არგოხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,6 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია - ტლანქი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ ნახევარი (სიმაღლე 2,8-3,2 მ) და დანარჩენი კედლების მცირე ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სარკმელია, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ წირთხლი და გარეთა გადახურვის ქვა შემორჩა. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურული ყოფილა სხმული კონქით (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება