არიფ მირ ჯალალ ოღლუ ფაშაევი (აზერ. Arif Mir Cəlal oglu Paşayev; დ. 15 თებერვალი 1934, ბაქო) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, აკადემიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1991).

არიფ ფაშაევი
აზერ. Arif Mir Cəlal oglu Paşayev
დაბ. თარიღი 15 თებერვალი, 1934(1934-02-15) (90 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის ავიაციის ეროვნული აკადემია
ალმა-მატერი ოდესის ტელეკომუნიკაციების ეროვნული აკადემია
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე აიდა იმანგულიევა
მამა მირ ჯალალი
შვილ(ებ)ი მეჰრიბან ალიევა და ნარგიზ ფაშაევა
ჯილდოები დამოუკიდებლობის ორდენი, ღირსების ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და Honored Scientist of Azerbaijan

ბიოგრაფია

რედაქტირება

არიფ ფაშაევი დაიბადა 1934 წლის 15 თებერვალს ბაქოში. დაამთავრა ოდესის ელექტროტექნიკისა და კავშირების ინსტიტუტის რადიოფიზიკის ფაკულტეტი. 1959 წლიდან დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1960–1964 წლებში იყო მოსკოვის „გირედმეტ“-ის ინსტიტუტის ასპირანტი. 1971 წლიდან 1996 წლამდე არიფ ფაშაევი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის „ცდომილებების გარეშე ფიზიკური კონტროლის“ ლაბორატორიას. 1989 წელს არჩეულ იქნა წევრ-კორესონდენტად, ხოლო 2001 წელს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედ წევრად.

არიფ მირ ჯალალ ოღლუ ფაშაევი — აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკია. 1996 წლიდან დღემდე არის ავიაციის ეროვნული ინსტიტუტის რექტორი. აზერბაიჯანის დამსახურებული მეცნიერმუსაკი, აზერბაიჯანის საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ეკოენერგიის აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემია. აკადემიკოს იუსიფ მამედალიევის სახელობის პრემია. 2009 წელს დაჯილდოებულია „შიარაფის“ ორდენით აზერბაიჯანის მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისთვის.[1]

2014 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალური საიტის შეტყობინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააჯიკლდოვა არიფ ფაშაევი „ისტიგალის“ ორდენით. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ იგი დაჯილდოვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის.