აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი
აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติอ่าวพังงา) — ეროვნული პარკი სამხრეთ ტაილანდში, პჰანგ ნგას პროვინციაში. პარკის ტერიტორია მოიცავს მუეანგ პჰანგ ნგას რაიონისა და ტაკუა თჰუნგის რაიონის სანაპიროებს.[2] პარკის დიდი ნაწილი მოიცავს მალაკის სრუტესა და იქ მდებარე კირქვის კლდოვან კუნძულებს.[3] მათგან ყველაზე მეტად ცნობილია კჰაო პჰინგ კანი, რომელსაც ხშირად „ჯეიმზ ბონდის კუნძულს“ ეძახიან, რადგანაც აქ ბონდის ერთ-ერთი ფილმის, მამაკაცი ოქროს პისტოლეტით გადაღებები მიმდინარეობდა.
აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი
| |
მდებარეობა | პჰანჰ ნგას პროვინცია, ტაილანდი |
უახლოესი ქალაქი | პჰანგ ნგა |
კოორდინატები | 8°21′00″ ჩ. გ. 98°29′00″ ა. გ. / 8.35000° ჩ. გ. 98.48333° ა. გ. |
ფართობი | 400კმ² |
დაარსდა | 29 აპრილი, 1981 |
სტუმრობა | 175 562[1] (2011) |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების, ველური ცხოველებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი |
აო-პჰანგ-ნგის ეროვნული პარკი ტაილანდის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.[1] პარკში ტაილანდის მანგროს ტყეების უდიდესი ნაწილია დაცული.[2] პარკი სამეფო განკარგულებით შეიქმნა და 1981 წლის 29 აპარილს Royal Gazette-ში მოიხსენიეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Tourism Statistic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2020-04-27.
- ↑ 2.0 2.1 Ao Phang-nga National Park. National Park website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2014. ციტირების თარიღი: 24 November 2014.
- ↑ Thailand: Ko Khao Phing Kan (James Bond Island), Ao Phang Nga (Phangnga Bay) National Park, Phang Nga Province. Pictures from History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 November 2014.