ანუბისის სახლი (ეპიზოდების სია)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ანუბისის სახლი (ეპიზოდების სია)}} |
ანუბისის სახლი — ინგლისური თინეიჯერული სერიალი.
სეზონები
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდი | ორიგინალური თარიღი (აშშ) | ||
---|---|---|---|---|
სეზონის პრემიერა | სეზონის ფინალი | |||
1 | 60 | 1 იანვარი, 2011 2 იანვარი, 2011 (TeenNick) |
(Nickelodeon)19 თებერვალი, 2011 8 იანვარი, 2012 (TeenNick) | (Nickelodeon) |
2 | 90 | 9 იანვარი, 2012 15 იანვარი, 2012 (TeenNick) |
(Nickelodeon)9 მარტი, 2012 11 მარტი, 2012 (TeenNick) | (Nickelodeon) |
3 | 40 | 3 იანვარი, 2013 18 თებერვალი, 2013 (TeenNick) |
(Nickelodeon)11 აპრილი, 2013 | (TeenNick)|
სპეც. ფილმი | 14 ივნისი, 2013 17 ივნისი, 2013 (TeenNick USA) | (Nickelodeon UK)
დღესდღეობით გადაღებულია სამი სეზონი. ამჟამად ამერიკაში გადის მესამე სეზონის ეპიზოდები. თარგი:სერიალის სეზონი
1 სეზონი
რედაქტირებაშექმნა
რედაქტირებასერიალის შექმნის იდეა ამერიკელებს ჰოლანდიელებმა მიაწოდეს. მათ გადაიღეს ასეთი სერიალი იმავე სიუჟეტით. მოგვიანებით, ინგლისი დაინტერესდა ამ იდეით, სცენარი შეცვალეს და ბევრად უფრო საინტერესო ფილმი გადაიღეს.
პირველად სერიალის შექმნის იდეა 2010 წლის მარტში გაჩნდა. შემქმნელებს უნდოდათ შთამბეჭდავი მისტიკური სერიალი გადაეღოთ. გადაღებები ინგლისის ერთ-ერთ ძველ შენობაში მიმდინარეობდა 2010 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე. პრემიერა 2011 წლის 1 იანვარს შედგა.
ეპიზოდების აღწერა
რედაქტირება(აშშ და დიდი ბრიტანეთი) |
|||
1 | იდუმალი სახლი (House of Secrets) | 1 იანვარი 2011 | ნინა მარტინი უბრალო გოგოა აშშ-დან, რომელიც ინგლისში ჩადის, რადგან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში სწავლის სტიპენდია მოიპოვა. იმავე დღეს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ჯოი მერსერი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდება. მისი საუკეთესო მეგობარი პატრისია უილიამსონი გამოძიებას მოკიდებს ხელს. იგი ჯოის ოთახში მიდის და გაოგნებული რჩება, როდესაც ჯოის ნაცვლად ახალ მოსწავლეს ხედავს. ნინა ცდილობს მას დაუმეგობრდეს, თუმცა პატრისია მას ეჩხუბება და ჯოის გაუჩინარებაში სდებს ბრალს. |
2 | პოზიციის სახლი (House of Attitude) | 1 იანვარი 2011 | ნინა პატრისიას უმტკიცებს, რომ მას ჯოის გაუჩინარებასთან არაფერი აკავშირებს, თუმცა პატრისიას მისი არ სჯერა. მას გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს სად გაქრა ჯოი. გოგოს ეჩვენება, რომ სკოლის ყველა მოსწავლე მალავს რაღაც საიდუმლოს. ნინას არ მოსწონს იმ სკოლაში ყოფნა, სადაც ყველა თანაკლასელი აგრესიულად ექცევა. ძილის წინ პატრისია სარკეზე ორთქლისგან დაწერილ წარწერას ხედავს სადაც წერია „დამეხმარე. ჯოი“. ის ისტერიკას მართავს და გარეთ გარბის, თუმცა როდესაც ბრუნდება და მეგობრები სააბაზანოში მოჰყავს, ხედავს რომ წარწერას ნინა შლის. ეს მის ეჭვებს გოგოსადმი კიდევ უფრო აღრმავებს. მეორე დღეს ნინას არ სურს თანაკლასელებთან ერთად საუზმობა და სკოლაში დილით ადრე მიდის. გარეთ იგი უცნაურ ქალს ხვდება. მოხუცი მას ეუბნება, რომ მას სარა ჰქვია. „ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. დიდ ხანს გელოდი“ - ეუბნება სარა ნინას. |
3 | შავი ჩიტის სახლი (House of Blackbird) | 1 იანვარი 2011 | ნინა სარას მოხუცებულთა სახლში აბრუნებს. იქ იგი ანუბისის სახლის სურათს ხედავს. სარა მას ეუბნება, რომ ადრე ის იმ სახლში ცხოვრობდა. მოგვიანებით სარა ნინას მედალიონს (ჰორუსის თვალს) აძლევს და ეუბნება, რომ ანუბისის სახლში დიდი განძია დამალული და მხოლოდ მას შეუძლია მისი პოვნა და დაცვა, თუმცა ამისთვის საჭიროა შავ ჩიტს უფრთხილდეს. მარას მიკისადმი სიმპათიები უჩნდება და მას ჰპირდება, რომ საშინაო დავალების გაკეთებაში დაეხმარება. ნინას კოშმარი ესიზმრება, სადაც მას შავი ჩიტი იჭერს. |
4 | გამბედაობის სახლი (House of Dares) | 1 იანვარი 2011 | ნინა კოშმარის გამო იღვიძებს და იმ მედალიონზე, რომელიც მას სარამ მისცა უცნაურ რაღაცას ამჩნევს. ფაბიანი ნინას ეუბნება, რომ აჯობებს თუ მეგობრების „ხუმრობებს“ ყურადღებას არ მიაქცევს. ემბერი ცდილობს ნინას ბიოგრაფია გაარკვიოს მაშინ, როდესაც პატრისია, ჯერომი და ალფი ნინას წინააღმდეგ ახალ გეგმას „მოქცევის ცერემონიას“ მოიფიქრებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნინა შუა ღამით სხვენში უნდა ავიდეს (სადაც სკოლის წესების მიხედვით, ასვლა აკრძალულია), თუმცა ამისთვის ვიქტორის კაბინეტიდან უნდა მოიპაროს გასაღები. ნინა კაბინეტში შერბის, გასაღებს იღებს, თუმცა წაიქცევა. ამ დროს ვიქტორიც მოდის... |
5 | ტყუილების სახლი (House of Lies) | 1 იანვარი 2011 | ნინა თავის დაძვრენას ახერხებს და გასაღებიც გამოაქვს. ემბერი შოკში ვარდება, როდესაც ხედავს, რომ მიკმა მარას სწორედ ისეთი სამაჯური აჩუქა, როგორიც მას. ის მიკს ეუბნება, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებულია. პატრისია კვლავ ცდილობს ჯოის დაუკავშირდეს, თუმცა ამაოდ. შუა ღამით „მოქცევის ცერემონია“ იწყება. ნინა სხვენში ადის, პატრისია კი გოგოს კარებს ჩაუკეტავს. ნინას ყვირილის ხმაზე ვიქტორი მოდის. ის ბავშვებს თავიანთ ოთახებში უშვებს, თვითონ კი სხვენში ადის. ნინას სადაცაა გამოიჭერენ... |
6 | საკეტების სახლი (House of Locks) | 2 იანვარი 2011 | ნინა სხვენში არბის და დამალვას ცდილობს. ამ დროს მისი მედალიონი სხვენის საიდუმლო კარს გააღებს. გოგო იქ იმალება და ვიქტორი მის პოვნას ვერ ახერხებს.პატრისია ცოფდება, როდესაც რწმუნდება, რომ ნინამ ცერემონია წარმატებით ჩაიარა. ნინა კი ყველა მოსწავლისთვის „გმირი“ ხდება. იგი ფაბიანს ეუბნება, რომ სურს კვლავ დაბრუნდეს სხვენში, რადგან ჰგონია რომ იქ მართლაც დაინახა ვიღაც. ნინა ფიქრობს, რომ შესაძლოა ჯოის გაუჩინარებაში მართლაც არის რაღაც უცნაური. პატრისია სკოლის დირექტორის და ფრანგულის მასწავლებლის (ერიკ სვიტის და დაფნი ენდრიუსის) საუბარს უგდებს ყურს და იგებს, რომ ჯოის გაუჩინარებაში მათი ხელი ურევია. |
7 | თვალთვალის სახლი (House of Eyes) | 2 იანვარი 2011 | პატრისია მარას არწმუნებს, რომ ჯოის გაუჩინარებაში მასწავლებლების ხელი ურევია და მას სთხოვს უდარაჯოს, სანამ დირექტორის კაბინეტში შეიპარება და ჯოის პირად საქმეს მოიპარავს, რათა მისი სახლის ტელეფონის ნომერი ამოიწეროს. იგი ამას ახერხებს კიდეც. ნინა და ფაბიანი სხვენში ადიან. ალფი ემბერს კანფეტებისგან გაკეთებულ შეტყობინებას უტოვებს, სადაც მას ღამით პაემანს უნიშნავს, თუმცა გოგოს ჰგონია, რომ შეტყობინება მიკისგანაა. ის მას მთელი ღამე ელოდება თუმცა მიკი არ მოდის. მაშინ გოგო საბოლოოდ გადაწყვეტს მას დაშორდეს. დირექტორი - ერიკი ვიქტორს ურეკავს და ეუბნება, რომ ჯოის პირადი საქმე მოიპარეს. ვიქტორი მაშინვე მოსწავლეებთან მიდის და მათ ჩანთებს ჩხრეკისთვის ართმევს. იგი პატრისიას ეუბნება, რომ ვინც ის ნივთი მოიპარა, რომელსაც იგი ეძებს თავს დიდ შარში ყოფს. |
8 | განრიგის სახლი (House of Agendas) | 2 იანვარი 2011 | ჯერომი მიკს ეუბნება, რომ ალფის ემბერი უყვარს. ვიქტორი მოსწავლეებს ჩანთებს უბრუნებს, თუმცა ამბობს, რომ რაც მას სჭირდებოდა ის ნივთი ვერ იპოვა. პატრისია გახარებულია, თუმცა ხვდება რომ ვიქტორმა ტყუილი თქვა და მან ჯოის საქმე ზედმეტი ხმაურის ატეხვის გარეშე აიღო. მაშინ პატრისია ხვდება, რომ ამ სკოლაში მართლაც არ არის რაღაც რიგზე. სარა ნინას ეუბნება, რომ „ანუბისის სახლში“ განძია დამალული და მხოლოდ ის შეძლებს მის პოვნას. პატრისია პოლიციაში მიდის და ჯოის გაუჩინარების შესახებ განცხადება შეაქვს. მისი წასვლის შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი ვიქტორს ურეკავს და უყვება ამას. ვიქტორი მას ავალებს პატრისიას დაურეკოს და დაარწმუნოს, რომ ჯოი კარგადაა. |
9 | გასაღების სახლი (House of Keys) | 2 იანვარი 2011 | ნინა ფაბიანს თავის აღმოჩენის შესახებ უყვება. ისინი ხვდებიან, რომ განძი სახლშია დამალული, პირველი მინიშნება კი მერვე კიბის ქვეშ იმალება. მიკი ალფის ურტყამს რის გამოც ბიჭი ფეხს დაიზიანებს. ემბერი ალფის უვლის. პოლიციელი პატრისიას ურეკავს და არწმუნებს, ვითომ ჯოის ელაპარაკა და ის ცოცხალი და საღ-სალამათია. მიკი ემბერს საჩუქარს ჩუქნის, რაც გოგოს ძალიან მოსწონს და ისინი შერიგდებიან. ამის აღსანიშნავად ისინი საღამოს წვეულების გამართას აპირებენ. იმისთვის, რომ უფრო მეტად დამშვიდდეს, მასწავლებლები ჯოისგან პატრისიას ყალბ მესიჯს უგზავნიან, სადაც „ჯოი“ მას წერს, რომ იგი კარგადაა. ნინა და ფაბიანი ღამით მერვე კიბის ქვეშ მიდიან და გასაღებს პოულობენ, თუმცა ვერ ხვდებიან რისი გასაღებია. ამ დროს ვიქტორს ხმაური შემოესმება და ქვემოთ ჩადის. ნინა სასწაულებრივად გადარჩება, რადგან მერვე კიბეზე ვიქტორს ფეხი აუცურდება და უკან ოთახში ბრუნდება. იგი ტრუდის ეუბნება, რომ სულელი ლაწირაკები რაღაცას გეგმავენ და ამის გამო ვიღაც დაისჯება. |
