ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არმენ შაღელდიანი (სომხ. Արմեն Անդրանիկի Շահգելդյան; დ. 28 აგვისტო, 1973, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარდი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მისი უკანასკნელი საფეხბურთო კლუბი იყო მიკა. შაღელდიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1992 წელს, სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვეპის შემდეგ პირველ საერთაშორისო მატჩში. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ეროვნული ნაკრების წევრი; გუნდშ მან 53 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 6 გოლი.[1] შაღელიანი სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ: 1993 და 2006 წლებში დასახელდა.[1] 2010 და 2011 წლების სომხეთს საფეხბურთო პრემიერლიგის სეზონებში იგი მიკა ერევანის მთავარი მწვრთნელი იყო.

არმენ შაღელდიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არმენ შაღელდიანი
დაბადების
თარიღი
28 აგვისტო, 1973 (1973-08-28) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ფორვარდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990 - 1996 არარატი ერევანი 100 (50)
1996 - 1997 პიუნიკი 19 (12)
1997 ჩერნომორეცი ოდესა 2 (0)
1997 - 1998 ჰაპოელი 5 (0)
1998 ერევანი 6 (1)
1998 - 2000 ლოზანა 28 (6)
2000 - 2001 დინამო მოსკოვი 4 (0)
2001 - 2002 მიკა 16 (4)
2002 - 2003 ნეა სალამისი ფამაგუსტა 6 (0)
2003 - 2007 მიკა 62+ (38)
ეროვნული ნაკრები
1992 - 2007 სომხეთი 53 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

16 წლის ასაკში, არმენ შაღელიანი არარატი ერევანში ირიცხებოდა - კლუბში, რომელშიც მან შემდეგი 6 წელი გაატარა. კლუბთან ერთად მან მოიგო სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა ორჯერ (1993, 1995) და სომხეთის თასი სამჯერ (1993, 1994, 1995). 1993 წელს იგი დასახელდა სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

1996 წელს იგი შეუერთდა პიუნიკ ერევანს. ამ კლუბში მან ერთი სეზონი გაატარა და ამავე სეზონში გახდა 1996-1997 წლების სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ჩემპიონი, 1996-1997 წლების სომხეთის თასის მფლობელი და 1997 წლის სომხეთის სუპერთასის ფინალისტი.

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

არმენ შაღელიანის დებიუტი სომხეთის ეროვნული საფეხბურთი ნაკრების პირველ გუნდში 1992 წელს შედგა. ეს იყო სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნაკრების პირველი საერთაშორისო მატჩი. აღნიშნულ მეგობრულ შეხვედრაში სომხეთის ნაკრები მოლდოვას ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში ნოლოვან ფრედ დასრულა. ამ თამაშიდან მის კარიერის დასრულებამდე (2007 წლამდე) მას ნაკრებში მუდმივად იძახებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, მან მონაწილეობა მიიღო 53 თამაშში (სომხეთის ყველა დროის მე-8 ადგილი) და გაიტანა 6 გოლი (სომხეთის ყველა დროს მე-7 ადგილი).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

არმენ შაღელიანს ჰყავს ვაჟი, ანდრანიკი, რომელიც მამის მსგავსად ფეხბურთელია.[2] კლუბ მიკაში არმენის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ანდრანიკი გუნდის ძირითად ფორვარდად თამაშობდა. მამის მთავარ მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სეზონის ბოლოს იგი წავიდა კლუბ ულისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Armen Shahgeldyan is the best დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. , from A1PLUS, retrieved 4 December 2006
  2. Сын Шахгельдяна прошел просмотр в "Црвене Звезде" hy. ArmFootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 16 March 2013.