ანჯელო სეკი (იტალ. Angelo Secchi; დ. 29 ივნისი, 1818, რეჯო-ნელ-ემილია — გ. 26 თებერვალი, 1878, რომი) — იტალიელი ასტრონომი. 1849 წლიდან რომის ობსერვატორიის დირექტორი. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფოტოგრაფია ასტრონომიაში. 1863 წელს შემოიღო ვარსკვლავთა სპექტრების პირველი კლასიფიკაცია (დაყო 4 კლასად), რომელსაც იყენებდნენ ჰარვარდის კლასიფიკაციის შემოღებამდე (XX საუკუნის შუა ხანები). სეკი იკვლევდა მზის, მთვარის, პლანეტებისა და კომეტების სპექტრებსაც. მუშაობდა აგრეთვე გეოდეზიაში, მეტეოროლოგიასა და ჰიდროლოგიაში. გამოიგონა წყლის ფარდობითი გამჭვირვალობის დასადგენი ხელსაწყო, ე. წ. სეკის დისკო.

ანჯელო სეკი
იტალ. Angelo Secchi
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1818(1818-06-18)[1] [2]
დაბ. ადგილი რეჯო-ემილია[1] [2]
გარდ. თარიღი 26 თებერვალი, 1878(1878-02-26)[1] [3] [4] [5] [2] (59 წლის)
გარდ. ადგილი რომი[1] [2]
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო
საქმიანობა ასტრონომი[5] [2] და ფიზიკოსი[6]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი სტონიჰარსტის კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[7]

ლიტერატურა

რედაქტირება