ანშლავს ეგლიტისი (ლატვ. Anšlavs Eglītis, დ. 14 ოქტომბერი, 1906 - გ. 4 მარტი, 1993) — ლატვიელი მწერალი, ჟურნალისტი და მხატვარი, რომელიც 1944 წელს ომის ლტოლვილი გახდა.[3] მისი კარიერა მოიცავდა ნოველებს[3][4], გადასახლების პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები შეიცავს ლტოლვილობასთან დაკავშირებულ ასპექტებს.[5]

ანშლავს ეგლიტისი
ლატვ. Anšlavs Eglītis
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1906(1906-10-14)[1] [2]
დაბადების ადგილი რიგა
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 1993(1993-03-04)[2] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
ენა ლატვიური ენა
მოქალაქეობა  ლატვია
ალმა-მატერი ლატვიის სამხატვრო აკადემია

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ეგლიტისის საპატივცემულოდ გამოშვებული სამახსოვრო მარკა, 2006
 
ანშლავს ეგლიტისის მონუმენტი ინცემსში.

ანშლავს ეგლიტისი დაიბადა რიგაში (ლატვია) და ორშვილიან ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. მამამისი, ვიქტორ ეგლიტისი იყო ლატვიელი მწერალი და ლატვიელ დეკადენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წარმომადგენელი.[3] პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მისი ოჯახი რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილში ცხოვრობდა, თუმცა 1918 წელს ლატვიაში დაბრუნდა. მცირე ხნით ისინი ალუქსნეში დასახლდნენ. 1919 წლის შემდეგ მისი ოჯახი რიგაში გადავიდა და ეგლიტისმა სწავლა დაიწყო რიგის ნომერ მეორე გიმნაზიაში. ის ასევე ეუფლებოდა მხატვრობას ხელოვან ვოლდემარს ტონეს სტუდიაში.

ოჯახი ზაფხულობით ინცემსის კოტეჯში ისვენებდა. ეს ადგილი მოგვიანებით მწერალმა საკუთარ 1962 წლის ნოველაში, „Pansija pilī“-ში აღწერა. ანშლავსს 1925 წელს ტუბერკულოზი დაუდგინდა. დედამისი, რომელსაც ფილტვების დაავადება სჭირდა, გარდაიცვალა ლეისინის სანატორიუმში.

მწერალმა სწავლა ლატვიის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1935 წელს დაამთავრა და ამის შემდეგ ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველების პირველი კრებული „მაესტრო“. 1938 წელს ეგლიტისმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა ლატვიის უდიდეს გაზეთში „Jaunākās ziņas“. 1940 წელს ის ასევე თანამშრომლობდა გაზეთ „Atpūta“-სთან.

1944 წლის ოქტომბერში ეგლიტისმა რიგა დატოვა და გერმანიაში გაიქცა, სადაც ბერლინში დასახლდა. ბერლინის ბრძოლის დროს მისი ბინა საჰაერო იერიშით განადგურდა. ამის გამო ეგლიტისი შვეიცარიაში გადავიდა. 1950 წელს ის კალიფორნიაში, აშშ-ში გაემგზავრა.

მამამისი, ვიქტორს ეგლიტისი ჩეკას თანამშრომლებმა დააკავეს, აწამეს და 1945 წელს რიგაში, იმავე შენობაში გარდაიცვალა. მისი საფლავის მდებარეობა უცნობია.

ამერიკაში გადასახლების დროს, ეგლიტისმა 50-ზე მეტი ნოველა და მოკლე ისტორია დაწერა. ლიტერატურული კარიერის პარალელურად, ის გახდა თეატრისა და კინოს კრიტიკოსი ლატვიური გაზეთის, „Laiks“-თვის, რომელიც ბრუკლინში გამოდიოდა. ამავე გაზეთში დაიბეჭდა მისი რამდენიმე ნოველა.[6][7]

ანშლავს ეგლისტი გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში, 1993 წელს, კიბოთი. 2006 წელს ლატვიის ფოსტამ ეგლიტისის საპატივცემულოდ სამახსოვრო საფოსტო მარკა გამოუშვა.[5] 2008 წელს ინციემში მწერლის მონუმენტიც დაიდგა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Barkan, Elliott Robert (2013). Immigrants in American History: Arrival, Adaptation, and Integration. Greenwood: ABC-CLIO, გვ. 1931. ISBN 978-1-299-10408-2. OCLC 828140721. 

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 3.2 Aldis Purs, Andrejs Plakans (2017). Historical Dictionary of Latvia. Rowman & Littlefield, გვ. 102. ISBN 978-1-538-10221-3. 
  4. Marek Payerhin (2016). Nordic, Central, and Southeastern Europe 2016-2017. Rowman & Littlefield. ISBN 978-1-475-82897-9. 
  5. 5.0 5.1 Elliott Robert Barkan (2013). Immigrants in American History: Arrival, Adaptation, and Integration. ABC-CLIO. ISBN 978-1-598-84220-3. 
  6. Rita Laima (2017). Skylarks and Rebels: A Memoir about the Soviet Russian Occupation of Latvia, Life in a Totalitarian State, and Freedom. Columbia University Press. ISBN 978-3-838-26854-5. 
  7. Edīte Zuzena. (1981) Maestro Anšlavs Eglītis un viņa romāni Latvian. Jaunā Gaita nr. 136. ციტირების თარიღი: February 1, 2015.