გადავიდა.[2] ეს იყო მისი პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება.[1]
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებაარტურ ედიგარიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის 2 თებერვალს, მალტას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. 2008-2015 წლებში იგი ნაკრების მაისურით 41 თამაშში გამოჩნდა.
2018 წლის მაისში არტურ ედიგარიანი დასავლეთ სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამოიძახა, რათა მონაწილეობა მიეღო 2018 წლის ConIFA-ს მსოფლიო საფეხბურთო თასზე. 2018 წლის ივნისში იგი კვლავ გამოიძახეს დასავლეთ სომხეთის ნაკრებში; ამჯერად მას მონაწილეობა 2019 წლის CONIFA-ს ევროპის საფეხბურთო თასე უნდა მიეღო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაარტურის ახალგაზრდა ძმა, ატრაკ ედიგარიანი აგრეთვე თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მათი მამა, გეგამ ედიგარიანი იყო საბჭოთა ფეხბურთელი; მათი პაპა ფელიქს ვერანიანი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო. არტურის მეუღლის სახელია გაიანა. წყვილი ადრე კლასელები იყვნენ. მათ ჰყავთ ქალიშვილი.
ჯილდოები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაპიუნიკი
რედაქტირებაკლუბ პიუნიკში ედიგარიანს მოგებული აქვს: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2006, 2007, 2008, 2009), სომხეთის თასი (2009, 20013) და სომხეთის სუპერთასი (2007, 2008).
კაირატი
რედაქტირებაკლუბ კაირატში მოგებული აქვს 2014 წლის ყაზახეთის თასი.
ალაშკერტი
რედაქტირებაკლუბ ალაშკერტში მოგებული აქვს: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2015-16, 2016-17, 2017-18) და სომხეთის თასი (2019).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Profile at Football Federation of Armenia
- არტურ ედიგარიანი — National-Football-Teams.com
- არტურ ედიგარიანი — FootballDatabase.eu
- არტურ ედიგარიანი — Soccerway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Artur Yedigaryan at National-Football-Teams.com
- ↑ Артур Едигарян: уверен, лучшие игры у меня еще впереди დაარქივებული 2019-12-10 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 24 March 2013.