ანტონ ფურცელაძის სახლი

ანტონ ფურცელაძის სახლიარქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში. წმ. გიორგის სახელობის გუმბათიან ეკლესიის მახლობლად.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

ანტონ ფურცელაძის სახლი (22,6X12,2 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. პირველ სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. პირველ სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის ოთხი ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე მეორე სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. მეორე სართული პირველი სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.

სამხრეთ ფასადზე ორივე სართულის აივანი და სიმეტრიულად განლაგებული ფლიგელები დასრულებულია აგურის პარაპეტით, რომლის კუთხეებში მცირე დეკორატიული კოშკურებია. სართულშუა გადახურვები მოწყობილია ხის კოჭებზე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება