ტერმინს „არარატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არარატი (მრავალმნიშვნელოვანი).

არარატი (სომხ. Արարատ) — ქალაქი სომხეთში, არარატის პროვინციაში, ერევნიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 42 კმ–ში. სამრეწველო ცენტრი. ქალაქში არის რკინიგზის სადგური.

ქალაქი
არარატი
Արարատ
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი არარატი
კოორდინატები 39°48′34″ ჩ. გ. 44°42′52″ ა. გ. / 39.80944° ჩ. გ. 44.71444° ა. გ. / 39.80944; 44.71444
ქალაქის მერი აკოპ ტოვმასიანი
დაარსდა 1929
ფართობი 3,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 825±1 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 26 175 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (238)
საფოსტო ინდექსი 0602
საავტომობილო კოდი 27
ოფიციალური საიტი http://www.araratcity.am/
არარატი (ქალაქი) — სომხეთი
არარატი (ქალაქი)

1929 წელს ცემენტის ქარხანასთან გაშენდა დაბა. 1935 წელს ის გაერთიანდა სოფელ დუვალუსთან. 1957 წელს ქალაქში გაიხსნა ცემენტ-შიფერის კომბინატი. დღეისათვის ქალაქში მუშაობს ერთი შიფერის და ორი ცემენტის ქარხანა. სამშენებლო მასალების საწარმოების გარდა ქალაქში არის ოქროს ფაბრიკა.

ქალაქის ეკოლოგია ცუდ მდგომარეობაშია, ცემენტის მტვრის და ციანიდების გამო. ატმოსფეროს დაბინძურება 9,6-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას (2005 წლის ზაფხული).

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ცნობილი ადამიანები არარატიდან

რედაქტირება
  1. Armtown.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2015-05-21.