ანტონ ჯაფარიძე
ანტონ (ტუტუშა) ქაიხოსროს ძე ჯაფარიძე (დ. 1887, სოფ. ობჩა ბაღდათის რაიონი — გ. 5 ნოემბერი, 1929, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მელიორატორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მიიღო ერევანში, უმაღლესი — ნოვოჩერკასკში. მან დიდი წვლილი შეიტანა კოლხეთის ჭაობის ამოშრობის, დიღმის სარწყავი სისტემისა და აჯამეთის არხების მშენებლობის საქმეში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 426, თბ., 1994