არსენა ოძელაშვილის ქუჩა
არსენა ოძელაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩიდან რიწის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 30-იან წლებში იყო ლაბორატორიის ქუჩის (ახლანდელი პავლე ინგოროყვას ქუჩა) ნაწილი. 1900 წელს დაერქვა სამიჯნო, მიჯნის ქუჩა („მეჟევაია“). 1923 წელს — არსენას, 1958 წელს კი არსენა ოძელაშვილის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.
არსენა ოძელაშვილი ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | მთაწმინდა |
წინა სახელები | მიჯნის ქუჩა, არსენას ქუჩა. |
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 138, ISBN 978-99928-20-35-3.