არისტონიკე
არისტონიკე — პერგამონის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი, მეამბოხე, მონებისა და ღარიბების სოციალურ მოძრაობის ბელადი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო პერგამონის მეფე ევმენე II-ის ძე, შეძნილი მხევლისაგან. ძვ. წ. 133 წელს გარდაიცვალა მეფე ატალე III, არისტონიკეს ნახევარძმა. ატალე III-მ პერგამონის სამეფო უანდერძა რომის რესპუბლიკას. აისტონიკემ დაიწყო აჯანყება, რომელმაც გარდა ანტირომაულისა, შეიძინა სოციალური ხასიათიც.
არისტონიკეს აჯანყების მონაწილეები საკუთარ თავს ჰელიოპოლიტებს, ანუ მზის სახელმწიფოს მოქალაქეებს უწოდებდნენ, რადგან აჯანყების ხელმძღვანელთა შორის გავრცელებული იყო იამბულესა და ევჰემერეს ელინისტური უტოპიური მოძღვრება. ისინი მიზნად ისახავდნენ თავისუფალ და თანასწორ მოქალაქეთა სახელმწიფოს შექმნას. აჯანყებაში მონაწილეობდნენ მონებიც და ღარიბი თავისუფალი ადამიანებიც.
ძვ. წ. 131 წელს არისტონიკემ ლევკადასთან გაანადგურა რომაული ლეგონები, რომელთა სარდალი კონსული პ. ლიცინიუს კრასუსი მოკლეს ბრძოლაში. ძვ. წ. 130 წელს არისტონიკე დაამარცხა რომაელმა სარდალმა მარკუს პერპერნამ. ძვ. წ. 129 წელს არისტონიკე ტყვედ ჩავარდა, ის რომში გაგზავნეს და სიკვდილით დასაჯეს. მისი მომხრეები დიდხანს განაგრძობდნენ ბრძოლას რომის წინააღმდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 570.