არზამასი (ლიტერატურული წრე)

ეს სტატია ლიტერატურულ წრეს ეხება. ქალაქის შესახებ იხილეთ არზამასი.

არზამასი — ლიტერატურული წრე რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში 1815-1818 წლებში. წრის დასახლებეა გაჩნდა დ. ბლუდოვის სატირის „მოჩვენება არზამასის სამიკიტნოში“ გამო. „არზამასის“ წევრები იყვნენ ვ. ჟუკოვსკი, კ. ბატიუშკოვი, პ. ვიაზემსკი, ა. პუშკინი. „არზამასი“ იყო ნ. კარამზინის რეფორმის მომხრე, ებრძოდა კონსერვატიულ ლიტერატურულ საზოგადოებას „რუსული სიტყვის მოყვარულთა საუბარს“, „არზამასი“ მოითხოვდა ლიტერატურული ენის ცოცხალ მეტყველებასთან დაახლოებას, პოეზიაში ახალი ჟანრების შემოტანას.

ლიტერატურა

რედაქტირება