კონსტანტინე არსენიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან არსენიშვილი, კონსტანტინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.

კონსტანტინე იერონიმეს ძე არსენიშვილი (დ. 17 სექტემბერი [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], 1907, ქუთაისი — გ. 17 ივლისი, 1968, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ჰოდროტექნიკოსი. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. კოთხულობდა ლექციებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

არსენიშვილის კვლევის შედეგები განზოგადოებულია წიგნში „ტალღური დინებები ღია დიდქანობიან არხებში“ (თბილისი, 1970, რუსულად გამოიცა 1961, ინგლისურად — 1965). არსენიშვილის მიერ დამუშავებული უტალღო ჰიდროტექნიკური არხების აგების მეთოდების საფუძველზე აშენდა ტყიბულის ჰესის სწრაფდენი, იგოეთისა და აზერბაიჯანის საირიგაციო სისტემები. არსენიშვილის მიერ დამუშავებული არხების პროფილები და სხვა რეკომენდაციები შეტანილია აშშ-ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების სტანდარტებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 586.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 60, თბ., 1994