10 | აღმოჩენის სახლი (House of Discovery) | 10 იანვარი 2011 | ვიქტორი სხვენის კარზე ერთგვარ ხაფანგს ტოვებს, რათა გაარკვიოს ადის თუ არა ვინმე სხვენში. ვიქტორი ბავშვებს ეუბნება, რომ გაარკვევს ვინ რას გეგმავს. მარა პატრისიას გამოუტყდება, რომ მიკი მოსწონს. ამას ემბერი იგებს. პატრისია ნინას დღიურს კითხულობს, სადაც ნინა მასზე ცუდ რაღაცებს წერს და ცოფდება. ნინა და ფაბიანი სხვენში ადიან და ვიქტორის ხაფანგი ამოქმედდება. ემბერი მარას ეუბნება მიკისგან თავი შორს დაიჭიროს. მას აღარ უნდა მარასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრება და პატრისიას სთხოვს ოთახი გაუცვალოს. ნინა და ფაბიანი სხვენში ძველ ზარდახშას პოულობენ. ვიქტორი ხვდება, რომ სხვენში ვიღაც იყო ასული. |
11 | თავდაცვის სახლი (House of Hyper) | 10 იანვარი 2011 | შუა წვეულების დროს ვიქტორი მოსწავლეებს დაკითხვას უწყობს, რათა გაარკვიოს ვინ მოიპარა მისი კაბინეტიდან სხვენის გასაღები. ნინა ტყუილს ვერ ამბობს და გამოტყდება, რომ ეს მან ჩაიდინა, თუმცა ამ დროს მის დასაცავად ფაბიანიც ამბობს, რომ ეს მან გააკეთა. მას არც სხვა მოსწავლეები ჩამორჩებიან და ერთმანეთის დასაცავად ამ დანაშაულს ყველა თავის თავზე იღებს. ვიქტორი ნამდვილ დამნაშავეს მაინც ვერ პოულობს და ყველას სჯის. ნინას და ფაბიანს ნაპოვნი ცილინდრები ანტიკვარიატის მცოდნესთან მიაქვთ. იგი მათ ეუბნება, რომ ცილინდრებზე შეიძლება რაღაც იყოს ჩაწერილი. პატრისია ანუბისის სახლში ადრე ბრუნდება და იქ იმ პოლიციელს ხედავს, რომელმაც მას დაურეკა. ის მის და ვიქტორის საუბარს ისმენს და იგებს როგორ ამბობს ვიქტორი, რომ ჯოი დამარხულია. |
12 | თაღლითობის სახლი (House of Cheats) | 11 იანვარი 2011 | პატრისია დედამისს ატყობინებს, რომ სკოლის მასწავლებლებმა ჯოი მოკლეს, თუმცა ქალს მისი არ სჯერა. მარა ხვდება, რომ მიკს ფრანგულის საკონტროლოს წერა უჭირს. იგი ითაღლითებს და საკონტროლოს მის ნაცვლად წერს. ამას ჯერომი ამჩნევს. პატრისია მარას უყვება იმის შესახებ რაც მოისმინა, თუმცა გოგოს მისი არ სჯერა. ფაბიანი ახალ აღმოჩენას აკეთებს ჰოროსის თვალის შესახებ. ის ამას ნინას აჩვენებს და ღამით ისინი კვლავ სხვენში ადიან. ისინი ცილინდრებს ჩართავენ და ერთ-ერთი მათგანი საშინელი ყვირილის ხმას გამოსცემს, რომელიც სახლის ყველა მოსახლეს ესმის. ვიქტორი სხვენში ადის და სადაცაა ის ნინას და ფაბიანს გამოიჭერს. |
13 | ჭორების სახლი (House of Rumors) | 11 იანვარი 2011 | ნინა და ფაბიანი საიდუმლო პანელის უკან იმალებიან და ვიქტორი მათ ვერ პოულობს. ღამით ისინი ოთახებში ბრუნდებიან. ემბერი ამას ამჩნევს და ჭორს აგორებს იმის შესახებ, რომ ნინა და ფაბიანი ერთმანეთს ხვდებიან. მეორე დღეს დრამის გაკვეთილის დროს პატრისია ხედავს, რომ მას იდუმალი კაცი უთვალთვალებს და შეშინდება. ემბერი ნინას გამოიჭერს და ხვდება, რომ იგი რაღაცას მალავს. ნინა იძულებულია მას ყველაფერი მოუყვეს იდუმალების შესახებ. ღამით სხვენში ნინასთან და ფაბიანთან ერთად ემბერიც ადის. ისინი სხვენში ადიან და პატარა სარას ჩანაწერებს უსმენენ. ემბერი ხმაურს ტეხს და ეს ხმაური ვიქტორსაც ესმის. ემბერი თავის დაძვრენას ახერხებს და ამბობს, რომ სამზარეულოში მიდის საჭმელად. პატრისიას ღამით კოშმარი ესიზმრება და გაღვიძებისას ხედავს, რომ მის საწოლთან კვლავ ის იდუმალი კაცი დგას. ის ისტერიკას მართავს. |
14 | აბეზარების სახლი (House of Intrudens) | 12 იანვარი 2011 | პატრისია ყველას არწმუნებს, რომ სახლში უცხო კაცი დაინახა, თუმცა ვიქტორი ვერავის ვერ პოულობს. მეორე დღეს იგი ჯოის ისტორიას ახალ მასწავლებელს - ჯეისონ უინკლერს უყვება. ემბერი ნინას და ფაბიანს ეუბნება, რომ სახლის საიდუმლოს ამოხსნას მხოლოდ ისინი ცდილობენ, ამიტომაც ისინი კლუბად ითვლებიან, რომელსაც დღეიდან «სიბუნა» ერქმევა („ანუბის“ შებრუნებულად). ნინა, ფაბიანი და ემბერი ღამით კვლავ სხვენში ადიან და ჩანაწერებს უსმენენ. იქ პატარა გოგონა ამბობს, რომ სახლის ზედამხედველმა მისი მშობლები მოკლა. ნინა შოკშია. |
15 | დამამტკიცებელი საბუთის სახლი (House of Proof) | 12 იანვარი 2011 | მიკს არ მოსწონს, რომ ემბერი მის ახალი მეგობრებთან ერთად სადღაც უჩინარდება ხოლმე. პატრისია და ჯეისონ უინკლერი დამამტკიცებელ საბუთებს პოულობენ, რომ ჯოის გაუჩინარებაში მართლაც ურევია მასწავლებლების ხელი. ემბერი „სიბუნას“ ცერემონიას მართავს, სადაც ის, ნინა და ფაბიანი ფიცს დებენ, რომ კლუბის საიდუმლოს არავის გაუმხელენ. ამ დროს სხვენში ნაპოვნი ერთ-ერთი მინიშნება გაიხსნება. ისინი მას კითხულობენ, სადაც წერია „როდესაც დღე შუა დღისას დასრულდება, შუშის ცრემლების წყალობით თვალი მას დაინახავს“, თუმცა ისინი ვერ ხვდებიან ეს რას უნდა ნიშნავდეს. |
16 | დაპირისპირების სახლი (House of Confrontation) | 13 იანვარი 2011 | იდუმალი კაცი, რომელიც პატრისიას უთვალთვალებს მას შეხვდება და ეუბნება, რომ იგი დეტექტივი რენე ზელდმანია. ის მას თავის სავიზიტო ბარათს უტოვებს და ეუბნება, მე შემიძლია დაგეხმარო ჯოის პოვნაშიო. სიბუნას წევრები კვლავ იმ გამოცანაზე ფიქრობენ, რომელიც მინიშნებაში ეწერა. ჯეისონი ერიკს დამამტკიცებელ საბუთებს აჩვენებს და ეკითხება, მითხარით რა გაუკეთეთ ჯოისო. ერიკი შეშინდება და მას ვიქტორთან გაუშვებს დასალაპარაკებლად. ემბერს მიკთან პაემანი ავიწყდება. ამის გამო მიკი გოგოს ყველას თვალწინ ეუბნება, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებულია. ემბერი სრულიად შემთხვევით მიახვედრებს ფაბიანს გამოცანის პასუხს. მისი პასუხია: „დაისი“, ანუ მზის ჩასვლა. პატრისია ელოდება როდის გამოვა ჯეისონი ვიქტორის კაბინეტიდან, რათა ბოლო-ბოლო მის კითხვებს პასუხი გაეცეს, თუმცა მისდა გასაოცრად ჯეისონი რაკეტასავით გამვოარდება კაბინეტიდან და სახლიდან გარბის. გოგო ვერ ხვდება მას რა ბზიკმა უკბინა, ვიქტორი კი კაბინეტიდან გამოდის და პატრისიას ირონიულად ეუბნება, როგორც ჩანს შენ პატარა პრობლემების შემქმნელი ხარო. |
17 | განგაშის სახლი (House of Alarms) | 13 იანვარი 2011 | მეორე დღეს სკოლაში პატრისია ჯეისონისგან ცდილობს ინფორმაციის მიღებას, თუმცა კაცი მას ეუბნება, რომ ჯოი უბრალოდ სახლში წავიდა და ამაში უცნაური არაფერია. პატრისია უკვე ყველა მასწავლებელს ეჭვის თვალით უყურებს და არ იცის ვის უნდა ენდოს. ნინა და ფაბიანი ხვდებიან, რომ შუშის ცრემლები ანუბისის სახლის ძველი ჭაღია. პატრისია რენე ზელდმანს ურეკავს და ეუბნება, რომ მისი დახმარება სჭირდება. ნინა შუა დღეს ელოდება. როდესაც საათი 12:00-ს ჩამოკრავს ფანჯრიდან მზის სხივი შემოდის და ჭაღზე ეცემა. ჭაღი სინათლეს აირეკლავს და შუშის ცრემლების წყალობით ნინა იმ ადგილთან მიჰყავს, სადაც მომდევნო მინიშნება იმალება. ნინა ფაბიანს და ემბერს უყვება ამის შესახებ. ამ დროს ცილინდრი ირთვება, სადაც გოგო ამბობს, რომ იმ კაცის და უფრო მეტად მისი ყვავის - კორბიერის ეშინია. მას ჰგონია, რომ მშობლები მან მოუკლა თუმცა ვერაფერს დაამტკიცებს. ამ დროს ცილინდრში ვიქტორის ხმა ისმის და სიბუნას წევრები შოკირებულები არიან. |
18 | ცეცხლის სახლი (House of Flames) | 14 იანვარი 2011 | პატრისია ნინას მედალიონს ხედავს და ხვდება, რომ ეს სწორედ ის ჰორუსის თვალია, რომლის შესახებაც მას რენე ზელდმანმა უთხრა. პატრისია მედალიონს იპარავს, თუმცა მას ემბერი ხედავს. იგი გოგოს სთხოვს ნინას არაფერი უთხრას, თუმცა ემბერი საიდუმლოს ვერ ინახავს და ნინას ყველაფერს უყვება. დაფნი ენდრიუსი ფაბიანს დიკტაფონს წაართმევს, სადაც სხვენის ცილინდრებიდან არის ჩაწერილი გოგოს ხმა. სიბუნას წევრები ახალ მინიშნებაში კიდევ ერთ გამოცანას პოულობენ, სადაც წერია: „ქეტი არის საპოვნელი ადგილი. მანდ ცეცხლის შუქის დროს უკან გაიხედეთ“. დაფნი ენდრიუსი სადაცაა ფაბიანის დიკტაფონს მოუსმენს, რომ ფაბიანი შემოდის და მასწავლებელი მას უბრუნებს. ღამით, საიდუმლო საზოგადოების წევრები იკრიბებიან. ვიქტორი, ერიკი, დაფნი, პოლიციელი და კიდევ ორი ადამიანი შელოცვის სიტყვებს: „ჩვენ ჩვენს თავს ანხს ვუძღვნით სამუდამოდ“ წარმოსთქვავენ. ვიქტორი ამბობს, რომ მათ კლანში ახალი წევრი ჰყავთ, რომელიც მოღალატის ადგილს დაიკავებს. ეს არც მეტი არც ნაკლები ჯეისონ უინკლერი აღმოჩნდება. |
19 | საიდუმლო გასასვლელის სახლი (House of Passages) | 14 იანვარი 2011 | პატრისია ემბერს თავზე წყალს ასხამს იმისთვის, რომ მისი საიდუმლო არ შეინახა. რენე ზელდმანი პატრისიას სთხოვს მედალიონიანი გოგო (ნინა) მას მიუყვანოს. დაფნი პატრისიას მობილურს წაართმევს და ხედავს, რომ მას ვინმე R.Z.-სთან (რენე ზელდმანი) აქვს კავშირი. იგი მაშინვე ვიქტორთან მიდის და ამას აჩვენებს. ვიქტორი ცოფდება და ამბობს, რომ მოღალატე - რუფუს ზინო დაბრუნდა. სიბუნას წევრები სარას მოსანახულებლად მიდიან, თუმცა იქ რენეს(რუფუსს) ხედავენ. ისინი ვერ ხვდებიან ვინ არის ეს კაცი. ნინას მედალიონი სარდაფში ჩასასვლელ საიდუმლო კარს აღებს. სიბუნას წევრები სარდაფში ჩადიან და რაიმე ახალ მინიშნებას ეძებენ. ისინი კიდევ ერთ ნაწილს პოულობენ, ამ დროს სარდაფში ვიქტორი ჩადის. ბავშვები კარადაში იმალებიან და ხედავენ როგორ სვამს ვიქტორი რაღაც სითხეს. სადღეგრძელოდ კი ამბობს: „სიცოცხლეს გაუმარჯოსო“. |
