არსენ ჯულფალაკიანი

არსენ ჯულფალკიანი (სომხ. Արսեն Ջուլֆալակյան; დ. 8 მაისი, 1987, ლენინაკანი) — სომეხი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.

არსენ ჯულფალკიანი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება სომეხი
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1987
დაბ. ადგილი გიუმრი
სიმაღლე 170 სმ
წონა 74 კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
ჯილდოები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი და მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ლონდონი 2012 -74 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი მოსკოვი 2010 -74 კგ.
ბრინჯაო სტამბოლი 2011 -74 კგ.
ბრინჯაო ბუდაპეშტი 2013 -74 კგ.
ოქრო ტაშკენტი 2014 -75 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ვილნიუსი 2009 -74 კგ.
ბრინჯაო ბელგრადი 2012 -74 კგ.
ვერცხლი ვანტაა 2014 -75 კგ.
ბრინჯაო ბუქარესტი 2019 -77 კგ.

დაიბადა სომხეთის სსრ-ის ქალაქ ლენინაკანში (ამჟამად გიუმრი). მისი მამა ლევონ ჯულფალკიანი ასევე განთქმული მოჭიდავე იყო, რომელსაც 1980-იან წლებში მოგებული აქვს ოლიმპიადა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მამის გავლენით არსენმა ჭიდაობა 11 წლის ასაკში დაიწყო. დამთავრებული აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო პეკინის ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა მეორე წრეში დამარცხდა. 2009 წელს პირველ დიდ წარმატებას მიაღწია, — ვილნიუსში გახდა ევროპის ჩემპიონი. 2012 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი გამოსვლა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2014 წელს ტაშკენტში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება