არჟანტიერი
არჟანტიერი (ფრანგ. Glacier d'Argentière) — ხეობის ტიპის მყინვარი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონბლანის მასივზე. მოქცეულია ზემო სავოიის დეპარტამენტში. სიგრძე დაახლოებით 10 კმ. ფართობი 19 კმ². 1870-1967 წლებში მყინვარმა უკან დაიხია 100 მეტრით. სიახლოვეს მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელი.
არჟანტიერი
| |
---|---|
ფრანგ. Glacier d'Argentière | |
არჟანტიერი | |
კოორდინატები: 45°57′37″ ჩ. გ. 06°58′46″ ა. გ. / 45.96028° ჩ. გ. 6.97944° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ფართობი | 19 კმ² |
სიგრძე | 10 კმ |