20 | მოტაცების სახლი (House of Kidnap) | 14 იანვარი 2011 | ემბერი, ნინა და ფაბიანი კარადიდან გამოდიან როდესაც ვიქტორი სარდაფიდან მიდის. ისინი ცდილობენ გაარკვიონ რა დალია ვიქტორმა, თუმცა ამ დროს საშინელი კივილის ხმა ესმით და იქიდან გარბიან. ემბერი ნინას ეუბნება, რომ მისი აზრით ეს მაქციის ხმა იყო, თუმცა ამ დროს კატა გამოჩნდება და ხვდებიან, რომ ეს მისი ხმა იყო. ვიქტორი კატას ეძებს თუმცა მას ვერსად პოულობს. პატრისია ნინას ატყუებს, რომ მის ერთ-ერთ ნაცნობს მისი მედალიონის ნახვა უნდა, რადგან ჰგონია, რომ იგი ძალიან ძვირფასია. ნინა თანხმდება, რომ ის მას შეხვდება. ემბერი კატას ვერსად პოულობს და ძალიან ღელავს. ნინა და პატრისია რენესთან(რუფუსთან) შესახვედრად მიდიან და როდესაც დანიშნულ ადგილას მივლენ ხედავენ, რომ მას ვიქტორი გათიშავს და მანქანაში ტენის. ნინა იმ კაცს სცნობს და ამბობს, რომ სარასთან სწორედ ის კაცი იყო მისული. პატრისია ხვდება, რომ ვიქტორმა რუფუსი მოიტაცა და ვერ ხვდება ახლა ჯოი როგორ უნდა იპოვოს. |
21 | გათავისუფლების სახლი (House of Catnap) | 18 იანვარი 2011 | ამ წუთიდან პატრისიაც სიბუნას წევრი ხდება. ბავშვები მას ყველა საიდუმლოს შესახებ უყვებიან. ემბერი არკვევს, რომ ვიქტორი ცხოველებზე ატარებს ცდებს. ის და პატრისია გადაწყვეტენ სარდაფში ჩავიდნენ და კატა გადაარჩინონ, სანამ ვიქტორს ის არ მოუკლავს. ისინი ჩადიან კიდეც, თუმცა იქ კატის ნაცვლად უკვე ფიტულს ხედავენ. ემბერი შოკშია როდესაც ხვდება, რომ ვიქტორმა კატა მოკლა. ის ყვირის და ტრუდის ყველაფერს უყვება. ჯეისონი ძველ ეგვიპტეზე სპექტაკლის დადგმას გადაწყვეტს. ემბერი სცენარისტობას გადაწყვეტს და სარა ფრობიშერ სმაიტის ისტორიას აიღებს საფუძვლად. ტრუდი და ბავშვები ვიქტორს შეეწინააღმდეგებიან და ბრალდებებს წაუყენებენ. ვიქტორი ცოფდება და ისინი სარდაფში ჩაჰყავს, რათა თავისი „უდანაშაულობა“ დაამტკიცოს. ბავშვები შოკში არიან, რადგან სარდაფში ვეღარაფერს ვერ პოულობენ, რაც აქამდე ნახეს. ტრუდის ჰგონია, რომ ბავშვებმა ის მოატყუეს, მიუხედავად იმიას, რომ ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ. ვიქტორი ტრუდის აღარ ენდობა და მას სამსახურიდან ათავისუფლებს. |
22 | სათვალთვალო კამერების სახლი (House of Cameras) | 19 იანვარი 2011 | ტრუდი სახლს ტოვებს. ვიქტორი მთელს სახლში სათვალთვალო კამერებს აყენებს. მარა და მიკი ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტულ ვიქტორინაში. მარა გაიმარჯვებს და ამის გამო მიკი მას თაღლითს უწოდებს. მოგვიანებით პატრისია მიკს ეუბნება, რომ მარას მშობლები სპორტსმენები არიან და ამიტომ იცოდა ყველაფერზე პასუხი. მიკი გაოგნებულია და მარას პატიებას სთხოვს. ნინა ფაბიანს ეუბნება, რომ აღმოჩენა გააკეთა. ის მას ძველ სტატიებს აჩვენებს ფრობიშერ სმაიტების შესახებ და ეუბნება, რომ ისინი ახლა ფარაონი ტუტანჰამონის სამარხიდან მოპარულ განძს ეძებენ. |
23 | რიცხვების სახლი (House of Numbers) | 19 იანვარი 2011 | მოსწავლეები ვიქტორს ულტიმატუმს უყენებენ და ეუბნებიან, რომ სანამ სათვალთვალო კამერებს არ ჩამოხსნიან და ტრუდის არ დააბრუნებენ სკოლაში არ წავლენ. ვიქტორი მათ სკოლიდან გარიცხვით ემუქრება და შეშინებული მოსწავლეები მაშინვე სკოლაში მიდიან. მისი მუქარის მხოლოდ ნინას, პატრისიას და ფაბიანს არ ეშინიათ. ემბერი მიკის მამას უყვება თუ რა გაუკეთა მათ ვიქტორმა. მიკის მამა სვიტს ემუქრება, რომ თუ კამერებს არ მოხსნიან და ტრუდის არ დააბრუნებენ, მაშინ მიკს სკოლიდან წაიყვანს, ის კი მათ დიდ თანხას უხდის. სვიტს სხვა გამოსავალი არ რჩება და ვიქტორს უბრძანებს ამის გაკეთებას. ფაბიანი მომდევნო მინიშნებას ამოხსნის და პასუხად „1922“-ს პოულობს. ნინა სარკოფაგში კიდევ ერთ მინიშნებას პოულობს, სადაც წერია: „იგი შესაკრავითაა შეკრული. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც გუშინდელი დღე ხვალინდელს მისდევს“.ნინა, პატრისია და ფაბიანი სარდაფის გვერდით ოთახს ათვალირებენ და 1922 წელს გადაღებულ ფოტოს პოულობენ, სადაც ვიქტორია ასახული და რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ახლა - 2011 წელს. |
24 | შიშის სახლი (House of Scares) | 20 იანვარი 2011 | ვიქტორი კამერებს ჩამოხსნის, თუმცა ბავშვებს ეუბნება, რომ თვალები ჯერ კიდევ აქვს და მათ თვალს არ მოაცილებს. ნინა და ფაბიანი ხვდებიან, რომ ვიქტორს სიცოცხლის ელექსირი აქვს და ამიტომ არ ბერდება. სიბუნას წევრები სარდაფში ჩასვლას გადაწყვეტენ. ამას ჯერომი იგებს და ალფის ეუბნება, რომ მაგარი ხუმრობის დრო დადგა. ტრუდის ანუბისის სახლში აბრუნებენ. მიკი და მარა ერთმანეთს ჰკოცნიან. სიბუნას წევრები სარდაფში ჩადიან, სადაც მათ რაღაც ხმაური შემოესმებათ. ისინი ხედავენ როგორ იღება კარადის კარი და იქიდან ორი ზომბი გამოდის. |
25 | გაყალბების სახლი (House of Fakers) | 20 იანვარი 2011 | სიბუნას წევრები საშინლად ყვირიან და სახლს ტოვებენ. ამ დროს ეს „ზომბები“ ნიღბებს იხსნიან და აღმოჩნდება, რომ ეს ჯერომისა და ალფის ხუმრობა იყო. ფაბიანი და პატრისია სარდაფიდან წამოღებულ ელექსირს წვენის ბოთლში ასხამენ, რათა ამაზე ვერავინ იეჭვოს. ისინი აპირებენ გაარკვიონ, რისგან შედგება ეს სითხე. ჯერომი და ალფი დაბალკლასელ ბავშვებს ასულელებენ და მათ ფულს სძალავენ, თუმცა ჯეისონი მათ ხუმრობას მიუხვდება და მწარედაც დასჯის. მიკი ჯერომს და ალფის ეუბნება მასზე და მარაზე სისულელეები არ ილაპარაკონ, რადგან მას მარა არ მოსწონს და არც არასდროს მოეწონება. ნინა სარას ვიქტორის ფოტოს აჩვენებს. ქალი შოკში ვარდება და ნინას ეუბნება, რომ მისი მშობლები სწორედ მან მოკლა. |
26 | იდენტურობის სახლი (House of Identity) | 21 იანვარი 2011 | ნინა მეგობრებს უყვება, რომ სარამ ვიქტორი იცნო და თქვა, რომ მისი მშობლები მან მოკლა. მარა იმიჯს იცვლის მიკის სიტყვების გამო და „ცუდი გოგო“ ხდება. მისი დანახვისას ყველა პირ ღია რჩება. სპექტაკლის რეპეტიციისას ემბერს წამოსცდება, რომ სცენარს სარას ისტორიაზე წერენ. ნინა თავს დაიძვრენს და ჯეისონს ეუბნება, რომ სარა ქალია, რომელიც მუზეუმში მუშაობს. ალფი თავისი ზომბის ნიღაბს ვერსად პოულობს და ხვდება, რომ ის სარდაფში დარჩა. იგი იქ ჩადის ნიღბის ამოსატანად, თუმცა უკან ამოსვლას ვეღარ ახერხებს და მთელი ღამის იქ გატარება უწევს. ღამით, სარდაფში კვლავ ვიქტორი და მისი კლანის წევრები ჩადიან. ალფი მათ ხედავს და შოკში ვარდება. |
27 | სასწრაფო დახმარების სახლი (House of Emergency) | 21 იანვარი 2011 | ჯერომი მეგობრებს ეუბნება, რომ ალფი რამდენიმე საათია სარდაფშია გამოკეტილი. ისინი მის დასახმარებლად მიდიან და შოკირებულ ალფის პოულობენ, რომელიც დამუნჯებულია და ხმას ვერ იღებს. ალფის მთელი ღამე ციებ-ცხელება აწუხებს და ახსენდება, თუ რა დაინახა სარდაფში. მას შეტევა ემართება და ნინა შემთხვევით იმ „წვენს“ დაალევინებს, სადაც პატრისიამ ელექსირი ჩაასხა. ამის გამო ალფის მდგომარეობა უარესდება და გონს კარგავს. ალფი მაშინვე საავადმყოფოში გადაჰყავთ. ვიქტორი ანუბისის სახლის მოსახლეებს დაკითხვას უწყობს, რათა გაარკვიოს რა მოხდა. ჯერომი პატრისიასგან მოითხოვს უთხრას, რა მოხდა სარდაფში. ნინას მეტი აღარ შეუძლია, სიბუნას წევრებს მედალიონს აძლევს და ეუბნება, რომ ის კლუბიდან მიდის. |
28 | შეხვედრის სახლი (House of Reunion) | 24 იანვარი 2011 | ექიმები ანუბისის სახლის მაცხოვრებლებს ატყობინებენ, რომ ალფის ჭურჭლის სარეცხი სითხე დალია და ამიტომ გახდა ცუდად. პატრისია და ჯერომი საავადმყოფოში მიდიან ალფის მოსანახულებლად. ნინა ხვდება იმ გამოცანის პასუხს, სადაც გუშინდელი დღე ხვალინდელს მისდევს. ეს ლექსიკონია. ფაბიანი ნინას არწმუნებს, რომ მის გარეშე სიბუნა უძლურია, ამიტომ გოგო კლუბში დაბრუნდება. სიბუნას წევრები შესაკრავით შეკრულ ლექსიკონს პოულობენ, რომელიც ნინას მედალიონით იხსნება, თუმცა შიგნით მხოლოდ სიცარიელეს ხედავენ. მარა ხედავს როგორ ვარჯიშობენ ერთად მიკი და მის რობინსონი. ის ეჭვიანობს და მათ ფოტოებს უღებს. პატრისია საავადმყოფოში რუფუსს ხედავს, რომელიც გაბრუებულია. იგი რუფუსს მოიტაცებს და ნინას დახმარებას სთხოვს. |
29 | გახსენების სახლი (House of Memories) | 24 იანვარი 2011 | ექიმი ვიქტორს ატყობინებს, რომ რუფუსი გაუჩინარდა. მარა მისტერ სვიტს მიკისა და მის რობინსონის სურათს უგზავნის და სწრეს, რომ მასწავლებელს თავის მოსწავლესთან აქვს რომანი (რაც ასე არ არის). პატრისიას რუფუსი ფარეხში მიჰყავს, სადაც ის გონს მოდის და პატრისიას, ემბერს, ნინას და ფაბიანს ხვდება. რუფუსი სიბუნას წევრებს ეუბნება, რომ მედალიონი დაწყევლილია. ჰორუსის თვალი ბოროტ თვალს წარმოადგენს და იგი შესაძლოა ბოროტებას იცავდეს. ალფი გამოჯანმრთელდება და სახლში ბრუნდება. მეორე დღეს პატრისია აღმოაჩენს, რომ რუფუსი გაიქცა. ალფის ახსენდება რა დაინახა სარდაფში. ნინა და ფაბიანი კიდევ ერთ გამოცანას პოულობენ სადაც წერია: ჰორუსის თვლების ქვეშ სფერო და სიცარიელეა. მარჯვნივ ორი ბრუნი მარადისობისკენ მიდის, ერთი მარცხნივ კი სიკვდილისკენ. ისინი ხვდებიან, რომ ეს ანუბისის სახლის კიბის მოაჯირია. ასეც აღმოჩნდება და ისინი განძის კიდევ ერთ ნაწილს პოულობენ, თუმცა მოულოდნელად მათ თავზე ვიქტორი დაადგება და ნაწილს წაართმევს. როდესაც კაცი მას კარგად დააკვირდება მას იცნობს და საშინლად ყვირის. |
