არზნეს ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არზნეში.

არზნეს ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არზნეში. შიდა ნაწილში დაცულია რამდენიმე ორნამენტირებული ქვა და თაღის ნაწილი. შემორჩენილია საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელი, ასევე ჩრდილოეთ კედლის ნაწილი. დანარჩენი მხოლოდ დუღაბია, რომელსაც ინტერიერში ალაგ-ალაგ შერჩენილი აქვს პერანგის ქვები. შემოღობილი ნაწილის გარეთ გზის პირას დევს რამდენიმე ქვა, რომელთაც კუთხეები აქვთ ამოღარული. აქვე არის ბრტყელი ქვა, რომლის ვიწრო ნაწილიც ორნამენტირებულია. ნაეკლესიარის გარშემო იკითხება ნასახლარის ნაშთები. ეკლესიის ჩრდილოეთით, გზის ჭრილში ჩანს კრამიტის ფრაგმენტები. ხოლო დასავლეთით სხვადასახვა ადგილას მძლავრი კედლების ნაშთები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39306