არაიის ნახევარკუნძული
არაია (ესპ. Araya) — ნახევარკუნძული ვენესუელაში, შეჭრილია კარიბის ზღვაში, აღმოსავლეთის მიმართულებით. მდებარეობს სუკრეს შტატში. მის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი არაია. 1959 წელს ნახევარკუნძულზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი არაია.