არაბთა გაერთიანებული საამიროების გერბი

არაბთა გაერთიანებული საამიროების გერბი წარმოადგენს ყვითელ შავარდენს — ქვეყნის ერთხელისუფლებიანობის სიმბოლოს, ქვეყნისა, რომლის დიდ ნაწილს იკავებს უდაბნო. ყვითელი ფერი უდაბნოს მანიშნებელია. ბუმბულის კუდის შვიდი ფრთა განასახიერებს შვიდ საამიროს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გერბი
დეტალები
მატარებელი არაბთა გაერთიანებული საამიროები
დამტკიცდა 2008 წლის 22 მარტს
სხვა ელემენტები ყვითელი არწივი ეროვნული დროშით გულზე
ძველი გერბი

უწინ შავარდენზე ნადირობა წარმოადგენდა სანაპიროს მოსახლეობისთვის საკვებ საშუალებას, ახლა მხოლოდ ელიტური გართობის მიზნით არის შემონახული და ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდარი ადამიანებისათვის. დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროებში ნადირობა აკრძალულია და ამ სპორტის მოყვარულებს უწევთ უდაბნოს მქონე უცხო ქვეყნებში გადაფრენა. მაგ: თურქმენეთში. სხვათა შორის, დუბაიში არსებობს სპეციალური საავადმყოფო სპეციალურად შავარდნებისათვის ანესთეზიის, გულის სტიმულატორების, რენტგენული აპარატების და სხვა მოწყობილობებით აღჭურვილი.

2008 წლამდე შავარდენს მკერდზე გამოსახული ჰქონდა წითელ წრეში (მამაცობისა და დამოუკიდებლობისა თავისუფლებისათვის ბრძოლაში) ზღვის ცისფერ ტალღებზე ნაზად მოცურავე ხის გემი ე.წ. „შხუნა“, სახელად ”დოუ”. სწორედ ასეთი გენებით გადიოდნენ ზღვაში არაბი მყვინთავები მარგალიტის მოსაპოვებლად ან მეომარი ზღვის ყაჩაღები.

დღეისათვის გერბზე გამოსახული ”დოუ” შეცვლილია არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ოთხფერი დროშით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Karl-Heinz Hesmer: Flaggen und Wappen der Welt. Geschichte und Symbolik der Flaggen und Wappen aller Staaten. Gütersloh: Bertelsmann Lexikon Verlag, 1992. ISBN 3-570-01082-1