არნოლდ ეშერი
არნოლდ ეშერი (Arnold Escher von der Linth; დ. 8 ივნისი, 1807, ციურიხი — გ. 12 ივლისი, 1872, ციურიხი) — შვეიცარიელი გეოლოგი. ჰანს კონრად ეშერ ფონ დერ ლინთის (1767-1823) შვილი.
არნოლდ ეშერი | |
---|---|
გერმ. Arnold Escher von der Linth | |
დაბ. თარიღი | 8 ივნისი, 1807[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ციურიხი[1] |
გარდ. თარიღი | 12 ივლისი, 1872[1] [2] [3] [4] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[1] |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | გეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ციურიხის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა |
მამა | Hans Conrad Escher von der Linth |
დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ციურიხში. 1825-1827 წლებში სწავლობდა ჟენევის, ხოლო 1827-1828 წლებში ციურიხის უნივერსიტეტებში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1856-1872 წლებში იყო ციურიხის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი. ალპების გეოლოგიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. არნოლდ ეშერმა შექმნა შვეიცარიის ალპების გეოლოგიური რუკა. პირველმა აღწერა ალბის მთები, რომელსაც უწოდა კონგლომერატი. კოლეგასთან ერთად 1855-1870 წლებში მოგზაურობდა ალპებში. პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა ეშერი დაკავებული იყო მთამსვლელობით.
1842 წლის 8 აგვისტოს დაიპყრო მწვერვალი ლაუტერაარჰორნი (4042 მ). მისი მოწაფე იყო ალპების გეოლოგიის ცნობილი მკვლევარი ალბერტ ჰაიმი (1849-1937). ეშერის სახელობისაა მწვერვალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11656928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 GeneaStar