არსენ შველაშვილი
ქართველი ქიმიკოსი
არსენ ერისტოს ძე შველაშვილი (დ. 30 მარტი, 1935, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1999) — ქართველი ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
არსენ შველაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1935 |
დაბ. ადგილი | ზემო ალვანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1999 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ქიმიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია |
1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი.