არივარა ნარიჰირა
არივარა ნარიჰირა (იაპონ. 在原業平; დ. 825 ― გ. 880) — იაპონელი პოეტი, უფლისწული. თქმულებებად ქცეული მისი ფათერაკიანი ცხოვრება IX საუკუნის და მომდევნო პერიოდების ბევრ ლიტერატურულ ძეგლს დაედო საფუძვლად.
არივარა ნარიჰირა | |
在原業平 | |
არივარა ნარიჰირა | |
მოღვაწეობა |
პოეტი, უფლისწული |
---|---|
დაბადების თარიღი | |
გარდაცვალების თარიღი | |
იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები |
ვარაუდობენ, რომ თვითონაა ავტორი ცნობილი იაპონური მოთხრობისა „ისე-მონოგატარი“, რომელიც არივარას თავგადასავალს მოგვითხრობს და მისსავე ლექსებს შეიცავს. არივარას ეს და სხვა ლექსების ტანკის ჟანრს განეკუთვნება. დიდად პოპულარული იყო მისი ნატიფი სატრფიალო და პეიზაჟური ლირიკა, რომლის ნიმუშები X საუკუნიდან მოყოლებული, არაერთ ანთოლოგიაში შევიდა. შემონახულია არივარას პირადი კრებული „არივარა-ასონსიუ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 566.