არგენტინის ეროვნული კონგრესი
არგენტინის ეროვნული კონგრესი (ესპ. Congreso de la Nación Argentina) — არგენტინის საკანონმდებლო ორგანო. შედგება ორი პალატისგან: 72 ადგილიანი სენატისა და 257 ადგილიანი დეპუტატთა პალატისგან.
არგენტინის ეროვნული კონგრესი Congreso de la Nación | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ორპალატიანი |
პალატები |
სენატი დეპუტატთა პალატა |
ხელმძღვანელები | |
სენატის პრეზიდენტი |
ხულიო კობოსი, რადიკალური სამოქალაქო კავშირი. 2007-დან |
დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი |
ედუარდო ფელინერი, ხუსტისიალისტური პარტია. 2007-დან |
სტრუქტურა | |
წევრები |
72 სენატორი 257 დეპუტატი |
არჩევნები | |
სენატის ბოლო არჩევნები | 28 ივნისი, 2009 |
პალატის ბოლო არჩევნები | 28 ივნისი, 2009 |
სხდომების ადგილი | |
საიტი | |
www.congreso.gov.ar |
კონგრესის შენობა მდებარეობს ბუენოს-აირესში, დე-მაიოს გამზირის დასავლეთ ნაწილის ბოლოში.
ჩვეულებრივი სესიები გრძელდება 1 მარტიდან 30 ნოემბრამდე, მაგრამ შესვენების დროს, საჭიროების შემთხვევაში არგენტინის პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს საგანგებო სესია.[1] სათანადო მანდატის განმავლობაში, სენატორები და დეპუტატები სარგებლობენ საპარლამენტო იმუნიტეტით, რომელიც შესაძლებელია მოხსნილ იქნას თავიანთ კოლეგების მიერ, თუ ისინი წასწრებულ იქნებიან კრიმინალურ ფაქტზე.
კონგრესი უფლებამოსილია დაამტკიცოს ან უკუაგდოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც არგენტინა სხვა ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან აფორმებს. კონგრესის მოვალეობაში შედის ასევე გამოსცეს დეკლარაცია არგენტინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შესახებ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.[2]
კონგრესის შენობა 1898-1906 წლებში აშენდა, ესთეტიკური დეტალების დონეზე კი მხოლოდ 1946 წელს დასრულდა.