აჟარა (თემი)

(გადამისამართდა გვერდიდან აჟარა (სოფელი))
აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების შენობა აჟარაში.

აჟარა (აფხ. Ажара) — თემი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. თემში გაერთიანებულია სოფლები: მრამბა, ზემო აჟარა, ნახარინაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცკვარა (ხეცქვარა). მდებარეობს გულრიფშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე კოდორის ზემო წელში.

აჟარის თემი წარმოადგენდა ერთადერთ ტერტიტორიას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე არ იყო კონტროლირებადი სეპარატისტული რეჟიმის მიერ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების ადმინისტრაცია მდებარეობდა სოფელ ჩხალთაში.

აფხაზეთის სხვა ტერიტორიისაგან გამოსარჩევად აჟარის თემი იწოდება, როგორც კოდორის ხეობა, თუმცა 2005 წლიდან ქართული მხარემ შემოიღო პოლიტიკური ტერმინი ზემო აფხაზეთი, რომელიც ასევე დამკვიდრდა ყოველდღიურ მეტყველებაში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება