რეტორანი არაგვი (რუს. Ресторан «Арагви») — ცნობილი საბჭოთა, შემდგომ რუსული რესტორანი მოსკოვის ტვერსკოის მოედანზე. ადრე სპეციალიზებული იყო ქართული სამზარეულოზე, ხოლო 2016 წლიდან ასევე სხვადასხვა კავკასიურ სამზარეულოზეც. სასტუმრო „დრეზდენის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. ინტერიერი შეიცავს XVII საუკუნის აგურის წყობას.

რესტორანი არაგვი
Ресторан «Арагви»
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
თარიღდება 1938
მდგომარეობა მოქმედი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7720031000

რესტორნის ადგილას, ალექსეი მიხეილის ძის დროს, აშენებული იყო პალატები. 1730-იან წლებში, პალატები ვ. ი. გაგარინმა გადააკეთა. 1777 წელს, შენობა ფარმაცევტ იაკოვ კალკაუს მფლობელობაში იყო. შემდგომ, შენობის მფლობელი გენერალ-მაიორი ვ. დ. ჩერტკოვი გახდა. XIX საუკუნეში შენობას მესამე სართული მიუშენდა და გაიხსნა სასტუმრო „ჩრდილოეთი“, რომელიც 1837 წელს „დრეზდენად“ გადაკეთდა. აქ ბევრი ცნობილი კულტურის მოღვაწე ცხოვრობდა, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი ვასილი სურიკოვი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შენობაში გადმოვიდა გაზეთ „პრავდას“ რედაქცია. 1830-იან წლებში, შენობა და მისი მეზობელი შენობაბი დღევანდელი სახე მიიღეს. ზუსტად მაშინ, ცნობებით, ლავრენტი ბერიას ინიციატივით, აქ გაიხსნა ქართული სამზარეულოს რესტორანი „არაგვი“, ლონგინოზ სტაჯაძის ხელმძღვანელობით. რესტორანი საქართველოს სსრ-ის კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში იყო, რომელიც ქართული სამზარეულოს გარდა, ევროპულ და აზიურ კერძებსაც სთავაზობდა. [1]

რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა ელიტის უმაღლეს კლასში: პარტიული მოღვაწეები, მეცნიერები და კულტურის სფეროში მოღვაწეები, ძირითად ქართული წარმოშობის ხალხში. ჩვეულებრივი ადამიანისთვის რესტორანი პრაქტიკულად არ იყო ხელმისაწვდომი, ფასებისა და მკაცრი კონტროლის გამო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „არაგვი“ პოპულარული იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის, კერძოდ, კავკასიური წარმოშობის დაჯგუფებეს შორის. 2000-იანი წლების დასაწყისში რესტორანი სარეკონსტრუქციოთ დაიკეტა, რომელიც გაჭიანურდა, ამ დროს შენობამ რამდენჯერმე მეპატრონეც შეცვალა. ამ დროს აღმოჩნდა XVII საუკუნის პალატები, რომლის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვის მერიამ თავისთავზე აიღო, შედეგად, ძველი აგურის დაგება ინტერიერში გაერთიანდა. 2016 წლის გაზაფხულზე, სომეხი ბიზნესმენების სამველ კარაპეტიანისა და გორ ნახაპეტიანის მფლობელობაში მყოფი რესტორანი ხელახლა გაიხსნა. მათი გადაწყვეტილებით რესტორანი ორიენტირებული იყო არა ერთ კონკრეტულ, არამედ მთლიანად კავკასიურ სამზარეულოზე. 1800 კვადრატული მეტრის ფართობზე, განლაგებულია 240 ადგილიანი 9 დარბაზი.[2]

კულტურაში

რედაქტირება

„არაგვში“ გაიმართა სტეინბეკის წიგნის „რუსული დღიური“ ეპიზოდი, რაც საბჭოთა ცენზურას სტიგმატიზირებდა.[3]. რესტორნის ინტერიერებში გადაიღეს ფილმ „პოლიციის აკადემია: მისია მოსკოვი“-ის სცენები, სადაც განლაგებული იყო მთავარი ბოროტი პერსონაჟის რეზიდენცია.[4]. რესტორანი ასევე ფოლკლორშიც მოხვდა:

 
„ქართველი გამოვიდა რესტორან „არაგვი“-დან და დაინახა იური დოლგორუკის ძეგლი. გაუკვირდა და ჰკითხა თავის მეგობარს: „ვინ არის ეს?“, „როგორ, შენ არ იცნობ მას? ეს იური დოლგორუკია“. „მომისმინე, რა გააკეთა ასეთი, რომ მას ძეგლი დაუდგეს?“ მან უპასუხა: „მომისმინე, მან მოსკოვი დააარსა“. „ვაი, რა კარგი პიროვნება ყოფილა! რა ქალაქი ააშენა „არაგვის“ გარშემო!“. [5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Осмотр Москвы : путеводитель / В. Длугач и П. Португалов. - Изд. 3-е. - Москва : Московский рабочий, 1940. - С. 413
  2. От Берии до богемы: прошлое и настоящее ресторана «Арагви». РБК
  3. Тольц В. С. Три дневника. По маршруту Стейнбека полвека спустя. — 12-я из 13 передач цикла на «Радио Свобода».
  4. И там братва гуляла: Своды «Арагви» помнят и застолья бояр XVII века, и воровские сходки лихих 90-х. Лента.ру
  5. Программа «Чужой монастырь». Эхо Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-19. ციტირების თარიღი: 2009-02-08.