30 | სპექტაკლის სახლი (House of Drama) | 25 იანვარი 2011 | დგება სპექტაკლის დღე, ყველა ამისთვის ემზადება. ფაბიანთან ბიძამისი მიდის და წიგნს აძლევს სახელად „თვალის აღმოჩენა“. ვიქტორი ერიკს და დაფნის იმ ნაწილს აჩვენებს, რომელიც ნინას და ფაბიანს წაართვა და ეუბნება, რომ ანხის რამდენიმე ნაწილი არსებობს. ფაბიანს ვიქტორის სეიფის კოდი ახსენდება და ნინას აძლევს, რათა სპექტაკლის დროს გოგომ ის გახსნას და წართმეული ნაწილი დაიბრუნოს. ფაბიანი და ნინა წიგნში კითხულობენ, რომ ანხის თასი უკვდავების თასია. თუ ვინმე იქიდან დალევს სიცოცხლის ელექსირს, უკვდავებას მიიღებს. ბოროტ ხელში კი ის ტირანიზმს და დესპოტიზმს გამოიწვევს. მისტერ სვიტი მის რობინსონს მოსწავლესთან რომანის გამო სამსახურიდან აგდებს. პატრისიას წერილი მისდის სადაც წერია „მეოთხე რიგი, მეოთხე ადგილი“. ნინას ჰგონია, რომ ეს რუფუსისგანაა და მისი ადგლის ნომერი წერია, თუმცა როგორ აღმოჩნდება რუფუსი მესამე რიგში ზის. ისინი ვერ ხვდებიან ვინ ზის ამ ადგილას. სპექტაკლი იწყება, ფარდა იხსნება და პატრისია შოკირებული ყვირის, როდესაც ჯოის დაინახავს. |
31 | კოდის სახლი (House of Codes) | 25 იანვარი 2011 | პატრისია ჯოის სახელს დაიყვირებს როდესაც მას დაინახავს, თუმცა როდესაც იმავე დარბაზში ვიქტორს ხედავს მაშინვე შეცვლის ტექსტს და იტყუება თითქოს უბრალოდ ტექსტი დაავიწყდა, საბოლოო ჯამში ჯოის მხოლოდ პატრისია და მოსწავლეები ხედავენ. სპექტაკლში ბევრი რამაა აღებული ვიქტორისა და მისი კლანის ისტორიიდან. ისინი ამას მარტივად ხვდებიან. შესვენების დროს ნინა სახლში გარბის, რათა სეიფი გახსნას და ნაწილი დაიბრუნოს, თუმცა მას კოდი ავიწყდება. ამ დროს ვიქტორიც სახლში ბრუნდება. ნინამ არ იცის რა გააკეთოს. |
32 | რისკის სახლი (House of Risk) | 26 იანვარი 2011 | ნინა ახერხებს და ვიქტორს ემალება. ის ხედავს რა კოდი შეჰყავს ვიქტორს სეიფში და მას იმახსოვრებს. ამ დროს ვიქტორს ერიკი ურეკავს და ატყობინებს, რომ მოღალატე სპექტაკლზე იმყოფება. ვიქტორი ამბობს, რომ ამჯერად მას სამუდამოდ გაანადგურებს. ნინას ჰგონია ,რომ საუბარი ჯოიზეა. იგი სეიფს აღებს და ხედავს, რომ იქ ერთის ნაცვლად ანხის ორი ნაწილი დევს. მას ორივე მიაქვს და სპექტაკლზე ბრუნდება. მისი დასრულების შემდეგ აპლოდისმენტების დროს ვიქტორი ჯოის შეამჩნევს. პატრისია გოგოს უყვირის გაიქეციო. ასეც ხდება, ჯოი გარბის, ვიქტორი კი მას მისდევს. გოგო კაბინეტში იმალება, თუმცა ვიქტორი მას კვლავ პოულობს და ეუბნება, რომ დროა რჩეული კვლავ გაუჩინარდეს. ჯოი ამბობს, რომ არ სურს რჩეული იყოს, თუმცა ვიქტორი მას პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის. ის და დაფნი ჯოის იტაცებენ. |
33 | მოტაცების სახლი (House of Thieves) | 26 იანვარი 2011 | პატრისია ჯოის ვერსად პოულობს და ხვდება, რომ ის ვიქტორმა მოიტაცა. პატრისია რუფუსს ხვდება და ეუბნება, რომ ჯოიმ მას წერილი მისწერა, სადაც შეხვედრას სთხოვს ათ საათზე. ვიქტორი ჯეისონს ეუბნება, რომ სპექტაკლის იდეა მათი კლანის ისტორიას შეეხო. რუფუსი და პატრისია ჯოის ნახევარი საათის მანძილზე ელოდებიან, თუმცა გოგო არსად ჩანს. ისინი ხვდებიან, რომ ჯოი აღარ მოვა. რუფუსის მოთმინების ფიალა იწურება და ის პატრისიას მოიტაცებს. |
34 | გარისკვის სახლი (House of Hazard) | 27 იანვარი 2011 | რუფუსი პატრისიას მიტოვებულ საწყობში ჩაკეტავს. მოგვიანებით ის ერიკს ურეკავს და ეუბნება, რომ პატრისია მოიტაცა. მის სანაცვლოდ მას ჯოი და ელექსირი სჭირდება. ვიქტორი მოსწავლეებს ეუბნება, რომ იპოვის მათ, ვინც მათი სეიფიდან ნივთები მოიპარა. ერიკი დაფნის და ვიქტორს ატყობინებს, რომ რუფუსმა პატრისია მოიტაცა. ვიქტორი უარს ამბობს რუფუსის პირობებზე წასვლაზე. პატრისია რუფუსს დაემალება, მას ზურგიდან დაესხმება თავს და ჰგონია, რომ გათიშავს. თუმცა მოულოდნელად რუფუსი გონს მოდის და მას ხელს ჩაავლებს. |
35 | შარადების სახლი (House of Charades) | 27 იანვარი 2011 | რუფუსი პატრისიას აფრთხილებს, რომ თუ ასეთ რამეს გაიმეორებს, ინანებს. პატრისია მას ეუბნება, რომ სკოლასთან ბეჭედი დააგდო. როდესაც მას ვინმე იპოვის მიხვდება, რომ ის საფრთხეშია. მოსწავლეები იგებენ, რომ პატრისია რუფუსმა მოიტაცა. ნინა და ემბერი პატრისიას გასათავისუფლებლად მიდიან, თუმცა როდესაც საწყობში შედიან, რუფუსს პატრისია ჩუმად გაჰყავს უკნიდან, ნინას და ემბერს კი იქ ჩაკეტავს. |
36 | რანდევუს სახლი (House of Rendezvous) | 31 იანვარი 2011 | ნინა და ემბერი სარდაფში არიან ჩაკეტილები და ვერც დარეკვას ახერხებენ, რადგან ნინამ ტელეფონი სახლში დატოვა, ემბერს კი ანგარიში არ აქვს. ფაბიანი რუფუსის მანქანის კვალს გაყვება და საწყობთან მიდის. იგი ნინას და ემბერს გაათავისუფლებს. დაფნი რუფუსთან შესახვედრად მიდის. მას სიბუნას წევრები ჩუმად მიყვებიან უკან. დაფნი და რუფუსი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. კაცი ელექსირს და ჯოის მისამართს მოითხოვს. მათი საუბრის დროს, ფაბიანი, ნინა და ემბერი რუფუსის მანქანას ჩუმად უახლოვდებიან და კარის გაღებას და პატრისიას გათავისუფლებას ცდილობენ. ამ დროს რუფუსი მანქანაში ჯდება და წასვლას აპირებს. დაფნი პატრისიას გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა ამაოდ. |
37 | გადარჩენის სახლი (House of Rescue) | 31 იანვარი 2011 | რუფუსი მანქანას ძრავს და ის-ისაა წავა, რომ ფაბიანი საბარგულის გახსნას და პატრისიას გადარჩენას ახერხებს. რუფუსი კი ყალბი ელექსირითა და ჯოის ყალბი მისამართით მიდის იქიდან. პატრისია დაფნის ემუქრება სიმართლე მითხარით, თორემ ყველას ყველაფერს მოვუყვებიო. ვიქტორი სიბუნას წევრებს თავის კაბინეტში ჩაკეტავს და კომპიუტერით ჯოის დაალაპარაკებს. ჯოი მათ ეუბნება, რომ ვიქტორი და მასწავლებლები მას რუფუსისგან იცავენ და მათ შეუძლიათ მასწავლებლებს ენდონ. იმავეს უმტკიცებს მათ ჯოის მამაც. დამშივდებული ბავშვები კაბინეტიდან გადიან. ამ დროს კი ვიქტორი და ჯოის მამა გახარებულები არიან, რადგან მოსწავლეებმა ჯოის მიერ ნათქვამი ტყუილი დაიჯერეს. |
38 | დაკავების სახლი(House of Arrest) | 1 თებერვალი 2011 | ნინა და ფაბიანი ვიქტორის კაბინეტში ალფის ანალიზის პასუხებს ეძებენ, რათა გაარკვიონ რა დალია სინამდვილეში ალფიმ. როგორ აღმოჩნდება ეს უბრალოდ ბალახების ნარევი იყო. ისინი ხვდებიან, რომ არანაირი ელექსირი არ არსებობს, თუმცა მაინც რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ჯერომი და მარა დაახლოვდებიან. ფაბიანს ჩანთიდან ანხის ერთ-ერთი ნაწილი გადმოუვარდება, რომელსაც ალფი იპოვის. სკოლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატებად მარა, ემბერი და ამელია პინჩესი სახელდებიან. ფაბიანი ხვდება, რომ ერთ-ერთი ნაწილი დაკარგა. ღამით სიზმარში ნინა სარას ხედავს, რომელიც ეუბნება, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და რიცხვებს უმეორებს: 11, 01, 01, 19, 15. ნინა ვერ ხვდება ეს რას უნდა ნიშნავდეს. |
39 | გაცოცხლების სახლი (House of Hoaх) | 1 თებერვალი 2011 | ფაბიანი ნინას ატყობინებს, რომ ერთ-ერთი ნაწილი დაკარგა და მას ბოდიშს უხდის. ნინა მას უყვება უცნაური სიზმრის შესახებ. ჯეისონი გაკვეთილებზე მოსწავლეებს ეგვიპტური რიცხვების მნიშვნელობას უხსნის. პატრისიას რუფუსი ელანდება და კლასს ყვირილით ტოვებს. ალფი პატრისიას ნაპონს ნაწილს აჩვენებს. პატრისია მას მაშინვე სცნობს და ალფის მას ჩუმად მოპარავს. ნინა ხვდება რასაც ნიშნავს სარას მიერ წარმოთქმული რიცხვები. ის მინიშნებაში ამ რიცხვებს კრიფავს. ამ დროს ძლიერი მიწისძვრა იწყება. ნინა მეგობრებს ეუბნება, მგონია, რომ სახლი ცოცხლდებაო. |
40 | დროის სახლი (House of Time) | 2 თებერვალი 2011 | სიბუნას წევრები ამ მინიშნებით ახალ გამოცანას პოულობენ: „მამაჩემის მამა ამაყად დგას. მისი სახე და ხელები ერთად გარშემო ისიდას და ოსირისის წრეებს ქმნის. მათი შვილი ჰორუსი კი თითს ჩემსკენ იშვერს. ალფი ხვდება, რომ ჯერომს მარა გულში ჩაუვარდა. ალფი ხედავს, რომ ფაბიანს ის ნაწილი აქვს, რომელიც მას მოპარეს. ის ბიჭს უთვალთვალებს და ხედავს, რომ ახალი მინიშნების პოვნას ცდილობს. ფაბიანი საათს გატეხავს და დაიმალება. ვიქტორი ალფის შეუსწრებს და საათის გატეხვას მას აბრალებს. ნინა მეორე მინიშნებაში თავის საკუთარ რიცხვებს წერს. როდესაც ბოლო რიცხვს ჩაწერს, სახლი კვლავ ზანზარს იწყებს. სიბუნას წევრები შოკში რჩებიან, როდესაც კედელზე რაღაცას ხედავენ. |
41 | უცხოპლანეტელების სახლი (House of Aliens) | 2 თებერვალი 2011 | კედელზე იწერება ერთი მინიშნება „გააღვიძეთ ხმა“, თუმცა ბავშვები ვერ ხვდებიან ეს რას ნიშნავს. სარა ნინას ეუბნება, რომ იგი განძის პოვნას შეძლებს, რადგან მას ძალა გააჩნია. ალფის გონია, რომ მისი მასწავლებელი უცხოპლანეტელია და მას თავს ესხმის. მარა და მიკი შეყვარებულები ხდებიან. ნინა გადაწყვეტს სარას რჩევას დაუჯეროს და სახლს მოუსმინოს. იგი სხვენში ძველ გაზეთს პოულობს, სადაც სარა, რუფუსი და ვიქტორი ერთად არიან გამოსახულები. იგი ვერ ხვდება რატომ დაბერდა სარა, ვიქტორი და რუფუსი კი არა. |
42 | ნიღბების სახლი(House of Masks) | 3 თებერვალი 2011 | ნინა მეგობრებს უჩვენებს ფოტოს და ამბობს, რომ ეს ელექსირის არსებობას ამტკიცებს. ფაბიანი და პატრისია ნინას ეუბნებიან, რომ ალფის საიდუმლოს რაღაც ნაწილი გაუმხილეს. სიბუნას წევრები გადაწყვეტენ კვლავ სარდაფში ჩავიდნენ და ნამდვილი ელექსირი ამოიტანონ. ისინი ალფის გაუმხელენ, რომ იგი საავადმყოფოში მათ გამო მოხვდა. ალფის სურს მათი კლუბის წევრი გახდეს ამიტომაც სარდაფში ის და ფაბიანი ჩადიან ელექსირის ამოსატანად. იქ ალფის ყველაფერი ახსენდება, რაც მაშინ დაინახა სარდაფში და საშინლად ყვირის. |
