არიონი[1] [ბერძ. Ἀρίων; დ. ძვ. წ. VII ს.-ის ბოლო, ლესბოსი – გ. ძვ. წ. VI ს.-ის დასაწყისი, კორინთი(?)] — ძველი ბერძენი პოეტი, საგუნდო ლირიკის წარმომადგენელი. მისი თხზულებები არ შემორჩენილა. ითვლება დითირამბის (მანამდე — ზეპირი სახალხო პოეზიის ერთ-ერთი ფორმა) ლიტერატურული ფორმის შემქმნელად, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ტრაგედიის ჟანრობრივ სტრუქტურას. არიონის ფიგურა ძლიერ გამითებულია; მასთან დაკავშირებული ლეგენდებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ჰეროდოტეს მიერ გადმოცემული, რომლის თანახმადაც არიონი ზღვაში მეკობრეებისგან დელფინმა იხსნა და იგი ხმელეთამდე მიიყვანა (სიუჟეტი შემდგომში ალექსანდრე პუშკინმა გამოიყენა თავის ლექსში „არიონი“).[2]

არიონი
ბერძ. Ἀρίων
დაბადების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
დაბადების ადგილი მითიმნა
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. VI საუკუნე
გარდაცვალების ადგილი სავარ. ძველი კორინთი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დითირამბების ავტორი და მეკითარე
ენა ძველი ბერძნული ენა
  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 34.
  2. Ярхо В. Н. Арион // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 211.