არასოციალისტურ პარტიათა გამაერთიანებელი კონფერენცია

არასოციალისტურ პარტიათა გამაერთიანებელი კონფერენცია — კონფერენცია გაიმართა თბილისში 1921 წლის 23-27 იანვარს, დაესწრო 220 დელეგატი, მათგან 150 ეროვნულ-დემოკრატი იყო, 50 ეროვნულ პარტიას წარმოადგენდა, 15 რადიკალ-დემოკრატიულს, ხოლო 5 უპარტიოთა კავშირს. კონფერენცია პარტიის უხუცეს წევრმა ვასილ წერეთელმა გახსნა. პრეზიდიუმში აირჩიეს: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და სანდრო შანშიაშვილი, რომელიც მორიგეობით თავჯდომარობდნენ სხდომებს. კონფერენციამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია. რომელთაც დადასტურა არასოციალისტურ პარტიათა პაქტი. ახლად გაერთიანებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ეწოდა „საქართველოს დემოკრატიული პარტია“. კონფერეციამ აირჩია დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი 36 წევრის შემადგენლობით.

კონფერენციამ მიიღო პარტიის ახალი პროგრამაც პროგრამა 6 მცირე განაყოფილებისაგან შედგება და შეიცავს 36 მუხლს. პროგრამის თანახმად, „საქართველო არის სუვერენულისახელმწიფო - დემოკრატიული რესპუბლიკა. უმაღლესი ძალაუფლება რესპუბლიკაში ეკუთვნის სრულიად საქქართველოს ხალხს“. პროგრამა მოითხოვდა სასამართლოს ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლობას, ყოველგვარი უფლებრივიდავის დავის სასამარეთლო წესით გადაწყვეტას და მოხელეების და თვით მთავრობის უკანონო მოქმედებათა გასაჩივრების შესაძლებლობას. რესპუბლიკას უმამულო და მცირემამულიანი მოქალაქენი სახაზინო მიწის ფონდიდან უნდა დაეკმაყოფილებინა. მიწის ნაკვეთები გლეხობას შეღავათიანი ფასით სრულ საკუთრებაში უნდა გდასცემოდათ. ვაჭრობისა და მრეწველობის განვითრებაში უპირატესობა თავისუფალი პიროვნების კერძო ინიციატივას ენიჭებოდა, სახელმწიფოს კი თავისი ქვეყნოს აღებმიცემობა და მეწარმეობა უცხო კონკურენციისაგან უნდა დაეცვა და სხვ.

მემარჯვენე ძალათა კონსოლიდაცია სოციალისტურმა პარტიებმა კრიტიკულად აღიქვეს. მათი გამაერთიანებელი კონფერენცია მმართველი უმრავლესობის ოფიციოზმა, გაზეთმა „ერთობამ“ რეაქციულ ძალთა თავმოყრად შაფასა. ასეთივე იყო ქართველ სოციალისტურ-რევულუციონერთა დამოკიდებულებაც, რომლებმაც მომხდარ ფაქტს „ბურჟუზიულ-რეაქციონურიელემენტების ძალის მოკრება“. „ფეოდალური კონტრრევოლუციისრაზმების გაერთიანება“ უწოდეს. მემარჯვენე ძალების კონსოლიდაციას მოწონებით არც ფედერალისტები შეხვედრიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სამსონ ფირცხალავა მიიჩნევდა,რომ ბურჟუაზიული პარტიების არსებობამ დრო მოჭამდა და მათი მოღვაწეობა დღევანდელ სინამდვილეს აღარ შესაბამება. მისი სიტყვით, ქართული ბურჟუაზიული პარტიების „შეიარღებამ და ფაცი-ფუცმა ქართველი ხალხის საჭის ხელში ასაღებად“ მეტად დააგვიანა და იგი მხოლოდ „პათეტიკურ ახმაურებას“ წარმოადგენდა. თვით გაერთიანებული პარტიის მესვეურები მემარჯვენე სპექტრის შეკავშირებას ოპტიმისტურად უცქერდნენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედიც ჰქონდათ. არასოციალისტური პარტიების ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანება პროგრესული მოვლენა იყო. ამით საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემის დახვეწისა და სრულყოფის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პირობებში დაწყებულ პროცესს შეიძლებოდა ხელი შეეწყო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 32-33.