არნოლდ ვალფიში, არნოლდ ზელმანის ძე ვალფიში (პოლ. Arnold Walfisz; დ. 2 ივლისი, 1892, ვარშავა, — გ. 29 მაისი, 1962, თბილისი) — ებრაული წარმოშობის პოლონელი მათემატიკოსი.

არნოლდ ვალფიში
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1892(1892-07-02)[1]
დაბ. ადგილი ვარშავა, პოლონეთის სამეფო
გარდ. თარიღი 29 მაისი, 1962(1962-05-29)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ[1]
მოქალაქეობა პოლონეთი
ეროვნება ებრაელები[1]
საქმიანობა მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] და ვარშავის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[1]
განთქმული მოსწავლეები Rom Rubenovich Varshamov[2]

სწავლობდა მიუნხენის, ბერლინის, ჰაიდელბერგის, გეტინგენის უნივერსიტეტებში. 1927–1936 წლებში მუშაობდა ვარშავაში სადაზღვევო საზოგადოების მათემატიკოსად, ხოლო 1930 წლიდან შეთავსებით — დოცენტის თანამდებობაზე ვარშავის უნივერსიტეტში. 1936 წელს მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა. იყო თეორიული მათემატიკის განყოფილების გამგე (1940–1943), ალგებრისა და გეომეტრიის განყოფილების გამგე (1948–1962). კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1948 წლიდან იყო პროფესორი.

ვალფიშის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში რიცხვთა თეორიის დარგში მეცნიერული კვლევის მიღწევები. მისი შრომები ეძღვნება მრავალგანზომილებიან ელიფსოიდებში მთელ წერტილთა რაოდენობის განსაზღვრას, მარტივ რიცხვთა ადიტიურ თეორიას, დიოფანტურ მიახლოებებს, კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენას და სხვ. 1963 წელს ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა ვალფიშის მონოგრაფია „ვაილის მაჩვენებლიანი ჯამები თანამედროვე რიცხვთა თეორიაში”, რომელშიც გადმოცემულია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე, მ. შ. თვით ავტორის, გამოკვლევები გამყოფთა პრობლემის, ეილერისა და მებიუსის ფუნქციების, რიმანის ძეტა-ფუნქციისა და მარტივ რიცხვთა განრიგების შესახებ. ვალფიში იყო საერთაშორისო მათემატიკური ჟურნალის „Acta Arithmetica" ერთ-ერთი დამაარსებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • რიცხვთა თეორიის კურსი, თბ., 1947.
  • Целые точки в многомерных шарах, Тб., 1960.
  • Weylsche Exponentialsummen in der neueren Zahlentheorie, VEB Deutscher Verlag der Wissenschaften, Berlin, 1963.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. Mathematics Genealogy Project — 1997.