არგონავტი
არგონავტი (Argonauta argo) — თავფეხიანების ერთ-ერთი სახეობა. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვაში. დედალი მამალზე ბევრად დიდია, აქვს ცრუ ნიჟარა, რომელიც მამალს არ გააჩნია. ნიჟარა წარმოიქმნება ლაპოტების მიერ გამოყოფილი განსაკუთრებული ნივთიერებისაგან. მასში არგონავტი ინახავს კვერცხებს ნაშიერების გამოჩეკამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 557.