არგუსი (ფრინველი)
არგუსი — ქათმისნაირთა რიგის ორი გვარის საერთო სახელწოდება. ქოჩორა არგუსის (ლათ. Rheinartia) გვარში ერთი სახეობაა (ლათ. Rheinartia ocellata), გვხვდება ლაოსში, ვიეტნამსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. დიდი არგუსის (ლათ. Argusianus) გვარშიც ერთი სახეობაა (ლათ. Argusianus argus), გავრცელებულია მიანმარის სამხრეთ ნაწილში, მალაკის ნახევარკუნძულსა და სუმატრისა და კალიმანტანის კუნძულებზე. ცხოვრობს ურიან ტყეებში. აქვს 1,2 მ-ზე მეტი სიგრძის ბოლო და განიერი ფრთები. ლამაზი შეფერილობის ბუმბული მოხატულია მსხვილი კოპლებით. დებს 2 კვერცხს. ინკუბაცია 24-25 დღე გრძელდება.
არგუსი | |
---|---|
აღწერა | |
გვარების საერთო სახელი | |
გვარები | |
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 558.