ართვინის ქუჩა
ართვინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); რკინიგზიდან ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 1922 წლამდე ანტონის ქუჩა ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), შემდეგ — არაქელასი. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 50-იან წლებში ართვინის ქუჩა ეწოდა, აქვს 2 ჩიხი.
ართვინის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
წინა სახელები | ანტონის ქუჩა, არაქელასის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 21, ISBN 978-99928-20-35-3.