არარის ბრძოლა
არარის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
გალური ომების ნაწილი | |||
კეისრის კამპანია ჰელვეტების წინააღმდეგ | |||
თარიღი | ძვ.წ. 58 | ||
მდებარეობა | გალია (საფრანგეთი) | ||
შედეგი | რომაელების გამარჯვება | ||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
არარის ბრძოლა (ძვ. წ. 58) — გაიმართა მიგრაციაში მყოფი ჰელვეტიის ტომებსა და ექვს რომაულ ლეგიონს შორის (VII, VIII ავგუსტა, IX, X, XI და XII ლეგიონები) იულიუს კეისრის ხელმძღვანელობით. არარის ბრძოლა იყო გალური ომების პირველი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა და დასრულდა ტაქტიკური გამარჯვებით რიცხვობრივად მცირე რომაული არმიის სასარგებლოდ.
ფონი
რედაქტირებაროდესაც კეისარი რომის სენატის მიერ გადმოცემული პროვინციების გუბერნატორი გახდა, მისი ოთხი ლეგიონიდან სამი თრაკიელი ტომებისგან მოსალოდნელი ხიფათისგან დასაცავად ჩრდილოეთ იტალიაში იყო. ალპების ჩრდილოეთით მდებარე გალიის პროვინციას ერთი ლეგიონი იცავდა და ღია იყო შემოსევებისთვის რომის მტრების მხრიდან.[2]
გუბერნატორად გახდომიდან მალევე კეისარმა შეიტყო, რომ ჰელვეტია დასავლეთ გალიაში მიგრაციას გეგმავდა გერმანული ტომების მის ტერიტორიაზე მომრავლების გამო. ჰელვეტიის მიგრაცია რომის გალიაში და ჰელვეტიის ახალი სახელმწიფოს შექმნის პოტენციალს რომი აღიქვამდა, როგორც საფრთხეს გალიის სტაბილურობისთვის, ტრანსალპური გალიისთვის და რომაული ჰისპანიისთვის.[2]
როდესაც ჰელვეტებმა რომისგან ითხოვეს უფლება რომ პროვინცია გადაეკვეთათ, როდესაც გალიაში მიდიოდნენ, კეისარმა ისინი შეცდომაში შეიყვანა თავის მოჩვენებით, თითქოს მოთხოვნას უდასტურებდა. ჰელვეტებისთვის გავლის უფლების მიცემას ის არ გეგმავდა, კეისარმა გამოიყენა შეცდომაში შეყვანით მოგებული დრო რომ ჰელვეტებისთვის დაებლოკა გზა იმ ხიდის განადგურებით, რომელიც მდინარე რონზე იყო გენევაში და 30 კილომეტრიანი სიმაგრეების აშენებით. ცეზარმა გალიაში მისი არმია ორი ლეგიონით გაზარდა და დაამატა სამი ვეტერანი ლეგიონი რომიდან.[2]
საბოლოო ჯამში, კეისარმა ჰელვეტების მოთხოვნა რომის გადაკვეთაზე უარყო. ამის გამო ჰელვეტებს ალტერნატიური გზით წასვლა მოუწიათ აედუის ტომის ტერიტორიის გავლით, მდინარე არარის გადაკვეთით ტივების და ნავების მეშვეობით.[2]
ბრძოლა
რედაქტირებაროდესაც კეისარს შეატყობნეს რომ ჰელვეტები სხვა გზით მიდიოდნენ, მან თავისი ძალები ჰელვეტების თავდასასხმელად გაგზავნა დასავლეთით გალიაში. როდესაც რომაელები ჰელვეტებს დაეწივნენ, ისინი მდინარის გადაკვეთის პროცესში იყვნენ. ჰელვეტების სამ-მეოთხედს უკვე გადაკვეთილი ჰქონდა მდინარე, მდნარის აღმოსავლეთით ღიად თავდასხმისთვის დარჩეილი იყო მოგზაურების მხოლოდ ერთი-მეოთხედი. შედეგად, კესარს მხოლოდ მცირე ნაწილზე შეეძლო თავდასხმა, მარტივად მოკლა და გაფანტა ბევრი ქვეყნის ამ მხარეში.[2]
ბრძოლის შემდეგ ჰელვეტებმა ვერ შეძლეს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც მათ გადაადგილების ნებართვას მისცემდა და გააგრძელეს მიგრაცია დასავლეთით, გალიის მიმართულებით. კეისარმა სწრაფად გადო ხიდი მდ.არარზე და დაედევნა ჰელვეტებს ორი კვირით სანამ არ დააძალეს რომ თავისი ჯარი ბიბრაქტის ქალაქში გადაეყვანა მარაგების შესავსებად. კეისარის არმიის ბიბრაქტისკენ მოგზაურობსას, ჰელვეტებმა უპირატესობის მოპოვება სცადეს და კეისარის არმიას მოგზაურობისას დაესხნენ თავს. მიუხედავად მათი შრომისა, ჰელვეტებმა მარცხი განიცადეს.[2]
ჰელვეტები რომლებიც კეისარმა დაამარცხა ტიგურინის პაგუს მცირე ტომიდან იყვნენ რომლებმაც კონსულ ლუციუს კასიუს ლონგინუსი ძ.წ. 107 წელს მოკლეს, ამ დროს ასევე ლეგატი (სამხედრო ლიდერის წოდება რომში) ლუციუს კალპურნიუს პისო, ლუციუს კალპურნიუს პისოს, კეისრის სიმამრის ბაბუაც მოკლეს.[2]