აპენცელ-აუსერჰოდენის კანტონი
(გადამისამართდა გვერდიდან აპენცელ-აუსეროდენის კანტონი)
აპენცელ-აუსეროდენი (გერმ. Appenzell Ausserrhoden) — კანტონი შვეიცარიაში. სამთავრობო და საპარლამენტო ცენტრია ჰერიზაუ, სასამართლო მმართველობა კი განთავსებულია ქალაქ ტროგენში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ესაზღვრება სანქტ-გალენისა და აპენცელ-ინეროდენის კანტონებს.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
აპენცელ-აუსეროდენი Aargau | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | ჰერიზაუ და Trogen | ||||
შიდა დაყოფა | ჰერიზაუ, Teufen, Heiden, Speicher, Gais, Urnäsch, Walzenhausen, Trogen, Waldstatt, Wolfhalden, Rehetobel, Bühler, Schwellbrunn, Stein, Lutzenberg, Grub, Hundwil, Wald, Reute და Schönengrund | ||||
კოორდინატები | 47°22′42″ ჩ. გ. 9°18′46″ ა. გ. / 47.3784000° ჩ. გ. 9.3128000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1513 | ||||
ფართობი | 242,86 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 53 017 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | AR | ||||
ოფიციალური საიტი | ar.ch | ||||
დასახლების ისტორია აპენცელში VII-VIII საუკუნეებიდან იწყება, მდინარე გლატის გასწვრივ. ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა წმინდა გალის მონასტერმა. 907 წელს პირველად იხსენიება ჰერიზაუ, კანტონს კი სახელი 1071 წელს ეწოდა.
2010 წლის მონაცემებით კანტონის მოსახლეობა 53 017 ადამიანს შეადგენს. 2007 წელს, მათ შორის 6 959 უცხოელი იყო, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 13,22%.[1] უმრავლესობა, 51% პროტესტანტია, 31% კი კათოლიკე.[2]
კანტონი დაყოფილია 20 მუნიციპალიტეტად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-15. ციტირების თარიღი: 2008-11-05.
- ↑ Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-29. ციტირების თარიღი: 2009-01-15.