ანჯელენოქლიავის ამერიკული ჯიში, მიეკუთვნება ჩინურ-იაპონური ქლიავების რიგს, რომელიც საქართველოში ახალი ინტროდუცირებულია. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3–4 წელს. ხასიათდება საადრეო-საშუალო პერიოდის ყვავილობით, საშუალო-მაღალი მოსავლიანობით. მსხმოიარობს რეგულარულად და უხვად.[1] ნაყოფის ზომა სტაბილურად მსხვილია, 80–100 გრამი, ზოგიერთი ეგზემპლარი 120–130 გრამსაც აღწევს, მწიფდება აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ ნახევარში (შიდა ქართლი). მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას და კარგად ინახება ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში 3–4 კვირის განმავლობაში. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ.[2]

ნაყოფი მრგვალი, სფეროს ფორმისაა, კანი მუქი წითელია, რომელიც შავში გადადის, დაფარულია ნაფიფქით, რბილობი წითელი ფერის, მკვრივი, ხასიათდება მომჟავო, მეტად ორიგინალური გემოთი, კურკა წვრილი — როგორც ტყემალს, რბილობს არ სცილდება. ქლიავის ახლად ინტროდუცირებული პერსპექტიული ჯიშია.[2]

  1. ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.
  2. 2.0 2.1 მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.  დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.