აპრილის სოკო (ლათ. Rhodophyllus aprilis)[1] — სოკო Entolomataceae-ის ოჯახისა.[2]ფორმით კონუსური ან ზარისებრია, ნაცრისფერ-ყავისფერი. აქვს 3-5 სმ დიამეტრის ქუდი, მოყავისფრო-მოწითალო. ფეხის სიგრძე 4-8 სმ, ხოლო სისქე 0,5-1 სმ აღწევს, ყავისფერია. სპორების ზომებია 7,5-11X7-10 მკმ. იზრდება გაზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან, მეტწილად წიფლის ტყეებში. პირობითად საჭმელი სოკოა. გვხვდება საქართველოშიც, ზესტაფონსა და თიანეთში.

აპრილის სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rhodophyllus aprilis
Entoloma aprile
Entoloma clypeatum var. aprile
  1. ნახუცრიშვილი, ივანე (2011). საქართველოს სოკოები, გვ. 125. 
  2. Index Fungorum