არვიდაკანადის ქალაქ საგენეის უბანი. მდებარეობს მდინარე საგენეის ნაპირზე. დაარსდა 1927 წელს ალუმინის საწარმოს ბაზაზე, როგორც კომპანიის ქალაქი. მისი სახელი მომდინარეობს ალუმინის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის, არტურ ვინინგ დეივისის სახელიდან. ალუმინის წარმოება მოქმედებდა მდინარე საგენეიზე მდებარე შიფშოს მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის ბაზაზე. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დროს არვიდა იყო დასავლურ სამყაროში ალუმინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ასაქმებდა 7500-მდე ადამიანს[1] 1975 წელს არვიდა შეუერთდა ქალაქ ჟონკერს, ხოლო 2002 წელს ჟონკერი გახდა ქალაქ საგენეის ნაწილი. 2005 წლიდან დაიწყო ალუმინის ქარხნის დახურვის პროცესი.

დასახლებული პუნქტი
არვიდა
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
კოორდინატები 48°26′00″ ჩ. გ. 71°11′00″ დ. გ. / 48.43333° ჩ. გ. 71.18333° დ. გ. / 48.43333; -71.18333
არვიდა — კანადა
არვიდა
  1. Peritz, Ingrid, "Saguenay 'utopia' dreaming big again", The Globe and Mail, 13 November 2010, p. A31