არევ პეტროსიანი (სომხ. Արև Պետրոսյան; დ. 6 მაისი, 1972) — სომეხი მხატვარი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (2015)[1][2][3].

არევ პეტროსიანი
Արև Պետրոսյան
სრული სახელი არევიკ პეტროსიანი
დაიბადა 6 მაისი, 1972 (1972-05-06) (51 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი, სომხეთი
ეროვნება სომეხი
სფერო მხატვარი, პროფესორი
საიტი https://arev-art.com

ბიოგრაფია რედაქტირება

 

არევ (არევიკ) პეტროსიანი დაიბადა 1972 წლის 6 მაისს, მოქანდაკე ბენიკ პეტროსიანის და მევიოლინის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის — ელის ადამიანის ოჯახში, ერევანში, სომხეთი.

1987-1991 წლებში, პეტროსიანი პანოს ტელემეზიანის სახვითი ხელოვნების კოლეჯში, დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1991-1995 წლებში — კომპიუტერულ გრაფიკას და „მართვას და ადმინისტრირებას“, ხოლო 1991-1998 წლებში — ერევნის სახვითი ხელვნების სახელმწიფო აკადემიაში, კერამიკისა და ხელოვნების ფაკულკტეტზე ირიცხებოდა. 1991 წელს, არევ პეტროსიანი სომხეთის მხატვართა კავშირის წევრი გახდა.

2014 წელს, არევ პეტროსიანმა ერთ-ერთი საკუთარი ნამუშევარი ფრესნოს წმინდა სამების ეკლესიას შესწირა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პირველი სომხური ტაძრის 100 წლისთავისთვის. 2015 წელს, მან ერევნის ცენტრში „AREV ART GALLERY“ (არევის სამხატვრო გალერეა) გახსნა. 2015 წელს, პეტროსიანმა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ტიტული მოიპოვა[4][5][6].

1995-2007 წლებში, არევ პეტროსიანმა სომხეთის ეროვნული სატელევიზიო კომპანიის დაკვეთით რამდენიმე სატელევიზიო სტუდიის, სააგენტოების, სატელევიზიო კომპანიების („Kaym”, „Paradise”, „Yerkir Media“, „Sharm“, „Shant“, „Shoghakat“, „Internews“, „A1+“, „AR“) დიზაინი შექმნა. ამასთანავე, მან შექმნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო პავილიონების, იურისდიქციის სამინისტროს და რადიოსადგურ „City FM“-ის დიზაინი. პეტროსიანი მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა „iCon Communication“, „Schwarzkoph“ და „Coca-Cola“. ამავდოულად, იგი ფილმ „Path“-ის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. მან შექმნა სცენის დიზაინი კონცერტებისთვის და კოტეჯების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინები.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება