ართურ ჯონსონი (მწვრთნელი)
არტურ ჯონსონი (ინგლ. Arthur Vere Scott Johnson; დ. 12 აპრილი, 1879 — გ. 23 მაისი, 1929) — ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც მადრიდის „რეალის“ პირველი თავკაცი იყო. ჯონსონის სახელი სამეფო კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული რეალის ისტორიაში პირველი გოლი. ეს 1902 წლის 13 მაისით თარიღდება, როდესაც „რეალმა“ მის მოწინააღმდეგე „ბარსელონასთან“ 3–1 წააგო. მადრიდელთაგან ერთადერთი გოლი ჯონსონს ეკუთვნოდა. წლების შემდეგ მან კლუბის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა. ის „ბლანკოსს“ 10 წლის მანძილზე წვრთნიდა და ამ შედეგით მხოლოდ მიგელ მუნიოსს ჩამორჩება, რომელიც სამეფო კლუბს 14 სეზონის განმავლობაში თავკაცობდა.[1]
10-წლიანი მოღვაწეობის დროს ჯონსონმა მადრიდის „რეალს“ 4 რეგიონული ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოაგებინა, დაამარცხა რა ფინალში ბილბაოს „ატლეტიკი“.