არაგაწის რაიონი
არაგაწის რაიონი (სომხ. Արագած շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1972—1995 წლებში. ცენტრი — სოფელი წაღკაჰოვიტი.
რაიონი | |
---|---|
არაგაწის რაიონი Արագած շրջան | |
ქვეყანა | სსრკ |
ადმ. ცენტრი | წაღკაჰოვიტი[1] |
დაარსდა | 1937 |
ფართობი | 382.4 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 13 400 კაცი (1989) |
გაუქმდა | 11 აპრილი, 1995 |
ისტორია
რედაქტირებარაიონი შეიქმნა 1937 წელს, სახელწოდებით ალაგიაზის რაიონი. ცენტრი — ალაგიაზი. 1972 წელს, რაიონის სახელწოდება გადაკეთდა, როგორც არაგაწის რაიონი, ცენტრით — სოფელი წაღკაჰოვიტი.
1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ, არაგაწის რაიონი გაუქმდა[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაარაგაწის რაიონი მოიცავდა 17 სოფსაბჭოს: ალაგიაზის, აჰულინის, გეღაძორის, ჯანგის, ჯარჯარის, კარვანსარის, კონდაჰსაზის, კურუბოღის, მელიქგიუღის, მირაქის, პამბაკის, სანღიარის, წაღკაჰოვიტის, ციპკარის, ჩობანმაზის, ჰნაბერდის.