აპოლინარია სუსლოვა
აპოლინარია სუსლოვა (რუს. Аполлина́рия Су́слова დ. 1840, გორბატოვსკის ოლქი, ნიჟნი ნოვგოროდის პროვინცია — გ. 1918, სევასტოპოლი) — რუსი მწერალი, ფ. მ.დოსტოევსკის საყვარელი (1861-1866) და ნადეჟდა სუსლოვას და.
აპოლინარია სუსლოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1840[1] [2] |
დაბადების ადგილი | Gorbatovsky Uyezd, Nizhny Novgorod Governorate[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1918[1] [2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | სევასტოპოლი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე | Vasily Rozanov[1] |
იგი ითვლება ფიოდორ დოსტოევსკის რომანებში არაერთი მთავარი პერსონაჟი ქალის პროტოტიპად — უპირველეს ყოვლისა, პოლინას გმირი (როგორც ყველა ეძახდა სუსლოვას) „მოთამაშეში“, ასევე ნასტასიას გმირი „იდიოტში“ და სხვა.[4]
მან გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა — დაწყებული მოთხრობით „სანამ“, რომელიც გამოქვეყნდა 1861 წელს დოსტოევსკის ჟურნალში "დრო" და დამთავრებული მოთხრობით „უცხო და ჩვენი საკუთარი“, რომელიც მოგვითხრობს სუსლოვასა და დოსტოევსკის ურთიერთობაზე.
ბიოგრაფია
რედაქტირებასიყმაწვილე
რედაქტირებააპოლინარიას მამა, პროკოფ სუსლოვი, გრაფ შერემეტევის ყმა იყო, შემდეგ კი ვაჭარი და მეწარმე გახდა. მან გადაწყვიტა თავის ქალიშვილებს აპოლინარიასა და ნადეჟდასთვის ნამდვილი განათლება მიეცა. შედეგად, ნადეჟდა გახდა პირველი რუსი ექიმი ქალი. აპოლინარია დიდგვაროვანი ქალწულების პანსიონში სწავლობდა, როდესაც სუსლოვების ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, აქ გოგონამ უნივერსიტეტში დაიწყო ლექციებზე დასწრება.
რომანი დოსტოევსკისთან
რედაქტირება1861 წელს აპოლინარია სუსლოვამ პირველად მოისმინა ფ.მ.დოსტოევსკის ლექცია. იმ დროს დოსტოევსკი უკვე პატივცემული მწერალი იყო, რომლის ლექციებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ახალგაზრდებში. დოსტოევსკი ორმოცი წლის იყო, აპოლინარია სუსლოვა ოცდაერთის, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს. მწერლის ქალიშვილი, ლიუბოვ დოსტოევსკაია თავის მოგონებებში, სუსლოვას შესახებ წერდა:
დოსტოევსკის ქალიშვილის ჩვენება პირველ ნაწილში არის მიზანმიმართული სიცრუე. სუსლოვა 60-იან წლებში საერთოდ ვერ იქნებოდა სტუდენტი,რადგან XIX საუკუნეში რუსეთში უბრალოდ არ არსებობდა უმაღლესი განათლება ქალებისთვის. ქალებს ლექციებზე მხოლოდ თავისუფალ მსმენელებად შეეძლოთ დასწრება. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამას უარყოფითად უყურებდა და გამოცდებზე დაშვების თაობაზე საუბარიც კი არ შეიძლება ყოფილიყო (იხ. ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია). სუსლოვას აქტიური მონაწილეობა სტუდენტურ ცხოვრებაში მხოლოდ რევოლუციური მოაზროვნე სტუდენტის შეყვარებულის როლში იყო შესაძლებელი (მაგრამ ასეთი მტკიცებულება არ არსებობს). რაც შეეხება ისტორიას, თუ როგორ შეხვდნენ სუსლოვა და დოსტოევსკი ერთმანეთს, მწერლის ქალიშვილის ვერსია საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს.
მალე დოსტოევსკსა და სუსლოვას შორის რომანი გაჩაღდა. მწერალი საყვარელ ქალს ყველა სურვილს უსრულებდა: მაგალითად, მისი მოთხრობა „სანამ“, საკმაოდ სუსტი და პრეტენზიული, მაინც გამოქვეყნდა ძმების დოსტოევსკის ჟურნალში „დრო“. სუსლოვასა და დოსტოევსკის შემდგომი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც „სიყვარული-სიძულვილი“. ფიოდორს გამუდმებით ესმოდა საყვედურები აპოლინარიასგან, რომელიც მოითხოვდა მისგან ცოთან განქორწინებას. შემდეგ დოსტოევსკი დაწერს:
მორიგი ჩხუბის შემდეგ, ევროპაში დაგეგმილი ერთობლივი მოგზაურობის ნაცვლად, აპოლინარია სუსლოვა მარტო წავიდა პარიზში. დოსტოევსკი საფრანგეთში ცოტა მოგვიანებით ჩავიდა. აპოლინარია მას აღარ ელოდა,რადგან ახალი ფრანგი მეგობარი გაიჩინა. აი, რას წერს ლიუბოვ დოსტოევსკაია მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ:
პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ფ.მ.დოსტოევსკიმ ცოლობა სთხოვა აპოლინარიას, მაგრამ უარი მიიღო. მათი ურთიერთობა იყო ნერვული, გაურკვეველი და მტკივნეული, პირველ რიგში კი ფიოდორ დოსტოევსკისთვის. ზოგიერთი თვლის, რომ სუსლოვასთვის დოსტოევსკი დიდი მწერალი კი არა, უბრალოდ თაყვანისმცემელი იყო. ამტკიცებენ, რომ იგი თითქმის არასოდეს კითხულობდა მის წიგნებს და, შესაბამისად, მწერლის მთელი მდიდარი შინაგანი სამყარო თითქოს მისთვის არც არსებობდა.
დოსტოევსკისთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, აპოლინარია სუსლოვამ დაწვა მრავალი მაკომპრომატებელი ფურცელი, მათ შორის მისთვის მიწერილი მწერლის წერილები. ამით მათი მშფოთვარე და უჩვეულო ურთიერთობის საიდუმლოებები ისტორიას ჩაბარდა და მკვლევარებს მხოლოდ ვარაუდები და ვერსიები დაუტოვა. კრიტიკოსებმა არაერთხელ იპოვეს სუსლოვას თვისებები დიდი კლასიკოსის რომანის გმირებში — პოლინა („მოთამაშე“), ნასტასია ფილიპოვნა („იდიოტი“), კატერინა და გრუშენკა („ძმები კარამაზოვები“). აპოლინარიასთან განშორების შემდეგ, დოსტოევსკი დაწერს: „მე ის მაინც მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა მისი სიყვარული“.
ქორწინება ვასილი როზანოვთან
რედაქტირებაროდესაც ვასილი როზანოვმა აპოლინარია სუსლოვა გაიცნო, ის ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, აპოლინარია კი — ოცდაათს გადაცილებული. როზანოვმა იცოდა აპოლინარიას და დოსტოევსკის რომანის შესახებ, მხოლოდ ესეც კი საკმარისი იყო აპოლინარიას მიმართ ინტერესის გამოსავლენად. როზანოვის დღიურში არის მოკლე ჩანაწერი: „აპოლინარია პროკოფიევნა სუსლოვას გაცნობა. მისადმი სიყვარული. სუსლოვას ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. ეს არის ყველაზე მშვენიერი ქალი, რომელიც ოდესმე შემხვედრია...“
1880 წლის 11 ნოემბერს როზანოვმა მიიღო მოწმობა: „მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორისგან ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ, ვასილი როზანოვს, მასზედ რომ უნივერსიტეტის მხრიდან მისი კანონიერი ქორწინების საწინააღმდეგო არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“. მაშინ პატარძალი 40 წლის იყო, საქმრო 24-ის.
ასაკობრივი სხვაობისა და აპოლინარიას ექსცენტრიული ხასიათის გამო, როზანოვთან ოჯახური ცხოვრება თანდათან კოშმარად იქცა. ქმრისთვის ეჭვიანობის სცენებს საჯაროდ აწყობდა და ამავდროულად ფლირტს აბავდა მის მეგობრებთან. რა თქმა უნდა, როზანოვი ძალიან იტანჯებოდა. როზანოვის ქალიშვილი, ტატიანა თავის მოგონებებში წერდ: „სუსლოვა დასცინოდა მას და ეუბნეოდა, რომ ის წერდა სულელურ წიგნებს, შეურაცხყოფას აყენებდა და საბოლოოდ მიატოვა იგი. ეს იყო დიდი სკანდალი პატარა პროვინციულ ქალაქში“. აპოლინარია სუსლოვამ ორჯერ მიატოვა ვასილი როზანოვი, მან კი ყველაფერი აპატია და ორჯერვე სთხოვა დაბრუნება.
როდესაც ვ.ვ. როზანოვს გაუმართლა და შეხვდა სხვა ქალს, მომავალ მეუღლეს ვარვარა დმიტრიევნას, აპოლინარიამ 20 წლის განმავლობაში არ მისცა როზანოვს განქორწინება, რამაც ახალი ოჯახი გაწირა დამატებითი სირთულეებისა და ტანჯვისთვის.
გარდაცვალება
რედაქტირებააპოლინარიამ მემკვიდრეობით სახლი და მცირე ქონება მიიღო მამისგან (გარდაიცვალა 1890 წელს), რამაც მას მისცა უზრუნველი ცხოვრების საშუალება. დაახლოებით 1900 წელს იგი გადავიდა თავის დასთან ალუშტაში, შემდეგ კი სევასტოპოლში, სადაც დაინიშნა რუსი ხალხის კავშირის ფილიალის „თავჯდომარედ“ (1911).
აპოლინარია როზანოვა (ის სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ამ გვარს) გარდაიცვალა 78 წლის ასაკში 1918 წელს (დოსტოევსკის მეუღლის გარდაცვალების წელი). ერთი წლის შემდეგ, ვ.ვ. როზანოვიც გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე როზანოვმა პოლინარიას შესახებ თქვა: „მასთან რთული იყო, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 7.
- ↑ 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119226839 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ fedordostoevsky.ru
- ↑ Суслова Аполлинария Прокофьевна. Федор Михайлович Достоевский. Антология жизни и творчества. ციტირების თარიღი: 2015-12-05.