ართანის წმინდა ნინოს ეკლესია

ართანის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ართანის ჩრდილო-დასავლეთით, 0,7 კილ

ართანის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ართანის ჩრდილო-დასავლეთით, 0,7 კილომეტრზე, ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით, ორასიოდე მეტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (5,4 x 4 მეტრი). ნაგებია რიყის ქვისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აქა-იქ, უმთავრესად, გარე კუთხეების ქვედა ნახევრის წყობაში, გამოყენებულია კვადრატული აგური. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. მიუხედავად ამისა, იგი ტლანქია და უსწორმასწორო. ერთადერთი შესსასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შედარებით ვიწროა. იგი აგურითაა გამოყვანილი და დასრულებულია შეისრული თაღით. რომლიც მცირედ შეღრმავებულ, ხერხულა ფრიზით დაგვირგვინებულ, სწორკუთხა არეშია მოქცეული. შესასვლელი შიგნიდან სწორკუთხაა, გადახურულია ხის ძელებით. ეკლესიის დარბაზი გეგმით თითქმის კვადრატულია, აღმოსავლეთიდან ერთვის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ქვედა ნაწილი დრბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებიდან ერთსაფეხურიანი პილასტრებითაა გამოყოფილი. პილასტრები იატაკიდან 1,3 მეტრის სიმაღლეზე წყდება. მათ ზემოთ აფსიდი ნალისებრ მოხაზულობას იძენს და დარბაზის შესაბამის კედლებს უშუალოდ შეერთვის. აფსიდის ღერძზე აგურით ნაწყობი ვიწრო, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო, მცირე ნიშაა. სამხრეთ ნიშა სწორკუთხაა, გადახურულია აგურით. ჩრდილოეთ ნიშის გადახურვა კი, ერთმანეთზე სწორი კუთხით მიყრდნობილი, ორი აგურისგან შედგება. აფსიდი დასრულებულია უსწორმასწორო კონქით უსწორმასწოროა დარბაზის კამარაც. საკურთხევლის წინ შემორჩენილია აგურით ნაშენი კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიის შიდა სივრცის გამანათებლად, აფსიდის გარდა, თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. ორივე სარკმელი, ქვის თხელი ფილებით. თარაზულადაა გადახურული. ფასადები შემოსილი მოზრდილი, არაწესიერი ფორმის, ნატეხი ქვისა და ტიყის ქვების შერეული წყობით. შესასვლელის ზემოთ, კედლის წყობაში ჩასმულ, მცირე ზომის, თიხის ფილაზე, გამოსახულია მარტივი ფორმის ტოლმკლავა ჯვარი.

2008 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესიის კედლების ზედა ნაწილი აღადგინეს. მოაწყვეს აგურის ლავგარდანი და ეკლესია ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა რედაქტირება