43 | დევნის სახლი (House of Pursuit) | 3 თებერვალი 2011 | ალფის ყვირილის გამო ფაბიანს შემთხვევით ელექსირის ბოთლი დაუვარდება და გაუტყდება. როდესაც ვიქტორი იგებს, რომ სპექტაკლის იდეა ბავშვებს ქალმა მიაწოდა რომელსაც სარა ჰქვია ეჭვი უჩნდება, რომ ეს შეიძლება ის სარა იყოს. ალფი ბავშვებს უყვება თუ რა დაინახა მან სარდაფში. ვიქტორი არკვევს სად იმყოფება სარა. ნინა კიდევ ერთ გამოცანას პოულობს, სადაც წერია: „იმისთვის რომ წარსულის საიდუმლო იპოვო, გაიხედეთ შუშის წყალობით სამყაროს გარეთ“. ვიქტორი სარას პოულობს. მისი დანახვისას სარა შოკში ვარდება. |
44 | გუშინდელი დღის სახლი (House of Yesterday) | 4 თებერვალი 2011 | ვიქტორი ნინას უკრძალავს მოხუცებულთა სახლში მოხუცების მონახულებას ასე ხშირად. ვიქტორს სარა ანუბისის სახლში მიჰყავს. სარას მისი ბავშვობა ახსენდება. ახსენდება როგორ ეთამაშებოდა მშობლებს და პატარა ვიქტორს. იგი ამბობს, რომ ის და ვიქტორი მეგობრები იყვნენ. ვიქტორსაც ახსენდება როგორ აიძულებდა მამამისი მას ანხის თასის პოვნას და როგორ ემუქრებოდა. სარას ყველაფერი ახსენდება, თუ როგორ წერდა დღიურს და როგორ აკეთებდა მინიშნებებს. შემდეგ კი ვიქტორს ეუბნება, რომ არ იცის სად დამალეს მისმა მშობლებმა ანხის თასი. წასვლის წინ სარა ვიქტორს ყველაფერს პატიობს. მოგვიანებით ნინა ხვდება, რომ სარა ანუბისის სახლში იყო მისული. ღამით ნინას კვლავ ესიზმრება სარა. ქალი მას ეუბნება, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა და ახლა ძიება მან უნდა გააგრძელოს. ნინა ხვდება, რომ სარა გარდაიცვალა. |
45 | იღბალის სახლი (House of Victory) | 4 თებერვალი 2011 | მარა და ემბერი არჩევნებისთვის ემზადებიან. ტრუდი ნინას ატყობინებს, რომ სარა გარდაიცვალა. ნინა მწარედ ტირის. სარას მოვლელი გოგოს იმ ნივთებს აძლევს, რომელიც სარამ მას დაუტოვა. ამ ნივთებში სიბუნას წევრები მოწმობას პოულობენ, სადაც წერია, რომ სარა რუფუსის მშობლებმა იშვილეს მისი მშობლების გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. არჩევნებში მარა გაიმარჯვებს. ვიქტორს ცრემლები წამოუვა, როდესაც იგებს, რომ სარა გარდაიცვალა. ვიქტორი ცერემონიას ატარებს და ღმერთებს მიმართავს, რათა გაიგოს როდის მოვა აღზევების დროს. ეპიზოდის ბოლოს ირკვევა, რომ მიკმა ხმები გააყალბა, რათა მარას გაემარჯვა. ამას ჯერომი იგებს. |
46 | ქრთამის სახლი (House of Bribes) | 14 თებერვალი 2011 | ალფი სიბუნას წევრებს ეუბნება, რომ ჯოის მამა ვიქტორის კლანის წევრია. ჯერომი მარას ეუბნება, რომ მიკმა ხმები გააყალბა რათა მას გაემარჯვა. მარა ყველაფერს გადაამოწმებს და არკვევს, რომ ეს სიმართლეა. სარას ასაფლავებენ. მის დასაფლავებაზე ნინაც მიდის და ვიქტორიც. მარა მიკს ეჩხუბება მისი საქციელის გამო და ეუბნება, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებულია. თუმცა როგორც ირკვევა მარამ სამართლიანად გაიმარჯვა ხმების გაყალბება არ გამხდარა საჭირო. ვიქტორი და რუფუსი ერთმანეთს სარას სახლში შეხვდებიან. ნინა მათ საუბარს ისმენს და იგებს, რომ რუფუსმა და ვიქტორმა წლების წინ მოილაპარაკეს, რომ სარას სახლიდან გააგდებდნენ. რუფუსი ვიქტორს ეუბნება, რომ ჯოი თასის გარეშე გამოუსადეგარია. ვიქტორი კი მას პასუხობს, რომ ჰყავს შვიდი მონა, რომელიც ცერემონიის დასრულებაში დაეხმარება მას. „ჰო, სიცოცხლის სასწორი, ძველი ლეგენდა... თუმცა მხოლოდ მე ვიცი რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. სიმართლე მხოლოდ მე ვიცი. მხოლოდ მე ვიცი რა მოხდება, როდესაც რჩეული და თასი ერთად აღმოჩნდებიან“ - ეუბნება რუფუსი ვიქტორს, შემდეგ კი იქიდან გარბის. |
47 | საწამლავის სახლი (House of Venom) | 14 თებერვალი 2011 | ნინა სიბუნას წევრებს უყვება იმას, თუ რა მოისმინა სარას სახლში. პატრისია ჩუმად ჯოის უკავშირდება და იგებს, რომ ვიქტორი და დანარჩენები ამბობენ, რომ იგი რჩეულია, რადგან მეშვიდე თვის, მეშვიდე დღეს, შვიდ საათზე დაიბადა. სიბუნა სარსდაფში ჩადის იმ დროს, როდესაც კლანის წევრები იქ ცერემონიას ატარებენ. ისინი მათ ყურს უგდებენ და ისმენენ ყველაფერს ანხის თასის შესახებ. ასევე იგებენ, რომ ვიქტორი ელექსირის წყალობით 95 წლისაა, თუმცა არ დაბერებულა. ემბერი შემთხვევით დაილაპარაკებს და ამას კლანის წევრები იგებენ. |
48 | ვარსკვლავების სახლი (House of Stars) | 15 თებერვალი 2011 | ვიქტორი სადაცაა ბავშვებს გამოიჭერს, თუმცა მათ ვირთხა გადაარჩენთ. მას ჰგონია, რომ ეს ხმა ვირთხამ გამოსცა, ამიტომ ისინი თავიანთ საქმეს აგრძელებენ, ბავშვები კი სარდაფს ტოვებენ. მეორე დღეს ვიქტორი ნინას სხვენში გამოიჭერს და ცდილობს გაარკვიოს რატომ ადის გოგო იქ ასე ხშირად. ჯერომი ალფის აიძულებს ყველაფერი უთხრას, რასაც მისი ახალი მეგობრები (სიბუნას წევრები) გაარკვევენ. ჯერომი პატრისიას ტელეფონში რუფუსის ნომერს ხედავს და კაცს უკავშირდება. რუფუსი ჯერომს ბევრ ფულს უხდის, რათა მან ჯაშუშის როლი შეასრულოს და ყველაფერი შეატყობინოს სახლში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. ფაბიანი ხვდება, რომ მომდევნო გამოცანის პასუხი და მინიშნება ტელესკოპია, ამიტომ ის და ნინა იქ მიდიან და ტელესკოპში ახალ გამოცანას პოულობენ: „გაათავისუფლე ძალა და გაანათე გზა შენი. იპოვე ნახევარსფერო რომელიც ქვემოთაა დამალული“. ამ დროს იქ ვიქტორი მიდის და ტელესკოპში იხედება. |
49 | სასოწარკვეთის სახლი (House of Harsh) | 15 თებერვალი 2011 | ვიქტორი გამოცანას ვერ ხედავს და ბავშვებს თავიანთ ოთახებში უშვებს. სიბუნას კლუბი გადაწყვეტს ერთ-ერთი მათგანი სარდაფში ჩავიდეს და ნამდვილი ელექსირი ამოიტანოს. კენჭისყრის მიხედვით ეს ალფიმ უნდა გააკეთოს. ღამით ალფი სარდაფში ჩადის, თუმცა მას ჯერომი უთვალთვალებს და შემოსასვლელში მდგომ სარკოფაგში ჩაკეტავს. |
50 | სინათლის სახლი (House of Lights) | 16 თებერვალი 2011 | რამდენიმე წუთში ჯერომი თავს ალფის მხსნელად გაასაღებს და ბიჭი სარკოფაგიდან გამოჰყავს. იგი მას ეუბნება, რომ შემთხვევით ჩაიარა გვერდით და მისი ყვირილის ხმა გაიგონა. ალფი ბავშვებს სარდაფიდან ამოტანილს ელექსირს აძლევს. ალფი ხვდება, რომ სარკოფაგში ის ჯერომმა ჩაკეტა. ჯერომი მას გამოუტყდება, რომ ეს სიმართლეა და შემდეგ ეუბნება, რომ ვიღაც კაცმა მას ბევრი ფული მისცა იმისთვის, რომ ინფორმაცია მოეპოვებინა. ალფი სიბუნას ცერემონიას გადის და სიბუნას ოფიციალური წევრი ხდება. ნინას რაღაც ეჩვენება და ხვდება, რომ მინიშნების მომდევნო პასუხი ჭაღის ქვემოთ იმალება. იგი კიდევ ერთ ნაწილს და გამოცანას პოულობს, მაგრამ ამ დროს მას თავზე ვიქტორი დაადგება. |
51 | ერთგულების სახლი (House of Allegiance) | 16 თებერვალი 2011 | ნინას ემბერი ეხმარება და გოგო ახერხებს გამოცანის და ნაწილის ჩუმად წაღებას. ნინა და ფაბიანი გამოცანას კითხულობენ, სადაც წერია: ჩემი მტრის სიამაყის კორში დამალულია უკანასკნელი მინიშნება. ფაბიანს ეჭვი უჩნდება, რომ რჩეული შეიძლება ნინა იყოს და არა ჯოი.მიკი და მარა შერიგდებიან. ალფი ჯერომს მინიშნების ნაწილებს უხატავს ფურცელზე, თუმცა როდესაც იგებს, რომ მისი დამკვეთი რუფუს ზინოა, მაშინ ფურცლებს წაართევს და გარბის, თუმცა ეს ფურცლები ვიქტორის ხელში აღმოჩნდება და იგი მიხვდება, რომ ანხის ნაწილები ბავშვებს აქვთ. ნინა და ფაბიანი მიხვდებიან, რომ გამოცანის მომდევნო ნაწილი ვიქტორის ყვავის ფიტულში - კორბიერში იმალება. ასეც აღმოჩნდება და ფინალურ ნაწილზე ხედავენ წარწერას „დასასრული“. ამ დროს ვიქტორი სახლში ბრუნდებ.ა |
52 | პარაზიტების სახლი (House of Pests) | 17 თებერვალი 2011 | ნინა და ფაბიანი ახერხებენ ისე გავიდნენ ვიქტორის კაბინეტიდან, რომ კაცმა ისინი ვერ შეამჩნიოს. ვიქტორს ანუბისის სახლში თაგვები შეჰყავს ამის გამო ბავშვები ერთი დღით საცხოვრებლად სკოლაში გადაჰყავთ, სანამ სახლს მღრღნელებისგან გაწმენდენ. რუფუსი ჯერომს ემუქრება, რომ თუ ის მას ანხის ნაწილებს არ მიუტანს, მაშინ პასუხს მწარედ აგებს. ვიქტორი სარგებლობს იმით რომ ბავშვები სახლში არ იმყოფებიან და მთელს ანუბისის სახლს ჩხრეკს. ის სხვენში საიდუმლო პანელს პოულობს. |
53 | ღალატის სახლი (House of Betrayal) | 17 თებერვალი 2011 | ნინა და ფაბიანი ახერხებენ და სხვენიდან მნიშვნელოვანი სამხილები გააქვთ ისე, რომ ვიქტორი მათ ვერ ამჩნევს. მეორე დღეს ბავშვები სახლში ბრუნდებიან და შოკში არიან ანგრეული ოთახების დანახვით. ჯერომი ალფის გამოცანის ერთ-ერთ ნაწილს წაართმევს. |
54 | გულახდილობის სახლი (House of Revelation) | 18 თებერვალი 2011 | ჯერომი გამოცანის ერთ-ერთ ნაწილს რუფუსს აძლევს. კაცი მას უბრძანებს დანარჩენი ნაწილებიც მიუტანოს, თორემ ინანებს. მარა ემბერს ატყობინებს, რომ სკოლიდ დირექტორმა მას უფლება მისცა გამოსაშვები საღამო გამართონ. ფაბიანი ცდილობს ნინა მეჯლისზე დაპატიჟოს, თუმცა არაფერი გამოსდის. ნინას ჰგონია, რომ ფაბიანს პატრისიასადმი აქვს გრძნობები. ფაბიანი ყველაფერს ხვდება და ნინას ეუბნება, რომ ნაწილები რომლებიც მათ იპოვეს სინამდვილეში ანხის თასის დაშლილი ნაწილებია. ალფი ბავშვებს ატყობინებს, რომ ჯერომმა მას თავისი ნაწილი წაართვა. |
