ან დე მონმორანსი

ან დე მონმორანსი (ფრანგ. Anne de Montmorency; დ. 15 მარტი, 1493 — გ. 12 ნოემბერი, 1567, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, მარშალი, 1538 წლიდან კონეტაბლი (არმიის მთავარსარდალი). ჰუგენოტების ბრძოლის დროს კათოლიკების ერთ-ერთი ბელადი იყო. 1548 წელს მკაცრად ჩაახშო აჯანყება ბორდოში. მონმორანსი ჰენრიხ II-ის ფავორიტი გახლდა, მაგრამ მეფის გარდაცვალების მერე, კერძოდ 1559-60 წლებში გიზებმა ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ტახტზე შარლ IX-ის ასვლის შემდეგ (1560 წ.) ისევ დაუახლოვდა სამეფო კარს. მხარს უჭერდა ჰუგენოტების დასჯას. ჰუგენოტთა მეორე ომის დროს 1567 წელს სენ-დენთან მოკლეს.

Clouet-montmorencyanne.jpg

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება