ანხაიუ (აფხ. სიტყვასიტყვით — „მეურნე ადამიანი“, „მიწათმოქმედი“) — ფეოდალურად დამოკიდებული გლეხი აფხაზეთში (სამურზაყანოში — „ფოთში“). შეადგენდა გლეხთა მასის თითქმის 4/5-ს. ანხაიუ იურიდიულად თავისუდალი იყო, მისი ყიდვა-გაყიდვა არ შეიძლებოდა. ქონებრივი და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით იყოფოდა ორ ჯგუფად: ანხაიუცქია — „სუფთა ანხაიუ“ და ანხაიუხიფში — „დამოკიდებული ანხაიუ“.

ლიტერატურა

რედაქტირება