არტისტული გადატრიალება
არტისტული გადატრიალება — ოთარ ჩხეიძის რომანი. გამოიცა 1994 წელს.
„არტისტული გადატრიალება“ | |
---|---|
წიგნის გარეკანი | |
ავტორი | ოთარ ჩხეიძე |
გარეკანის მხატვარი | ჯ.ზენაიშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამომცემელი | ლომისი, ჩვენი მწერლობა |
გამოცემის თარიღი | 1994 |
რომანის შესახებ
რედაქტირებაამბავი 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ფონზე მიმდინარეობს.ნაწარმოები - დრამატულია, მოვლენები - ტრაგიკული. ოღონდ აღსანიშნავია: ავტორის სტილი უფრო ირონიულ-სატირულია, ვიდრე დრამატული, ანთუ ტრაგიკული. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქ, ამ რომანში, ადამიანებს არ გაეგებათ ან უჭირთ გაიგონ, თუ რასა სჩადიან, რა სურთ და რა შედეგი მოჰყვება მათს მოქმედებას. საყოველთაო დაბნეულობაში იკარგება საერთო მიზანი და თვითონაც ინთქმებიან მოვლენათა ქაოსში.რომანის გმირთა უმრავლესობა რეალური პირია (პრეზიდენტი გამსახურდია, კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა...). ნაწარმოებში ქალაქი ზუგდიდის სახელი ოდნავ შეცვლილი ფორმით არის მოცემული – გდიდი.
პერსონაჟები
რედაქტირებარომანში ძირითადად რეალური ისტორიული პირები იყრიან თავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოთარ ჩხეიძე, არტისტული გადატრიალება, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არტისტული გადატრიალება საიტზე Goodreads