55 | დატვირთული სახლი (House of Heavy) | 18 თებერვალი 2011 | სიბუნას კლუბი ჯერომს აიძულებს რუფუსს დაურეკოს და მოატყუოს, ვითომ ანხის ყველა ნაწილი მას აქვს და მათ ამოსტანად მისი დახმარება დასჭირდება. ღამით ჯერომს რუფუსი სახლში შეჰყავს და სარდაფში ჩაჰყავს. იქ რუფუსი და ვიქტორი მრავალი წლის შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან. რუფუსი ვიქტორის ელექსირისთვის მადლობას უხდის და თან მიაქვს. |
56 | სიჩუმის სახლი (House of Hush) | 19 თებერვალი 2011 | რუფუსი სახლიდან გაქცევას ვერ ახერხებს და იძულებულია ელექსირი გადააგდოს. ასე ვიქტორს ყურადღება გადააქვს და რუფუსიც გარბის. ჯერომი ბავშვებს დაკარგულ ნაწილს უბრუნებს.რუფუსი ჯერომს ეუბნება, რომ თასის აწყობა მხოლოდ განსაკუთრებულ დღესაა შესაძლებელი. ეს დღე 25 წელიწადში ერთხელ დგება და ამ დღეს ღმერთი ანუბისი ღმერთ ამნერისს ემორჩილება და ამნერისის შთამომავალს საშუალება ეძლევა თასი ააწყოს და მას თავისი ძალა და დიდება დაუბრუნოს. სიბუნას კლუბი გადაწყვეტს თასი ააწყონ. ისინი ნაწილებს აერთებენ, თუმცა ამ დროს სახლი ზანზარს იწყებს. |
57 | ჯაშუშების სახლი (House of Spies) | 19 თებერვალი 2011 | სიბუნა თასის აწყობას ვერ ახერხებს და ჯერომი მათ უყვება, რომ მისი აწყობა მხოლოდ განსაკუთრებულ დღესაა შესაძლებელი. რუფუსი ჯერომს მოკვლით ემუქრება. ბიჭი შეშინდება და გადაწყვეტს თასის ნაწილები მოიპაროს, თუმცა მას ნინა გამოიჭერს. პატრისია ხვდება, რომ თასის აწყობა მხოლოდდ რჩეულს, ანუ ჯოის შეუძლია. ფაბიანი ნინას და პატრისიას ატყობინებს, რომ დათქმული თარიღი მათი მეჯლისის ღამით დადგება. ვიქტორი მათ საუბარს ისმენს. |
58 | დაკბენის სახლი (House of Sting) | 19 თებერვალი 2011 | ვიქტორი ერიკს და დაფნის ატყობინებს ყველაფერს. ფაბიანი ნინას გამოსაშვებზე პატიჟებს. გოგო მას თანხმდება. გამოსაშვებზე ემბერს ალფი ეპატჟება. გოგო მას თანხმობას უცხადებს. პატრისია საიდუმლო წერილს იღებს, სადაც წერია რომ ის შუა ღამით საკლასო ოთახში უნდა მივიდეს. გოგოს ჰგონია, რომ წერილი ჯოისგანაა. ის და სიბუნას წევრები ასეც იქცევიან, თუმცა ჯოის ნაცვლად მათ რუფუსი შერჩებათ ხელში, რომელიც მათ მოკვლით ემუქრება, თუ მასწავლებლები ჯოის არ მიუყვანენ. მას ჰგონია, რომ ბავშვებს ანხის ნაწილები თან აქვთ, თუმცა აღმოჩნდება, რომ ნაწილები სიბუნას წევრებმა ჩუმად ჯოის გადასცეს. რუფუსი ცოფდება და მათ წითელი სეთის სასიკვდილო კოღოებით ემუქრება. |
59 | უსასრულობის სახლი (House of Never) | 19 თებერვალი 2011 | ჯოი ბავშვებს ელოდება, რათა ცერემონია დაიწყონ, თუმცა მოულოდნელად მას თავზე ვიქტორი და კლანის წევრები დაადგებიან და ის ძალით მიჰყავთ. ჯეისონ უინკლერი ვიქტორს ატყობინებს, რომ რუფუსს ბავშვები დამწყვდეული ჰყავს და მათი მოკვლით იმუქრება, მაგრამ ვიქტორს არაფრის გაგონება არ უნდა და სურს, რომ მათ ცერემონია ჩაატარონ. მისი კლანის წევრები ცერემონიას იწყებენ. ჯოი თასის აწყობას დაიწყებს. რუფუსი სიბუნას წევრებს ეუბნება, რომ როდესაც ვინმე ანხის თასიდან სიცოცხლის ელექსირს დალევს, ერთ-ერთი მათგანი მოკვდება. ფაბიანი მას ხელს ჰკრავს. რუფუსი დაეცემა და კაფსულა, სადაც წითელი სეთის სასიკვდილო კოღოები იყვნენ გამომწყვდეულები გაუტყდება. კოღოები რუფუსს დაჭამენ. სიბუნას კლუბი სახლში გარბის, რათა მოსალოდნელი ტრაგედია თავიდან აიცილონ. ამ დროს კი აღმოჩნდება, რომ კოღოებმა რუფუსის მოკვლა ვერ მოახერხეს, რადგან მას ანტიდოტი ჰქონდა მიღებული. იგი თვალებს ახელს... |
60 | მარადისობის სახლი (House of Forever) | 19 თებერვალი 2011 | ჯოი თასის აწყობას ვერ ახერხებს, რადგან აღმოჩნდება, რომ იგი რჩეული არ არის.სასოწარკვეთილი ვიქტორი მწარედ ტირის, რადგან ხვდება რომ ერთადერთი შანსი გაუშვა ხელიდან. ნინა ხვდება, რომ რჩეული ის არის, რადგან ის მე-7 თვის მე-7 დღეს, დილის 7 საათზე დაიბადა. იგი თასს ააწყობს და ამბობს, რომ იგი უნდა დამალოს, თუმცა ამ ბოლო დროს რუფუსი გამოჩნდება და ემბერის მოკვლით იმუქრება, თუ თასს მას არ მისცემენ. რუფუსი თასში ელექსირს ასხამს მას სხვამს და ყვირის, რომ მარადისობა ახლა მას ეკუთვნის. ხმაურზე სარდაფში ვიქტორიც ჩადის. რუფუსი ვიქტორს ეუბნება, რომ ის სამუდამოდ იცოცხლებს, რომელიმე ბავშვი კი მოკვდება. ამ დროს ალფი ცუდად ხდება და გონს კარგავს. გახარებული რუფუსი იქიდან გარბის. ამ დროს კი ფაბიანი ყველას ეუბნება, რომ ალფი არ მოკვდება, რადგან რუფუსს ნამდვილი ელექსირი არ დაულევია. მან ელექსირი უბრალო სითხით შეცვალა და რუფუსმაც სწორედ ის დალია. ყველა გადარჩება, რუფუსი კი მოტყუებული რჩება. ნინას სარას სული გამოეცხადება, რომელიც მას სთხოვს თასი შეინახოს და მას გაუფრთხილდეს. ემბერი ნინას და ფაბიანს მეჯლისის მეფედ და დედოფლად ასახელებს. წყვილი ერთანეთს სიყვარულში გამოუტყდება და ერთმანეთს ჰკოცნის. ამ დროს სკოლის ქვემოთ ჩანს ანხის თასი, რომელიც ბრწყინავს და ახალი თავგადასავლის დასაწყისს მიუთითებს.
პირველი სეზონის დასასრული. |
2 სეზონი
რედაქტირებაშექმნა
რედაქტირებაპირველი წარმატებული სეზონის შემდეგ, ამერიკაში მეორე სეზონის გადაღებაც გადაწყვიტეს. გადაღებები 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის იანვრამდე გრძელდებოდა. ამ სეზონში ჩნდებიან ახალი პერსონაჟები, სერიალს კი რამდენიმე ძველი პერსონაჟი ტოვებს.
- ბარკლი დაფილდი მე-15 ეპიზოდიდან სერიალის ძირითად კასტს შეუერთდა. ის სეზონში ორ ეპიზოდში არ ჩანდა (37-38).
- ბობი ლოკვუდი (მიკი) 72 ეპიზოდში არ ჩანდა (13-81, 84-86).
- კლარიზა კლეიტონი (ჯოი) 6 ეპიზოდში არ ჩანს. (31-34, 53-54).
- ალექს სოიერი (ალფი) 2 ეპიზოდში არ ჩანს. (53-54).
- იუჯინ საიმონი (ჯერომი) 2 ეპიზოდში არ ჩანს. (55-56).
ეპიზოდების აღწერა
რედაქტირება(აშშ და დიდი ბრიტანეთი) |
||||
61-62 | 1-2 | მისალმების სახლი/თოჯინის სახლი (House of Hello/House of Dolls) | 9 იანვარი 2012 | მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სკოლაში ბრუნდებიან. პირველივე დღე მათთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდება. მთელი ეს დრო უქმად არც ვიქტორი იჯდა. ის კვლავ ცდილობს ელექსირის დამზადებას. პირველივე დღესვე ბავშვები სხვენში იკრიბებიან, თუმცა მათ ვიქტორი წაასწრებს და მათ თავიანთ ოთახებში აგზავნის. ნინა რამდენიმე წამს მოიგებს და ანხის თასს სხვენის საიდუმლო თაროში დამალავს, რომლის გაღებაც მხოლოდ მისი მედალიონით შეიძლება. ამ დროს ვიქტორიც მოდის და ნინას სხვენიდან აგდებს. ის შემთხვევით თოჯინას პოულობს, რომელიც შეტყობინებას კითხულობს, ის კი ასე ჟღერს: „ის საკითხავში უნდა ეძებოთ. დააჭირეთ ფრთებს რათა იპოვოთ წიგნი. ამ ძველ წიგნში დამალულია სიცოცხლის წყალი და ოქროს ცრემლები“. ამას ნინაც იგებს. ვიქტორი ხვდება, რომ საუბარი ელექსირის საბოლოო ინგრედიენტზეა და ის და ერიკი ხვდებიან, რომ ინგრედიენტი ფრობიშერების ბიბლიოთეკაში შეიძლება იყოს დამალული. ისინი იქ მიდიან და ისიდას წიგნს ეძებენ, თუმცა ვიქტორი ხვდება რომ წიგნი იქ აღარ არის. ამ დროს ბიბლიოთეკაში ნინა და ფაბიანიც მიდიან და მათ საუბარს უსმენენ, თუმცა ვიქტორი მათ გამოიჭერს. |
63-64 | 3-4 | სულების სახლი/შავი წერილის სახლი (House of Spirits/House of Blackmail) | 10 იანვარი 2012 | ვიქტორს ჰგონია, რომ ისიდას წიგნი ნინამ და ფაბიანმა მოიპარეს, ამიტომ გადაწყვეტს მათ თვალი არ მოაცილოს. ნინას ბებია სტუმრად მიდის ანუბისის სახლში და იმის გამო, რომ მისი სასტუმრო დაიტბორა, რამდენიმე დღით იქ დარჩება. ნინას და ფაბიანს ღამით ფარული პაემანი აქვთ სხვენში. ნინა მედალიონით კიდევ ერთხელ ხსნის საიდუმლო თაროს და ფაბიანს ანხის თასს აჩვენებს. შემდეგ კი როდესაც ისინი დასაძინებლად მიდიან, ამ საიდუმლო თაროდან მოჩვენება გამოდის და ნინას საწოლს უახლოვდება. მეორე ღამით ნინას ესმის როგორ ეძახის მას ვიღაც და როგორ იხმობს სხვენისკენ. ნინა სხვენში ადის და მედალიონით კვლავ ხსნის იდუმალ თაროს. ამ დროს ის ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას ხედავს, რომელიც მას მადლობას უხდის გათავისუფლებისთვის, შემდეგ კი ანუბისის ნიშანს ადებს და ეუბნება, რომ თუ ის მას ანუბისის ნიღაბს არ მიუტანს, მაშინ მოკვდება. |
65-66 | 5-6 | მტრობის სახლი/სახეების სახლი(House of Rivals/House of Faces) | 11 იანვარი 2012 | ნინა ფაბიანს უყვება თავისი უცნაური სიზმრის შესახებ. მიკი მარას ატყობინებს, რომ მისი მშობლები ავსტრალიაში გადადიან საცხოვრებლად. ნინა წიგნში ანუბისის ნიღაბის შესახებ ეძებს ინფორმაციას და კითხულობს, რომ ეს მისტიური ნიღაბია, რომელსაც ძველ ეგვიპტეში ფარაონის დაკრძალვისას, ოქროს ცრემლებით სატირლად იკეთებდნენ. ამ დროს ნინას კვლავ მოჩვენების ხმა ესმის, რომელიც მას ნიღბის პოვნას უბრძანებს. ნინას ბებია ფაბიანს აიძულებს ნინას ლექსი დაუწეროს ბიჭი ასეც იქცევა და ჰაიკუს წერს. მას სურს გოგოს ლექსი წაუკითხოს, თუმცა ნინას არ მოსწონს მისი უცნაური საქციელი და ოთახში გარბის. საღამოს მის ოთახში ფაბიანი შედის და მას ეკითხება, რატომ მემალებიო. ნინა დააპირებს მას ისიდას წიგნის შესახებ უთხრას რაღაც, რომ ამ დროს ფაბიანი იმ ღამის მოჩვენებად გადაიქცევა და ეუბნება: „ნიღაბი ახლოსაა, ამას ვგრძნობ. ჰკითხე მას ვინც იცის!“. |
