ულისი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი ულისი (სომხ. Ուլիս Ֆուտբոլային Ակումբ) — სომხური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ერევნიდან, რომელიც თამაშობს სომხეთის პრემიერლიგაში. დღესდღეობით, ერევნული კლუბის საშინაო მოედნად ერევანში მდებარე რესპუბლიკური სტადიონი ითვლება, რომელიც 14 403 გულშემატკივარს იტევს.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ულისი ერევანი | |||
---|---|---|---|---|
მოკლე სახელი | ულისი | |||
დაარსდა | 2000 | |||
სტადიონი |
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი ერევანი, სომხეთი (ტევადობა: 14 403) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი | არმენ ტიგრანიანი | |||
ლიგა | პრემიერ-ლიგა | |||
2014-15 | მე-2 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„ულისი“ დაარსებულია 2000 წელს. როგორც სხვა კლუბებს, მასაც ჰყავს მე-2 გუნდი, რომელიც სომხეთის პირველ ლიგაში თამაშობს. 2014-2015 წლების სეზონი „ულისმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა.
საფეხბურთო კლუბი ეკუთვნის სომეხ ბიზნესმენს, ჰენრიხ კაზანჯიანს, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი გაგიკ სიმონიანია. „ულისის“ კაპიტანი არის არმენ ტიგრანიანი.
ერევნულმა საფეხბურთო კლუბმა დღემდე სახელი ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, იგი დინამო-2000-ის სახელით დაარსდა. 2004 წელს ს. კ. დინამო-ზენიტი გახდა, ხოლო 2006 წლიდან დღევანდელ სახელს ატარებს.
ამჟამად, ერევნის „ულისის“ შემადგენლობაში 12 ლეგიონერია. აქედან 6 რუსია. კლუბში აგრეთვე თამაშობს სამი ქართველი ფეხბურთელი: დავით ლომაია, ბესიკ ჩიმაკაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი.
ტიტულები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ulisses FC Official Website დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Ulisses FC at FFA.AM
- Ulisses FC at UEFA.COM დაარქივებული 2010-01-04 საიტზე Wayback Machine.
- Ulisses FC at EUFO.DE დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine.
- Ulisses FC at Weltfussball.de დაარქივებული 2012-10-06 საიტზე Wayback Machine.
- European Football Club Ranking დაარქივებული 2010-09-23 საიტზე Wayback Machine.