არბობი (კულტურის სასახლე)
კულტურის სასახლე არბობი[1] (ტაჯ. Қасри Арбоб[2]) — კულტურის სასახლე ქალაქ ხუჯანდში, ტაჯიკეთი.
აგებულია 1950-იან წლებში ბორცვზე, რომელსაც ეწოდება „არბობი“. საბჭოთა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო კოლექტიური მეურნეობის ადმინისტრაციული ცენტრი.
არბობის კულტურის სასახლე გამოსახულია 5 ნომინალიან ადგილობრივი ვალუტის სომონის ავერსზე[3].
მშენებლობა და მდებარეობა
რედაქტირებაკომპლექსის დაპროექტება და მშენებლობა დაიწყო 1946 წელს და გაგრძელდა 1957 წლამდე[4]. სხვა მონაცემებით მშენებლობა დასრულდა 1959 წელს[5].
სასახლე მდებარეობს გაფუროვის რაიონში, სოღდის ოლქი, ტაჯიკეთი. მთავარ შენობას სამი ფრთა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთში მდებარეობს თეატრი, რომლის დარბაზის ტევადობაა 800 კაცი. სამხრეთის ფრთაში ამჟამად მდებარეობს მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს არბობის და კოლექტივიზაციის ისტორიის შესახებ, რომელიც ტაჯიკეთში მიმდინარეობდა საბჭოთა პერიოდში.
ისტორია
რედაქტირებაკომპლექსი აგებულია არბობის ბორცვზე, საიდანაც სახელწოდება მიიღო სასახლემაც[6].
ცენტრალური ნაგებობა ააგეს 1950-იან წლებში შრომის ორგზის გმირის, კოლმეურნეობა „მოსკოვის“ თავჯდომარის საიდხოჯა ურუნხოჯაევის ხელმძღვანელობითა და ინიციატივით. იგი ტაჯიკეთში ასევე ცნობილია, როგორც საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი. მან ლენინგრადის პეტერგოფის სასახლეში ყოფნის შემდეგ მოიწვია იქაური არქიტექტორები და ააშენებინა სასახლის მინი კოპიო. სხვა წყაროების მიხედვით პროექტის ავტორია ხ. იულდაშევი, საბჭოთა არქიტექტორების კავშირის ტაჯიკეთის განყოფილების ხელმძღვანელი 1948-1959 წლებში[7][4].
სასახლის გახსნას ესწრებოდა გიორგი მალენკოვი, ხოლო მშენებლობის პერიოდში მას ესტუმრა იოსებ სტალინი[1].
შენობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როდესახ 1992 წელს მასში გამოაცხადა ტაჯიკეთმა სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა. ამავე შენობაში შეარჩიეს და დაამტკიცეს ტაჯიკეთის დროშა.
1990-იანი წლების ბოლოს არბობის კულტურის სახლის შენობაში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის შემდეგ.
2011 წლის 20 იანვრიდან სოღდის ოლქის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სასახლე იმყოფება სოღდის ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების ბალანსზე და ითვლება ტაჯიკეთის ისტორიული და კულტურული ღირებულების შენობად.
2012 წელს მოხდა სასახლის რეკონსტრუქცია და ექსპლუატაციაში გავაეცა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის 16 წლის იუბილისათვის. 2012 წლის 15 დეკემბრიდან სასახლეში იმართება ყოველკვირეული ექსკურსიები მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და მოქალაქეებისათვის. უცხოელი ტურისტებისათვის არბობის კულტურის სასახლე ერთ-ერთი ძირითადი დასათვალიერებელი ობიექტია[8].
2015 წლის მარტში კულტურის სასახლის ახლოს ქვეყნის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის მონაწილეობით გაიხსნა ამფითეატრის ახალი შენობა. მას აქვს ნახევარწრიული ფორმა და უჭირავს 3,5 ჰა. აქვს 7 000 მაყურებლის ადგილი. ამფითეატრს ასევე აქვს ტრიბუნები, რომელიც განკუთვნილია სტუმრებისთვის, ასევე აქვს ორი სააქტო დარბაზი და სხვა დანიშნულების სათავსოები[9].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- BBC დაარქივებული 2017-11-13 საიტზე Wayback Machine.
- Видео დაარქივებული 2017-06-08 საიტზე Wayback Machine. — Дворец «Арбоб»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Дворец культуры «Арбоб» переведен на баланс государства. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- ↑ Политика
- ↑ Сомони
- ↑ 4.0 4.1 М.Мирраҳим: Қасри Арбоб ва сарнавишти талхи меъмори он. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-20. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- ↑ Дворец «Арбоб». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- ↑ Дворец Арбоб. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- ↑ Душанбе: история в фотографиях — Душанбинские хрущёвки
- ↑ Дворец Арбоб будет открыт для всех желающих
- ↑ Открытие Амфитеатра комплекса Арбоб