არენა არლშინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1888 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ზეთის საღებავებით ტილოზე, იმ პერიოდში, როდესაც პოლ გოგენი მასთან ერთად ყვითელ სახლში ცხოვრობდა. იმ წელს კორიდის სეზონი არლეში დაიწყო 1 აპრილს და დამთავრდა 21 ოქტომბერს.[1] ნახატი არ არის შესრულებული ნატურიდან, ის შესრულებულია მისი მოგონებიდან. გოგენმა ვან გოგს მოუწოდა რომ ამ სტილში ემუშავა. ნახატი არ არის დასრულებული, რადგანაც საღებავი მცირე რაოდენობითაა დატანილი.[2]

Arena at Arles / Spectators in the Arena at Arles
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F548 და JH1653
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 73.5
სიგანე 91.5
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მუზეუმი ერმიტაჟის მუზეუმი

სავარაუდოდ, სურათზე ასახულია როულინების ოჯახი,[3].

ნახატის შესრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ვან გოგმა მოიჭრა ყური. ერთ-ერთი მრავალი თეორიიდან არის ის, რომ კორიდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გოგზე, მისი მოჭრილი ყური ასოცირდება დამარცხებულ ხართან. გამარჯვებული მატადორი მიღებული პრიზით წრიულად მოძრაობს არენაზე, იქამდე სანამ თავის პრიზს აჩუქებს თავის რჩეულ ქალს.[4]

  1. L'Homme de Bronze, March 18, 1888, and October 21, 1888; see Roland Dorn 1990, p. 433. - L'Homme de Bronze and Le Forum Républicain were the two newspapers, edited in Arles in these years.
  2. Gayford, Martin. The Yellow House: Van Gogh, Gauguin, and Nine Turbulent Weeks in Arles, Fig Tree, Penguin, 2006, ISBN 0-670-91497-5. page 152
  3. for example, Arnold, Wilfred N. Vincent van Gogh: Chemicals, Crises, and Creativity, Birkhãuser, Boston, 1992. ISBN 0-8176-3616-1. page 253
  4. The theory is attributed to J. Olivier of Saint Rémy de Provence, see for example, Lubin, Albert J. (1961). 'Vincent Van Gogh's Ear' in the Psychoanalytic Quarterly, 30:351-384, and by the same author Stranger on the earth: A psychological biography of Vincent van Gogh, Holt, Rinehart, and Winston, 1972. ISBN 0-03-091352-7, page 158. The substance of the theory is described in a 1951 letter to V. W. van Gogh (the artist's nephew) ... letter A13