არზამასის ფერწერის სკოლა

არზამასის ფერწერის სკოლა — პირველი პროვინციული კერძო სამხატვრო სკოლა რუსეთის იმპერიაში. მოქმედებდა 1802-1862 წლებში. დააარსა ა. სტუპინმა ქალაქ არზამასში და 1861 წლამდე ხელმძღვანელობდა მას. სკოლას მფარველობდა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია, რომელიც საუკეთესო მოსწავლეებს ყმების გამოკლებით აჯილდოებდა აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლებით. სკოლის საუკეთესო წლები იყო 1830-იანი წლები. ის ხელს უწყობდა ჟანრული ფერწერის განვითარებას და ახლოს იდგა ვენეციანოვის სკოლასთან. არზამასის სკოლაში სწავლობდნენ ნ. ალექსეევი, ნ. რაჩკოვი, კ. მაკაროვი. რ. სტუპინი.

ლიტერატურა

რედაქტირება