გიზის დინასტია
(გადამისამართდა გვერდიდან გიზები)
გიზის დინასტია (ფრანგ. Guise) — ფრანგ ჰერცოგთა დინასტია, რომელთა წარმომადგენლებმა XVI საუკუნეში საფრანგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. დინასტია ლოთარინგიის ჰერცოგების უმცროს შტოს წარმოადგენდა. მისი დამაარსებელი იყო ლოთარნიგიის ჰერცოგის რენე II-ის ვაჟი კლოდი (დ. 1496 — გ. 1550), რომელიც 1527 წელს I-ლი ჰერცოგი დე გიზი გახდა. მისი ქორწინებით ანტუანეტა დე ბურბონ-ვანდომზე გიზები საფრანგეთის სამეფო დინასტიას დაუნათესავდნენ.
გიზები ჰუგენოტების მთავარი მოწინააღმდეგეები და კათოლიკური ლიგის მეთაურები იყვნენ საფრანგეთის რელიგიური ომების დროს. 1675 წელს დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Forneron. Les ducs de G. — 1878.