67-68 | 7-8 | მითების სახლი/ღამის კოშმარის სახლი (House of Myths/House of Nightmares) | 12 იანვარი 2012 | ნინა მკლავზე, იქ სადაც მას იდუმალი მოჩვენება ანუბისის ნიშანს ხედავს. ის ფაბიანს უყვება ამას და ნიშანსაც აჩვენებს, რომელსაც ვიქტორიც დაინახავს და შეშინდება. ფაბიანს ნინა ნათლიამისთან ჯასპერ ჩაუდარისთან მიჰყავს, რათა გაარკვიონ რამე იმ მოჩვენებაზე. ჯასპერი ანუბისის ნიშანს ხედავს და მათ უყვება, რომ ეს ძველი ეგვიპტური წყევლაა. პოპის მამამისის პოვნა სურს. ბებიამისი და ნინა ვახშმობენ, როდესაც ოთახში მხიარულ განწყობაზე მყოფი ჯოი და ფაბიანი შემოდიან. ნინა ეჭვიანობს. მოგვიანებით ნინა ემბერს უყვება ამის შესახებ. ამ დროს სარა ფრობიშერ სმაიტის თოჯინის სახლი განათდება და კვამლს გამოუშვებს. ბაშვები ვერ ხვდებიან რაშია საქმე. ოთახში ვიქტორიც შემოდის და ის-ისაა თოჯინის სახლს დაინახავს, რომ ნინას ბებია ვიქტორს ოთახიდან აგდებს. მეორე დღეს ბებია ანუბისის სახლიდან მიდის. ალფი ემბერის სამივე ტესტს წარმატებით ჩაატარებს და მზადაა მისი შეყვარებული გახდეს, თუმცა ემბერს ჯერ სატესტო პაემანზე სურს წასვლა. ღამით ფაბიანსაც ესიზმრება ნინა, რომელიც მოულოდნელად ეგვიპტელ მოჩვენებად გადაიქცევა. ბიჭი შეშინებული გაიღვიძებს და მკლავზე ანუბისის ნიშანს ხედავს. ნინა თოჯინის სახლში რუკას პოულობს. |
69-70 | 9-10 | კომბინაციების სახლი/განშორების სახლი (House of Combinations/House of Heartbreak) | 13 იანვარი 2012 | ფაბიანი ნინას უყვება, რომ მოჩვენება მასაც დაესიზმრა, თუმცა გოგო რომ არ ანერვიულოს, ამბობს რომ მან ნიშნის დადება მისთვის ვერ მოასწრო. მარა მიკის კარადაში ავსტრალიის ბილეთებს პოულობს და ჰგონია, რომ ბიჭი ჩუმად აპირებდა გამგზავრებას. ნინა და ემბერი რუკას მიყვებიან და ხვდებიან, რომ სარდაფში საიდუმლო კარია. ისინი შესასვლელსაც პოულობენ, თუმცა არ იციან კოდი, რომლითაც მისი გაღება შეიძლება. ნინა და ემბერი ორმაგ პაემანზე მიდიან ალფისთან და ფაბიანთან ერთად. თუმცა ალფის გამო პაემანი კრახით დასრულდება. ფაბიანი ნინას ეუბნება, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ და უმჯობესი იქნება თუ ისინი მეგობრებად დარჩებიან. მარა მიკს შორდება, რათა ბიჭმა ავსტრალიაში წასვლაზე თანხმობა განუცხადოს მშობლებს. ფრობიშერების ბიბლიოთეკაში გამოფენა ტარდება, რომელშიც სკოლა გაიმარჯვებს. ყველა გახარებულია, ამ დროს კი ნინა ხედავს, რომ ფაბიანს ანუბისის ნიშანი ადევს და ბიჭს ეჩხუბება, რატომ არაფერი მითხარიო. ამ მომენტში კი ნინა კვლავ მოჩვენებას დაინახავს და ყველას დასანახად გიჟივით ყვირის ვინ ხარო? |
71-72 | 11-12 | გვირაბების სახლი/გამომშვიდობების სახლი (House of Tunnels/House of Goodbye) | 16 იანვარი 2012 | ნინას ყველა გიჟივით უყურებს, თუმცა გოგო თავს იძვრენს და ისე აწყობს ყველაფერს, თითქოს ამ სიტყვებს ფაბიანს ეუბნებოდა. ფაბიანი და ნინა ემბერს ანუბისის ნიშანს აჩვენებენ და ეუბნებიან, რომ ეგვიპტელმა მოჩვენებამ ისინი დაწყევლა და თუ ანუბისის ნიღაბს არ იპოვნიან, მაშინ ისინი მოკვდებიან. ბავშვები საიდუმლო კოდს იგებენ 1980 - წელი როდესაც სახლის დამაარსებელი რობერტ ფრობიშერ სმაიტი დაიბადა. კარი იხსნება და ისინი რობერტის საიდუმლო კაბინეტში აღმოჩნდებიან, სადაც არაერთ საინტერესო რაღაცას პოულობენ. მათ შორისაა ამულეტებიც. მიკი სადილის დროს ყველას აცნობებს, რომ ავსტრალიაში მიემგზავრება. ნინა წიგნის კარადის უკან გვირაბებს ხედავს. ტრუდი ბავშვებს აცნობებს, რომ მიკი ერთადერთი არ არის, ვინც ანუბისის სახლს ტოვებს. იგი გამოფენის კურატორის ასისტენტი გახდება და ამიტომ ანუბისის სახლს ახალი დიასახლისი ეყოლება. ანუბისის სახლის მოსახლეები მიკს გამოსამშვიდობებელ საღამოს უწყობენ, თუმცა მარა იქ არ მიდის და აცრემლებული მიკი იქაურობას ტოვებს. საბედნიეროდ მარა ბოლო წუთს გამოჩნდება. ისინი ერთანეთს ჰკოცნიან და ემშვიდობებიან. ემბერი, ნინა და ფაბიანი კვლავ საიდუმლო კაბინეტში შედიან იმ იმედით, რომ რაიმე ახალს აღმოაჩენენ. ემბერი შემთხვევით წიგნის კარადაზე ერთ-ერთ წიგნს ჩამოწევს, კარადა შემოტრიალდება და ემბერიც მის მეორე მხარეს აღმოჩნდება. ის ყვირის და შველას ითხოვს. |
73-74 | 13-14 | დაცვის სახლი/წერილების სახლი (House of Protection/House of Letters) | 17 იანვარი 2012 | ემბერს რაღაც უცნაური სინათლის სხივი ერთი დღით დააბრმავებს. ნინა და ფაბიანი ხვდებიან, რომ ეს მახეა და მას თავს მხოლოდ იმ ამულეტებით აარიდებენ, რომლებიც კაბინეტში იპოვეს. ისინი გადაწყვეტენ შეამოწმონ და ასეც აღმოჩნდება. სინათლის სხივი ამულეტების წყალობით გაქრება. ანუბისის სახლში ტრუდის შემცვლელი ახალი დიასახლისი ვერა დევენიში მიდის. ჯერომი გადაწყვეტს კერძო დეტექტივი დაიქირავოს იმისთვის, რომ მამამისი იპოვნოს. მოჩვენება ნინას კვლავ გამოეცხადება და იმუქრება, რომ თუ ნიღაბს სასწრაფოდ არ იპოვის, მაშინ ემბერიც დაწყევლილთა რიცხვს შეუერთდება. ვერა ვიღაცას ურეკავს და ატყობინებს, რომ მან სახლში შეაღწია. ნინა და ფაბიანი მეორე გვირაბში გადიან და ხვდებიან თუ როგორ უნდა ამოხსნან მომდევნო დავალება, რათა მომდევნო დერეფანში შეძლონ გასვლა. მათ 12 წიგნი სჭირდებათ, რომლებზეც სიტყვა „ფრობიშერის“ ანაგრამა იქნება. ისინი ამ წიგნის მოსაძებნად ბიბლიოთეკაში მიდიან და მხოლოდ 11 მათგანს პოულობენ, თუმცა არკვევენ, რომ მე-12 წიგნი დაფნი ენდრიუსს აქვს. ჯერომი იგებს, რომ მამამისი ციხეში ზის.
|
75-76 | 15-16 | ამოუცნობი სახლი/თაღლითობის სახლი (House of Who?/House of Frauds) | 18 იანვარი 2012 | ჯერომი მარას სთხოვს მამამისის კრიმინალური წარსულის შესახებ პოპის არაფერი უთხრას. სკოლაში ახალი მოსწავლე ედი მილერი მიდის. ის და პატრისია პირველივე შეხვედრისთანავე აითვალწუნებენ ერთმანეთს და ჩხუბობენ. ემბერი და ნინა დაფნის მეთორმეტე წიგნს პარავენ. ედი ანუბისის სახლში მიდის. როდესაც პატრისია მას იქ ხედავს ცოფდება, როდესაც ხვდება, რომ ედი იქ იცხოვრებს. ბიჭი მას მეტსახელად „მყვირალას“ შეარქმევს. ჯერომი და ალფი მისტერ სვიტს დაიყოლიებენ ვირების დღის მოაწყონ. ასე ჯერომს სურს ფული შეაგროვოს, რათა დეტექტივის საფასური გადაიხადოს. ემბერი, ფაბიანი და ნინა წიგნებს კარადაში აწყობენ, სანაცვლოდ კი კვარცხლბეკზე კუბი გამოჩნდება, რომელიც შემდეგ ოთახში გასასვლელი გასაღებია. ვერა ფაბიანის ნათლიასთან - ჯასპერთან მიდის და მადლობას უხდის, რომ ანუბისის სახლში დააწყებინა მუშაობა, ჯასპერს მისი უფროსის „კოლექციონერის“ ნახვა სურს, თუმცა ქალი მას პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან კოლექციონერი პირადად არავის უნახავს. შემდეგ კი მას ემუქრება, რომ თუ არ გაარკვევს რა იციან ანუბისის ნიღბის შესახებ ბავშვებმა, მაშინ მისი ძვირფასი ნათლული, ფაბიანი დაზარალდება. ედი ანუბისის სახლის ყველა გოგოს ეპრანჭება, პატრისიას კი მასზე ნერვები ეშლება. ვიქტორი ედის ეჩხუბება და უბრძანებს სახლის წესებს დაემორჩილოს. ედი ჯერომს ეუბნება, რომ მას 150 დოლარს მისცემს, თუ იგი 3 კგ გატარებულ სტაფილოს შეჭამს. ახლა ემბერის ჯერი დგება. ეგვიპტელი მოჩვენება ახლა მას გამოეცხადება სიზმარში და უახლოვდება, რათა „ანუბისის ნიშანი“ დაადოს.
|
77-78 | 17-18 | შანსი / გაყოფა (House of Chance/House of Divides) | 19 იანვარი 2012 | მოჩვენება ის-ისაა ემბერს ანუბისის ნიშანს დაადებს, რომ ემბერს ნინა გააღვიძებს და სენქხარა მის დაწყევლას ვერ ასწრებს. ვერა ნინას მიერ ნაპოვნი კუბის მოპარვას ცდილობს, თუმცა ვერ ასწრებს და ამიტომ ჯასპერს ავალებს მის მოტანას. ვიქტორი ვერას სრულ სიმართლეს უყვება ოქროს ცემლებისა და სიცოცხლის ელექსირის შესახებ. ჯასპერი ახერხებს და კუბს იპარავს, თუმცა მას ფაბიანი ხედავს და იგი კუბს იბრუნებს. ჯასპერი იტყუება, თითქოს ეს კუბი იატაკზე იპოვა. ჯერომი ედის სანაძლეოში მოუგებს და 3 კგ. გატარებულ სტაფილოს ყველას თვალწინ ჭამს. ფაბიანი და ნინა კამათობენ. ნინა ხვდება როგორ უნდა გახსნას საიდუმლო გვირაბის მომდევნო კარი. ის კუბს კარში მოათავსებს და კარიც გაიხსნება. ფაბიანი, ნინა და ემბერი მომდევნო გვირაბის შესასწავლად მიდიან, თუმცა წინ ახალი დაბრკოლება შეეჩეხებათ - დაუსრულებელი ხრამი რომელზე გადასვლაც თითქმის შეუძლებელია. ამ დროს ნინას კარის ხმა ესმის და ბავშვები ხედავენ, რომ გვირაბის კარი იხურება. |
79-80 | 19-20 | შეყვარება / თავბრუსხვევა (House of Crushes/House of Vertigo) | 20 იანვარი 2012 | ნინა, ფაბიანი და ემბერი ახერხებენ და კარში მანამ გავლენ, სანამ დაიკეტება. ნინა ხვდება - იმისთვის რომ კარი აღარ დაიკეტოს, რაღაც კომბინაცია უნდა ააწყონ. დეტექტივი პიტ როპერი ჯერომს ეძებს. ედი გადაწყვეტს მომავალი სასკოლო მასკარადისთვის როკ-ჯგუფი გამოიძახოს და არა კლასიკური მუსიკოსები. პოპი იგებს, რომ მამამისი ციხეში ზის. იგი მარას სთხოვს მის პოვნაში დაეხმაროს. ვერა ჯასპერს ატყობინებს, რომ იგი კოლექციონერს საღამოს შეხვდება. ჯასპერი კოლექციონერს მანქანაში შეხვდება. კოლექციონერი - მამაკაცია, რომელიც ნიღბის უკან იმალება და ჯასპერს ანუბისის ნიღბის პოვნას ავალებს, თუ არ უნდა რომ მოკვდეს. „ნიღბის ძიება ახლა რბოლაა... სასიკვდილო რბოლა“ - ეუბნება იგი მას. ემბერი, ნინა და ფაბიანი გაიგებენ რა კომბინაციაა საჭირო დაბრკოლების გადასალახავად. მასკარადის საღამოს ნინა მარტო გადაწყვეტს გვირაბში გავლას. იგი კომბინაციას სწორად ააწყობს და ხრამს მიუახლოვდება. ამ დროს კვლავ იდუმალი მოჩვენება გამოჩნდება და ეუბნება: უძლური ხარ, ამიტომ შენი ჩანაცვლება მომიწევსო. იგი ნინას ხელს ჰკრავს და ხრამში აგდებს.
|
81-82 | 21-22 | ზეწოლა / დეჟა-ვიუ (House of Pressure/House of Deja Vu) | 23 იანვარი 2012 | ნინა ხრამში ვარდება, თუმცა ამ დროს გაეღვიძება და ხვდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მეორე დილით იგი ფაბიანს და ემბერს უყვება სიზმრის შესახებ და იგებს, რომ მათაც იგივე სიზმარი დაესიზმრათ. ტრუდი და ვერა ტორტების შეჯიბრს გამართავენ. ნამდვილ მასკარადის საღამოს დროს ემბერი, ფაბიანი და ნინა ერთად ჩადიან გვირაბში დაბრკოლების გადასალახავად. ემბერი წარმატებით გადალახავს მას, თუმცა ნინას სიმბოლო შეეშლება და კარი ისევ დაკეტვას იწყებს. ფაბიანი ის-ისაა მახეში აღმოჩნდება, მაგრამ ისიც წარმატებით გაივლის მას და კარები ისებ იხსნება. ისინი მასკარადზე გამარჯვებულები ბრუნდებიან. ტორტების კონკურსში ვერა გაიმარჯვებს. მოგვიანებით მისის ენდრიუსი ჩეკს პოულობს და იგებს, რომ ვერამ ტორტი იყიდა. ვიქტორი პატრისიას ეჩხუბება იმის გამო, რომ მასკარადზე კლასიკური მუსიკოსების ნაცვლად როკ-ჯგუფი დაპატიჟა. ედი პატრისიას დაეხმარება და როკ-ჯგუფს სთხოვს კლასიკური მუსიკა დაუკრან. ნინა და ფაბიანი ხვდებიან, რომ ის რაც წინა ღამით სიზმარში ნახეთ რეალობაშიც ხდება და ნინა შეშინებული ამბობს, რომ მაშინ სიზმარის ბოლო ნაწილიც ახდება და ის ხრამში გადაიჩეხება. |
83-84 | 23-24 | სახურავი / ხრიკი (House of Hoods/House of Deceit) | 24 იანვარი 2012 | კოლექციონერი მასკარადის საღამოზე მიდის. ის ჯასპერს გამოფენის გასაღებს გამოართმევს. ამას ტრუდი ხედავს. ნინა და ფაბიანი იკამათებენ და მაშინ ნინა გარეთ გადის სუფთა ჰაერზე. ის ფრობიშერების ბიბლიოთეკაში მივა, სადაც იმ დროს კოლექციონერი იმყოფება. ამ დროს იქ ვიქტორიც მიდის. ნინა შეუმჩნევლად ახერხებს გაქცევას. ვიქტორი კოლექციონერს ხედავს, თუმცა გაქცევას ისიც ახერხებს. ნინა ხვდება როგორ უნდა გადავიდნენ ისინი ხრამზე. იგი მასკარადზე ბრუნდება, რომ ეს ემბერს და ფაბიანს ახაროს, თუმცა ის ჯოის მახეში გაებმევა. ჯოის ნინასნაირი კაბა აცვია, ასევე მის ნიღაბს იკეთებს და ფაბიანს ჰკოცნის, ამას კი ნინა ხედავს. გულგატეხილი ნინა წვეულებიდან გაიქცევა და გვირაბებში ჩადის. სიზმარი ახდება, მას სენქხარას ხმა ესმის და ის-ისაა ხრამში გადაიჩეხება, რომ მას ემბერი და ფაბიანი მოუსწრებენ და გადაარჩენენ. ჯერომი იგებს, რომ პოპი და მარა მის მამას ეძებენ. საიდუმლო გვირაბში ნინა ბავშვებს ხიდს აჩვენებს, რომლის დახმარებითაც ხრამზე გადასვლას შეძლებენ. ფაბიანი ბერკეტს ჩამოწევს, რომ ხიდი გადმოწიოს, თუმცა აქაც მორიგ მახეში აღმოჩნდება. ბერკეტი ჩაიკეტება, ხიდი კი ეცემა და ემბერის ყვირილის ხმას ვიქტორი იგებს. |
85-86 | 25-26 | სიბუნა / სამაგიერო (House of Sibuna/House of Payback) | 25 იანვარი 2012 | ვიქტორი ვერ ახერხებს საიდუმლო ოთახის შესასვლელის პოვნას. ემბერი, ნინა და ფაბიანი ხიდის აწევას ვერ ახერხებენ და ემბერი გადაწყვეტს სიბუნა აღადგინოს, თუმცა ნინა წინააღმდეგია, რადგან არ სურს რომ ყველა საფრთხეში ჩააგდოს. ჯერომი მარას ატყობინებს, რომ მამამისს მისი ნახვა უნდა. პატრისია იგებს, რომ მასკარადზე ედი მას იმიტომ ეცეკვა, რომ სანაძლეო მოეგო. ის ბრაზდება და ედის თავზე მთელ დოქ რძეს გადაასხავს. ემბერი და ფაბიანი ნინას არ უსმენენ და სიბუნას მაინც აღადგენენ. ისინი პატრისიას და ალფის უყვებიან ყველაფერს საიდუმლო გვირაბების შესახებ. როდესაც ამას ნინა იგებს ცოფდება და ფაბიანს ეჩხუბება. სიბუნას წევრები ქვემოთ ჩადიან ხიდის ასაწევად, თუმცა მის აწევას ვერც ახლა ახერხებენ. მაშინ ისინი გადაწყვეტენ ახალი გეგმა შეიმუშავონ. ვიქტორი საიდუმლო ოთახის კარს აღმოაჩენს. ალფი ემბერს ეუბნება, რომ მასთან დაშორება უნდა. პატრისია ედის შოკოლადით დაფარულ მატლებს ჩუქნის. ჯერომი და მარა ჯერომის მამის მოსანახულებლად მიდიან ციხეში. ჯერომი ბრაზდება და ამბობს, რომ მისი დანახვაც არ უნდა. ბავშვების მცდელობა შედეგს გამოიღებს და ხიდის აწევას და ხრამზე დადებას ახერხებენ. ბავშვები კამათს იწყებენ, თუ ვინ უნდა გავიდეს პირველად ხიდზე. პატრისია იღლება მათი კამათის მოსმენით და თავად გადაწყვეტს გასვლას. ამ დროს იგი სასიკვდილო საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან მის გარშემო ბასრი ქანქარები იწყებენ მოძრაობას. |
87-88 | 27-28 | ქანქარა / ჩიხი (House of Pendulums/House of Impasse) | 26 იანვარი 2012 | პატრისია ახერხებს და ქანქარებს უვნებლად გადაურჩება. ფაბიანი ხვდება, რომ ქანქარები მუსიკის ნოტების მიხედვით მოძრაობენ. ვიქტორი და ვერა ბავშვებს სარდაფში დარაჯობენ და საიდუმლო ოთახის კარების კოდს იგებენ. ისინი ოთახში შედიან და თითქმის ყველაფერს პოულობენ, საიდუმლო გვირაბების გარდა. მათ სენქხარა უთვალთვალებს. ედი პატრისიას მიერ მიცემულ მატლებიან შოკოლადს მასწავლებლებს აჭმევს. ვიქტორი ნინას ნივთებში სახლის რუკას პოულობს და გაარკვევს, რომ სახლის ქვემოთ საიდუმლო გვირაბებია დამალული. ის ამას ვერას აჩვენებს და შემდეგ ოთახში ჩადის შესასვლელის საპოვნელად. ვიქტორი შესასვლელს იპოვის და წიგნის კარადის მეორე მხარეს აღმოჩნდება. საიდუმლო ოთახში სიბუნას წევრები შედიან და ამ დროს გვირაბების შესასვლელიდან ვიქტორი გამოდის. ბავშვები მას შეშინებულები უყურებენ, თუმცა იმ წამსვე ხვდებიან, რომ ვიქტორი სინათლის გამოსხივებამ ერთი დღით დააბრმავა, რადგან ამულეტი არ ეკეთა. ამიტომ სიბუნას წევრები ჩუმად ახერხებენ იქიდან გასვლას. ვერა ჯასპერს ატყობინებს, რომ ბავშვება ფრობიშერ სმაიტის საიდუმლო კაბინეტი იპოვეს. მეორე დილით სიბუნას წევრები ქანქარებს გადალახავენ და მომდევნო გვირაბის შესასვლელთან მიდიან, თუმცა კარის გაღებას ვერ ახერხებენ და ჩიხში აღმოჩნდებიან. პოპი ჯერომის ნივთებში მამამისის წერილს პოულობს. სენქხარა სიბუნას ხუთივე წევრს დაწყევლის და ანუბისის ნიშანს ემბერს, პატრისიას და ალფის დაადებს. |
89-90 | 29-30 | დახმარება / ფობიები (House of Help/House of Phobias) | 27 იანვარი 2012 | პატრისია, ალფი და ემბერი ნინას ანუბისის ნიშანს აჩვენებენ. პატრისია ბრაზდება, რომ ნინამ მათ სასიკვდილო საფრთხეზე არაფერი უთხრა. ჯერომი მარას ეუბნება, რომ მამამისს უნდა შემდეგში ის მასთან მარტო მივიდეს. ვიქტორს მხედველობა უბრუნდება. მარა სკოლის საიტის ახალი რედაქტორი ხდება. ჯერომი მამამისთან მიდის ციხეში, თუმცა იქ პოპის ხედავს. სიბუნას წევრები ხვდებიან როგორ უნდა გააღონ მომდევნო გვირაბის კარი. ისინი მიწისქვეშ ვიწრო გვირაბს ხედავენ, რომელშიც ალფი შედის, თუმცა იქ ხოჭოებს ხედავს და პანიკას ტეხს. მიწა ჩამოიშლება და ის დახმარებას ითხოვს. მას ემბერი და ფაბიანი გადაარჩენენ. ვიწრო გვირაბი სიბუნას წევრების ფობიებს გამოავლენს. მათ ყველას აღმოაჩნდებათ კალიების, ხოჭოების და ვიწრო სივრცის შიში. ისინი გადაწყვეტენ ფობიები გადალახონ. ვიქტორი ხედავს, რომ ემბერს ამულეტი აქვს და ხვდება როგორ უნდა შევიდეს გვირაბებში ისე, რომ მახეში არ გაებას. ვიქტორი სიბუნას ყველა წევს ამულეტებს ჩამოართმევს და გვირაბებში შედის. მას უკან სენქხარა მიჰყვება. |
91-92 | 31-32 | ისიდას წიგნი / კომენდანტის საათი (House of Isis/House of Curfews) | 30 იანვარი 2012 | ვიქტორი საიდუმლო გვირაბებს შეისწავლის. ვერა ფრობიშერის კაბინეტში ისიდას წიგნს პოულობს, მას უკანასკნელ თავს ამოახევს და ვიქტორს ასე აძლევს. ვიქტორი გახარებულია, რადგან ფიქრობს რომ ახლა ელექსირის დამზადებას შეძლებს. სენქხარა ორივეს უთვალთვალებს. პატრისია და მარა გადაწყვეტენ ედიზე შური იძიონ. ჯერომს მამამისი უყვება, რომ პატარაობისას მას ფრობიშერის ფარიდან ფრობიშერის ბრილიანტის მოპარვა აიძულეს. ის ის შვილს სთხოვს ბრილიანტი იპოვოს და ფარში დააბრუნოს. სიბუნას წევრები გადაწყვეტენ ვიქტორი მთელი ღამე არ დააძინონ, რომ მერე შემდეგ ღამით ამულეტები მისი კაბინეტიდან მოიპარონ. თეთრად გატარებული ღამის შემდეგ, ვიქტორს ჩაეძინება. ნინა და ფაბიანი მის კაბინეტში შეიპარებიან და ამულეტების მოხსნას ცდილობენ. |
93-94 | 33-34 | ხაფანგები / ქსელები (House of Dead-Ends/House of Webs) | 31 იანვარი 2012 | ნინა და ფაბიანი ვიქტორს ამულეტებს ხსნიან. ჯერომი მარას უყვება რა სთხოვა მას მამამისმა. ვიქტორი შოკში ვარდება როცა გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ამულეტები აღარ აქვს. მარა ჯერომს უყვება, რომ ის აბჯარი იპოვა, რომელშიც ფრობიშერის ბრილიანტი დევს. ვიქტორი პატრისიას და ედის დასჯის. კენჭისყრის მიხედვით, მიწისქვეშა გვირაბში ნინა შევა. მას პანიკის შეტევა ეწყება, როცა ფარანი გაუფუჭდება, რაციაც აირევა და ამას დამატებული ბებიამისის ხმას იგებს, რომელიც მას შველას სთხოვს. საბოლოო ჯამში ნინა ბერკეტის ჩამოწევას ახერხებს და მომდევნო გვირაბის კარს აღებს. სიბუნას წევრები გვირაბში შედიან და ობობის ქსელებივით გაბმულ საწამლავიან ძაფებს ხედავენ. ვერა ნინას ნივთებში ზედმეტ ამულეტს პოულობს და მას ვიქტორისთვის იპარავს. ჯერომი მისტერ სვიტის კაბინეტში შეიპარება და აბჯარიდან ბრილიანტის ამოღებას ცდილობს. |